"შეცდომა ჩავიდინე, რუსთაველის თეატრში რომ დავბრუნდი"
"შეცდომა ჩავიდინე, რუსთაველის თეატრში რომ დავბრუნდი"
01-04-2013
"ძალიან კარგად ვიცი ჩვენი ბობოლა მთავრობის წევრები პუტინის მისაღებში რომ ისხდნენ და მასთან აუდიენციას უცდიდნენ, მაგრამ არ მიიღეს"

"ვიტყვი, როცა საჭირო იქნება, ახლა არ მივიჩნევ მათ ამის ღირსად"

"ორი წლის განმავლობაში მსახიობებმა ბევრი დააკლეს თავიანთ ოსტატობას..."


ცოტა ხნის წინ რუსთაველის თეატრში რამდენიმე სპექტაკლის მოხსნას ვნებათაღელვა მოჰყვა. ითქვა, რომ რობერტ სტურუამ ეს სპექტაკლები მოძველებულად ჩათვალა. მათ შორისაა მაყურებლის საყვარელი სპექტაკლი "მოხუცი ჯამბაზები". თეატრმცოდნე ლაშა ჩხარტიშვილი მიიჩნევს, რომ სტურუამ თეატრში რეპრესიები დაიწყო. "კვირის პალიტრა" ამ და სხვა საკითხებზე სასაუბროდ რობერტ სტურუას დაუკავშირდა:


- თეატრმცოდნეებს თავიანთი აზრი აქვთ. წინასწარმეტყველებენ რაღაცებს და სამხატვრო ხელმძღვანელი თუ რამეს გადაწყვეტს, ჰგონიათ, არიქა, რეპრესიები დაიწყოო.

- ამბობენ, თითქოს ანგარიშსწორებისთვის დაბრუნდით თეატრში.
- ვის უნდა გავუსწორო ანგარიში?!.. მსახიობები ძალიან მიყვარს და არ აქვს მნიშვნელობა, რომელ პარტიაში არიან. ვთქვი კიდეც, არ მაინტერესებს თქვენი პარტიულობა-მეთქი.

- მოიხსნა თუ არა თეატრიდან სპექტაკლები, მაგალითად, "მოხუცი ჯამბაზები"?

- "მოხუცი ჯამბაზების" პეწი ის იყო, რომ ხანდაზმული მსახიობები თამაშობდნენ. როცა მედეა ჩახავას ნაცვლად შესანიშნავი მსახიობი მანანა გამცემლიძე თამაშობს, კიდევ მისაღებია, მაგრამ შემდეგ გარდაიცვალა ზინაიდა კვერენჩხილაძე, გურამ საღარაძე... თითქოს ხიბლი დაკარგა სპექტაკლმა, რადგან ეს იყო ჩვენი ღვაწლმოსილი მსახიობებისადმი ერთგვარი მიძღვნა. ასეთი ანშლაგებიც ამიტომ იყო. სპექტაკლი, ცოტა არ იყოს, დაძველდა. უნდა შეიყვანონ ახალი მსახიობები ზინაიდა კვერენჩხილაძის და გურამ საღარაძის ნაცვლად. მეჩვენება, რომ ეს უხერხულიც არის, რადგან ახალი გარდაცვლილები არიან.    

- ანუ სპექტაკლი მოიხსნა...

- მიმაჩნია, რომ უნდა მოიხსნას. ზნეობრივი თვალსაზრისითაც ეს უფრო მართებული იქნება. თუ მსახიობები დაიჟინებენ, გვსურს ვითამაშოთო, კი ბატონო, ითამაშონ.

- ამბობენ, თითქოს სხვა სპექტაკლებიც მოიხსნა, მაგალითად, "მარიამ სტიუარტი"...

- "მარიამ სტიუარტი" ძველი სპექტაკლია. Mმე ვიღებდი მის დადგმაში მონაწილეობას. გოჩა კაპანაძეს თუ ძალიან უნდა, შეუძლია, სადმე სხვაგან დადგას ის, მე კი არ მომწონს, რადგან უკვე ძალიან დაძველდა.

მსურს, რაღაცები შევცვალო. ყველაზე მეტად ის მწყინს, რომ ორი წლის განმავლობაში მსახიობებმა ბევრი დააკლეს თავიანთ ოსტატობას... კიდევაც ვთქვი კრებაზე, რუსთაველის თეატრის მსახიობი რომ იყო, მხოლოდ წოდება არ კმარა-მეთქი... საბედნიეროდ, საქართველოში დავიბადე და ქართველი ვარ, მაგრამ თუ ავირჩიე რუსთაველის თეატრი, ამ თეატრის მოქალაქეც უნდა გავხდე და უნდა ვიმუშაო, პირობითად, "გრინ კარტა" მაინც რომ დავიმსახურო... ბევრმა მსახიობმა ჯერ "გრინ კარტაც" ვერ დაიმსახურა...

- ცოტა ხნის წინ ხმაური მოჰყვა გრიგოლ ვაშაძის წერილს, რომელიც რუსეთის კულტურის მინისტრს მისწერა...
- ძალიან კარგად ვიცი, ჩვენი ბობოლა მთავრობის წევრები პუტინის მისაღებში რომ ისხდნენ და მასთან აუდიენციას უცდიდნენ, მაგრამ არ მიიღეს. ეს ბოლო პერიოდში ხდებოდა, როცა იგრძნეს, რომ შეიძლებოდა წაეგოთ. რაც შეეხება ვაშაძეს, ისედაც ყველაფერი ვიცოდი. ეს წერილი არ წამიკითხავს, მაგრამ ყველაფერს ვგრძნობდი. თუმცა ომის შემდეგ სამ თვეში თუ მისწერდა ასეთ წერილს, ვერ წარმოვიდგენდი.

- ჩანს, ყოფილი მთავრობის წევრებზე უფრო მეტი იცით, ვიდრე ამბობთ...
- რატომ უნდა ვთქვა?!.. ვიტყვი, როცა საჭირო იქნება, ახლა არ მივიჩნევ მათ ამის ღირსად.

- "ეტ
სეტერას" თეატრში რჩებით?

- დიახ, როგორც ვიყავი... მალე არგენტინაში ვაპირებ წასვლას სპექტაკლის დასადგმელად, თუ ქართველებმა არ ჩამქოლეს და არ ჩამთვალეს არგენტინის შპიონად.

- რუსთაველის თეატრში ამდენი საქმე რომ გაქვთ?
- ჩემი აზრით, დიდი შეცდომა ჩავიდინე, რუსთაველის თეატრში რომ დავბრუნდი.

- წასვლა ხომ არ განიზრახეთ?

- არა, მოხვიდე-წახვიდე - სისულელეა. მაგრამ ვთვლი, რომ არ უნდა მოვსულიყავი. შესანიშნავად წავედი, არ ვუღალატე რუსთაველის თეატრის ტრადიციებს. სამხატვრო ხელმძღვანელებს სულ ყრიდნენ, სანდრო ახმეტელი დახვრიტეს კიდეც. მსახიობების ჯგუფი გადაასახლეს, შემდეგ თუმანიშვილი გააგდეს, ალექსიძე... მეც ისეთივე "ლოგიკით" გამიშვეს.

გოჩა კაპანაძე, რეჟისორი:
- თეატრში რობიკო სტურუამ გამოაკრა სია, თუ რა სპექტაკლები დატოვა რეპერტუარში.

- როგორც რეჟისორს, არ გაგჩენიათ პრეტენზია?
- როცა საკითხი გადაწყვეტილია, რა პრეტენზია უნდა გქონდეს?!.. ბატონი რობიკოსთვის არ მიკითხავს, რატომ მოიხსნა სპექტაკლები. თეატრებში ასეთი რამ ხდება. თუმცა სპექტაკლს ხსნის მაყურებელი - თუ არ მოვა, უნდა მოიხსნას...

კახი კავსაძე, მსახიობი:
- თუ "მოხუცი ჯამბაზები" აღდგება, რა თქმა უნდა, ვითამაშებ. თუ მოძებნიან გურამ საღარაძის შემცვლელს... ეს გურამის ხსოვნასაც მიეძღვნება.

- ბატონი რობიკოს მოსაზრებით, უხერხულია სპექტაკლის გაგრძელება, რადგან მსახიობები ახალი გარდაცვლილი არიან... თითქოს სპექტაკლმა პეწიც დაკარგა...
- ბევრი მსახიობი გარდაიცვალა და ესე იგი მათი შეცვლაც უზნეობა ყოფილა. თუ მხატვრულად მოძველდა სპექტაკლი და მაყურებელს აღარ უნდა, რა თქმა უნდა, საჭირო არ არის მისი აღდგენა, მაგრამ თუ მაყურებელს კვლავ სურს მისი ნახვა, უნდა აღდგეს. ვერ ვიტყვი, რომ სიამოვნებით ვითამაშებ, რადგან ამდენი მსახიობი გამოგვაკლდა, თუმცა ამ სპექტაკლით მათ ხსოვნას კიდევ ერთხელ მივაგებთ პატივს.

მანანა გაბრიჭიძე
vika
04 აპრილი 2013 01:39
აქ, როგორც ჩანს, ისეთ უნიჭოებს აქვთ პრეტენზიები, ცხოვრებაში ერთი ლექსიც ზეპირად რომ არ უთქვამს უშეცდომოდ."მერე რა მოხდა, ორი სპექტაკლი დადგაო"?! თავად რა გაგიკეთებიათ, დაგისვამთ კითხვა საკუთარი თავისთვის? ვინ ხართ ასეთი ჭკვიანები, რომ კომპიუტერს ამოფარებულები ილანძღებით? ბამოდით აბა ერთი სადმე, ეთერში და ღიად თქვით, თუ რამის თქმა გინდათ.
vika
04 აპრილი 2013 01:34
ბებერი ხარის რქაც ხნავსო--ნათქვამია. უგუნურებო! რეჟისორისთვის ასაკი და გამოცდილება სიმდიდრეა და არა ნაკლი.არსადაც არ წახვიდეთ ბატონო რობიკო! თქვენ უკეთ იცით, როდის თქვათ სათქმელი. როცა მოგესურვებათ მაშინ თქვით თქვენი "სეფე სიტყვა". მე და ბევრი ჩემნაირი მოთმინებით დაგელოდებით, რათა კიდევ ერთხელ ვეზიაროთ ჭეშმარიტი ხელოვნების დღესასწაულს. დიდხანს ჯანმრთელად იცოცხლეთ.გვიიიიყვაააააააააააარხააააააააართ!!!
სხვა სიახლეები
"წიგნის ყდის ერთი შეხედვაც საკმარისია იმის გასაგებად, რომ გამომცემლობამ ქართული სამზარეულო სომხურ, უკრაინულ და აზერბიჯანულ სამზარეულოებთან ერთად, რუსულად მიიჩნია."

"პრეცედენტი უნდა შეიქმნას, რომ უცხოურმა გამომცემლობამ ასეთი არაკორექტული და რუსოფილური წიგნის ყდისა და წიგნში წარმოდგენილი გეორგრაფიული რუკების გამო ბოდიში მოიხადოს!!!"

"გამომცემლობამ ჯერ აუცილებლად ბოდიში უნდა მოიხადოს. შემდეგ გამოცემებში კი შესწორებები უნდა შეიტანოს და წიგნი სხვა სახით გამოსცეს."
დაწვრილებით...
"ეს დეისაძეები, ბურჭულაძეები და ქარუმიძეები თქვენ არ გაშფოთებთ?"

"ერეკლეს სიმღერა "რაც მამას უნდა" იმითაც იყო მნიშვნელოვანი, რომ იმ დღეს აუდიტორიაში მსხდომი მორალისტი ციციკორეები ზუსტად მოერგნენ ყველა იმ სტერეოტიპს, რასაც ერეკლე დასცინოდა სიმღერაში."

"უკეთესი იქნება, პური მეპურემ გამოაცხოს და წიგნზე ლიტერატურათმცოდნეებმა ისაუბრონ და არა რქიანმა ჰომოერექტუსებმა. "

"საქართველო უკვე დაიღუპა ძალიან ბევრჯერ. პირველად მაშინ როცა დავიბადე და ერთმანეთს ავტომატებით ხოცავდით მამების თაობა რუსთაველზე..."
დაწვრილებით...
"იოლად არაფერი გამოდის, ნებისმიერი საქმე დიდ შრომას მოითხოვს... როდესაც შენი საქმის პროფესიონალი ხდები, მერე ყველაფერი იოლი გეჩვენება და ბევრი კომპანიისგან შემოთავაზებასაც იღებ."

"უფრო შორეულ მომავალში კი საქართველოში დავბრუნდები და იქიდან გავაგრძელებ ჩემს საქმიანობას"

"ჩემი წარმატების საიდუმლო თავაუღებელი სწავლა და პატარ-პატარა ნაბიჯებით წინსვლაა, ასევე მნიშვნელოვანია შენი საქმიანობის სწორი შეფასება და ანალიზი შეგეძლოს, რათა საკუთარი მიმართულებიდან არ გადაუხვიო."
დაწვრილებით...
"თუ მეგობარი მეწვევა, არასდროს ვეუბნები თავისი ნიჭი წარმოაჩინოს, თუ მოუნდა, ზოგჯერ თვითონ გამობაჩუნდება და რუკაზე ქვეყნებს გვაჩვენებს"
"ჯერ თვითონ ვერც ხვდება განსაკუთრებული ნიჭი რომ აქვს, უბრალოდ თანატოლებისგან განსხვავებული ჰობი აქვს..."
"ჩემთვის მთავარია რასაც მათე გააკეთებს, ეს ყველაფერი ჩვენს ქვეყანას გამოადგეს და ვინ იქნება, ამას როცა გაიზრდება თვითონ გადაწყვეტს."
დაწვრილებით...
"შვილის მონატრებამ შემიჭამა გული"
"ღმერთს ვმადლობ ყველაფრისთვის, მთავარია, რომ კაცი გავუზარდე ქვეყანას"
"გიორგის დედა ოცნებობდა შვილიშვილების გაზრდას და მათ ბედნიერებას მაინც შესწრებოდა, მაგრამ გულმა არ ქნა, მეტად ვეღარ გაუძლო ტკივილს..."
დაწვრილებით...
"უნდა გენახათ თვალებში ვარსკვლავები როგორ აუციმციმდებოდა ხოლმე, როცა კი საქართველოზე საუბარს დავიწყებდით"

”საქართველოდან ჩურჩხელები ჩამოუტანეს, იცით, რამდენ ხანს ყნოსავდა, საქართველოს სურნელს ეძებდა."

"მკრთალად განათებულ ინტერიერში, მეწამულფერ სავარძელში იჯდა ნაცრისფერპიჯაკიანი, კინემატოგრაფზე შეყვარებული ადამიანი და მაყურებელს მშვიდი საუბრით იმ ჯადოსნური სამყაროს კარს უღებდა," საიდანაც თავისუფლების სიოც უბერავდა...
დაწვრილებით...
არც წყალი, არც საბავშვო ბაღი და თითქმის ცარიელი სკოლა (?!)

"ბალღი თუ ბაღში არ ატარე, სკოლაში რო მიიყვან, პირდაღებული დაჯდება გაკვეთილზე!"
დაწვრილებით...
"ყველა დიდი პოეტი მისი მტერი იყო, - ასე ფიქრობდა, ყველა უმნიშვნელო კი - მეგობარი"

დიდი პოეტის გახსენება ვთხოვეთ მის ძმისწულს, ნოდარ ტაბიძეს, გალაკტიონოლოგს, თემურ დოიაშვილსა და პოეტ ლია სტურუას.
დაწვრილებით...
ფოტოგრაფის დაუვიწყარი მოგონებები

ხელსახოცზე დახატული რუკით ნაპოვნი საოცრება

"სვანეთზე მითხრეს მწვერვალების სამყაროა და მოსახლეობა ლაპარაკობს ენაზე, რომელსაც დამწერლობა
არ გააჩნიაო"
დაწვრილებით...
გალამ არ იცოდა, რა იყო სირცხვილი. "ნებას ვრთავ ჩემს გალას, იმდენი საყვარელი ჰყავდეს, რამდენიც მოეგუნებება..."

32 წლის წინ მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე საიდუმლოებით მოცული ქალი - გალა დალი აღესრულა. მას უნარი შესწევდა, მამაკაცთა გულებში ბობოქარი ვნების კოცონი დაენთო, არ იცოდა, რა იყო სირცხვილი...
დაწვრილებით...
ინდივიდუალური პრ. 70 კვ.მ. შავი კარკასი დიდ...
2-ოთახიანი, 60 კვ.მ. დღიურად! ბინა საბურთალოზე !...
ფასი: ...
ფასი: ...