საშინელი განაჩენი საკუთარ თავს ვალის გამო
საშინელი განაჩენი საკუთარ თავს ვალის გამო
07-03-2013
ამონარიდი ჟურნალ "გზადან":

პირველად ვალი შვილის გამო აიღო, რომელიც სასჯელს რუსეთის ციხეში იხდის. შემდეგ ყველაფერი ერთმანეთზე მიეწყო, - ვალებში მყოფი, მუდმივად ცდილობდა სხვისთვისაც მოემართა ხელი და რამდენჯერმე სხვის გამოც კი აუღია პროცენტიანი ვალი. საბოლოოდ იმხელა თანხა დაუგროვდა, რომ საკუთარ თავს საშინელი განაჩენი გამოუტანა და ახლა 47 წლის ციცინო ხარაბაძე რეფერალურ საავადმყოფოში სიკვდილს ებრძვის... მაშინ, როდესაც ჯანმრთელი იყო, ამბობდა, რომ სრულიად უცხო ადამიანისთვის გაკეთებული სიკეთით, პატიმრობაში მყოფ ერთადერთ შვილს ეხმარებოდა, ახლა მისი ოჯახის წევრები და ახლობლები მიიჩნევენ, რომ იმ უანგარო სიკეთეს უფალი არ დაუკარგავს და მას სიცოცხლეს შეუნარჩუნებს.

რეფერალურ საავადმყოფოში მისულს იმაზე მძიმე სურათი დამხვდა, ვიდრე წარმომედგინა.

გოგი წერეთელი, მკურნალი ექიმი:

- პაციეტნს III ხარისხის B კატეგორიის დამწვრობა აქვს მიღებული და სხეულის 25% დაზიანებულია, მაგრამ ამ დროისთვის ჭრილობები ლოკალიზებულია. ამჟამადაც რეანიმაციისა და ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში იმყოფება. პაციენტს დამწვარი აქვს მთლიანად სახე, ორივე ყური, ორივე კიდური, გულმკერდი ნაწილობრივ, დაზიანებული აქვს სასუნთქი გზები და მდგომარეობა პროგრესულად მძიმეა. თუკი მდგომარეობიდან გამოვიდა, მას ხანგრძლივი მკურნალობა დასჭირდება, რაც ქირურგიულ და პლასტიკურ ჩარევებს გულისხმობს, მაგრამ ამჟამად ამაზე არც არის საუბარი, მთავარია, გადავარჩინოთ. მდგომარეობის გართულების საფრთხეც ჯერ კიდევ არსებობს, თუმცა მივაღწიეთ იმას, რომ მძიმე ვითარების ფონზე, სტაბილურია. ამიტომ, ვიზუალურ მხარეზე საუბარი ჯერჯერობით ადრეა.

ნონა ხარაბაძე, ციცინოს და:


- საოცრად კეთილი ადამიანია ჩემი და... მთელი თავისი ცხოვრება ყველას გაჭირვებისა და ტკივილის გამზიარებელი იყო. დები ვართ, მაგრამ ჩემგან სრულიად განსხვავდება. აქტიური და მებრძოლი ადამიანია. რადგან საკუთარ თავზე ჰქონდა გამოცდილი ვალი და მევახშესთან ურთიერთობა, ყოველთვის ამას ლაპარაკობდა, იქნებ როგორმე ეს საკითხი მოაგვაროს ხელისუფლებამო. ყველა ეცოდებოდა, ვისაც ბანკი თუ კერძო პირის ვალი ჰქონდა, ვალებში ჩაფლული, მაინც ცდილობდა ყველასთვის მოემართა ხელი. ერთხელ რუსეთში მცხოვრებ სრულიად უცხო ადამიანებზე გაუგია, რომ დავალიანების გამო დენი ჩაჭრილი ჰქონდათ და ქუთაისიდან გადაუგზავნა ფული, პატარები ჰყოლიათ და ცოდოები არიანო... იმედი მაქვს, რომ უანგაროდ გაკეთებულ სიკეთეს უფალი წინ დაახვედრებს და მას სიცოცხლეს აჩუქებს... ეს რამდენიმე დღეა შოკში ვარ. მოხუცი დედა გვყავს და ვერაფერს ვეუბნები. ან როგორ ვუთხრა, შენმა შვილმა, რომელიც ყველასთვის მებრძოლი ადამიანის განსახიერება იყო, თავი დაიწვა-მეთქი... დედამ არც კი იცოდა, რომ ციცის ამხელა ვალი ჰქონდა. არც კი ვიცი, რა ვთქვა, უფრო ძლიერი მეგონა ჩემი და, მაგრამ ბოლო დროს ვგრძნობდი, რომ ძალიან შეიცალა. ბოლო სამი დღე თითქმის არავის გვცემდა ხმას.

- როდესაც ეს გადაწყვეტილება მიიღო, მარტო იყო სახლში?


- არა, რას ამბობთ, ჩემი შვილების წინაშე გააკეთა, დამწვრობა ბავშვებმაც მიიღეს და საავადმყოფოში იწვნენ. ახლა, მადლობა ღმერთს, სახლში არიან... ციციმ ეს მაშინ გააკეთა, როდესაც იმ ბინაში პოლიცია მოვიდა, ბინიდან იძულებით რომ გამოვესახლებინეთ. საქმე ის არის, რომ ეს ჩემი ბინა იყო, მანამდე თავისი ბინა ჩადო ბანკში და გაუყიდეს, რადგან პროცენტი ვერ გადაიხადა. ბოლოს ძალიან გაუჭირდა ამ პროცენტების გადახდა და ამიტომ ჩადო ჩემი ბინაც. როდესაც პოლიცია სახლში შემოსულა, ციცი მეორე ოთახში გავარდნილა, სადაც ჩემი შვილები იყვნენ და ბენზინი მათ თვალწინ გადაისხა. ერთ ბავშვს ნახევარი სახე დამწვარი აქვს, მეორეს კი - ორივე ხელ-ფეხი. იმას ნერვიულობდა, და თავის ოჯახთან ერთად ქუჩაში მირჩებაო. ამიტომ გააკეთა ეს საშინელება.
50-მდე პოლიციელი ყოფილა მოსული, მაგრამ ადრე თუ წიხლებით შედიოდნენ სახლში, იმ დღეს ძალიან მოკრძალებულად იქცეოდნენ. სანამ ჩვენ, მე და ჩემი მეუღლე ბინაში ავიდოდით, ერთმა პოლიციელმა ისიც კი გვითხრა, იქნებ კიდევ ერთხელ დაელაპარაკოთ იმ კაცსო, მაგრამ უარი ვუთხარი, - აზრი არა აქვს, ვიცნობ და ვიცი, რისი გამკეთებელიც არის-მეთქი. 30 ათას დოლარს ითხოვდა ხელზე, დღესვე მომეცით და არ გაგასახლებთო. ხვეწნა-მუდარით 25-მდე ჩამოვიყვანეთ. რამდენიმე თვის წინაც ვცადეთ მასთან დალაპარაკება, მობილურზე დავურეკეთ და ჩვენი გეგმა შევთავაზეთ. ჩემს მეუღლეს უნდოდა, ერთი ბინა გაეყიდა და აღებული თანხით ეს გამოგვესყიდა, მაგრამ უარი უთხრა. პირდაპირ მოგვახალა, მირჩევნია, ის ბინა სხვას მივცე კაპიკებში, ვიდრე თქვენ მისი დახსნის საშუალება მოგცეთო. ეს აგვისტოში მოხდა და მაშინ რვა ათასი დოლარი გავუგზავნეთ. საქმე ის არის, რომ იმ თანხის მიღებაც უარყო, არადა, ამის დამადასტურებელი ქვითარი გვაქვს.

- ახლა რა მდგომარეობაა ბინასთან დაკავშირებით?

- იმ დღეს, როდესაც ციცი სასწრაფოს მანქანამ თბილისში წამოიყვანა, ნახევარ საათში ის მევახშე მისულა და ბინის კარის გასაღები გამოუცვლია, რომ ვერ შევიდეთ... არადა, საქმე ორი თვით, 27 აპრილამდე შეაჩერეს. იურიდიულად ეს ბინა მას უკვე წართმეული ჰქონდა, უბრალოდ, აღსრულებას ელოდებოდა, რომ გავესახლებინეთ. როგორც გავიგე, 400-მდე ადამიანი დაუტოვებია ბინის გარეშე.

- რისთვის ისესხა პირველად თანხა?

დახმარების მსურველთათვის ვაქვეყნებთ სოციალურ ქსელში დადებულ ანგარიშის ნომერს:

http://www.facebook.com/groups/494458207277775/

სტატია სრულად იხილეთ ჟურნალ "გზის" ხუთშაბათის ნომერში.
m@M
14 მარტი 2013 10:59
ლიკა მიკვირს შენისთანა ადამი9ანები საერთოდ როგორ შეიძლება დადიოდნენ ამ ქვეყნად სხვისი ტკივილი მაინც გაიზიარე ტუ დახმარება არ შეგიძლია და ტკბილი სიტყვა მაინც თქვი მაგრამ ალბათ ის მევახშეც შენისთანა ადამიანია გულქვა და საკუთარი კეთილდღეობისთვის რომ ფიქრობს და ასე რომ Gმერთზე იფიქრეთ და და ცოტა სიკეთეც არ გაწყენდა არავვინ არავის კალთებს არ ახევს მაგრამ ეს უკიდურესი გაჭირვების შედეგია თორე არავის არ ეხალისება არარსებულ პროცენტებში თანხის აღება ასე რომ ყველამ თავის თავზე წარმოიდგინოს და ისე თქვას სათქმელი თავი სხვაზე ჭკვიანი არავის ეგონოს გაEჭირვება ყველას კარზე მოიდის
ლიკა
13 მარტი 2013 16:30
როცა წინასწარ იცი რომ ამხელა პროცენტებია და ვალის გადამდელი არ არ, შენ ტავად გაყიდო ის ბინა არ ჯობია?ასე ქონებაც დაკარგა და ჯანმრთელობაც.მევხაშემ რა, კალთები დაახია მოდი 53000 დოლარს გასესებ კი არა და გაჩუქებო?ცალმხრივები ნუ ხართ და თქვენს უტვინობას სვას ნუ აბრალებტ. მევახშეზე უარესი ის შვილია-ციხიდან ფულებს რომ თხოვდა დედამისს.პრობლემა საკუტარ თავში მოიძიეთ.მაშინ გაყიდეთ საკუთარი საცოვრებელი და გამოუსყიდეთ ბინები, ის მევახშეც ისეთივე უცხცოა მისთვის-როგორც თქვენ, ვნაოთ თქვენს ქონებას თუ გაიმეტებთ სხვისთვის უსასყიდლოდ.
სხვა სიახლეები
"გავარდებოდა ხმა ქალაქში, ამა და ამან ცუდკაცობა ჩაიდინაო და მეორე დღეს ხელს არავინ გაუწვდიდა"
დაწვრილებით...
"რა ფოტოებიც ვრცელდება სოციალურ ქსელებში, ეს საკმაოდ დიდი მეტეორი უნდა იყოს"

რამდენიმე დღის წინ საქართველოს თავზე გამოჩენილ ნათებას საზოგადოებაში არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა.
დაწვრილებით...
"მერვე თვეა, რაც მამა საქართველოში დაბრუნებას ვერ ახერხებს"

"საქართველოს მოქალაქეები იძულებული არიან,  პორტში შემავალი გემების სხვა კაპიტნებს სთხოვონ სურსათ-სანოვაგე"
დაწვრილებით...
"პირველად იყო ფიქრი, ფიქრი ნამივით ჩაწვეთებული, მყისიერად მოვლენილი და მერე მიჩუმათებული... ფიქრი ჯერ მცირე დროსა და დიდ პაუზას ითხოვდა, თანდათან იმძლავრა.... მარტოობაში ყოფნა აღარ მოუნდა და სხვებთან გაზიარება ითხოვა... ფიქრის ავტორს თანამოაზრენი გამოუჩნდნენ....
ფიქრი იგი იყო გაზეთის გამოშვება...
დაწვრილებით...
ნუცა ბუზალაძე: "სცენაზე გავდიოდი და თავს ვეუბნებოდი: "ნუცა, შენ ძალიან მაგრად უნდა იმღერო"
დაწვრილებით...
ქუჩიდან ვიწრო კიბით საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე ჩავდივარ. რკინის კარს ვაღებ, სართულს მიშენებულ ოთახში შევდივარ და... კლდოვანი კედლები, ჯაჭვები, ხეები, ძველებური ჭურჭელი, ცხოველ-ფრინველთა ფიტულები...
დაწვრილებით...
ათი წლის წინ წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრიდან უკანასკნელ გზაზე გააცილა მკითხველმა გაზეთ ”კვირის პალიტრის” პირველი რედაქტორი ქალბატონი ლალი გუნთაიშვილი...
დაწვრილებით...
"ვნატრობ, რომ ყველაფერი ჩემი მქონდეს, - სახლიც, ეზოც, ტანსაცმელიც..."

"ქუჩაში დგომა რომ მომბეზრდეს, ჩემს დას რომ ახველებს, წამალი როგორ ვუყიდო?"

"თუ 7 საათი მაინც ვივაჭრებ, დღეში 6 ლარამდე ვშოულობ"
დაწვრილებით...
"გამწარებულ დედას პირდაპირ უთხრეს, - შვილს ვერ მოგირჩენთ, სახლშში წაიყვანეო. ეს იმას ნიშნავდა, უნდა შეეგუო, რომ შვილი მოგიკვდებაო…"

"ერთ დღეს შეიძლება მოვიდეს სიკვდილი და გიორგიც დანარჩენი ორი შვილივით წაართვას"

"ამჯერად გიორგის სრული განკურნების შანსი არსებობს."
დაწვრილებით...
”მეგონა, ოპერაციას გამიკეთებდნენ და მხედველობა აღმიდგებოდა, მაგრამ...” - ნებისყოფისა და ბედთან შეურიგებლობის საოცარი ისტორია

”სერიოზული ტრავმა არასდროს მიმიღია. ზოგჯერ ცხვირს თუ გავიტეხავ ან შუბლზე კოპი ამომივა”
დაწვრილებით...
"Nike-ს ზურგჩანთა - 70 ლარის ნაცვლად, 50...
"იყიდება აწყობილი ინტერნეტ-კაფე 8 კომპიუტერით, მაგიდებით და...
2.5-ოთახიანი, არასტანდარტული პრ. 4(4), 80 კვ.მ. ევრორემონტი...
115 კვ.მ. თეთრი კარკასი გურამიშვილის გამზირზე #12...
რა მოსწონთ თქვენს მეგობრებს