"ერთმანეთს და-ძმურად ვესიყვარულებოდით..." - ვის გამო მოიკლა თავი 16 წლის სიღნაღელმა გოგონამ?
16 წლის გოგონამ თავი სანადირო თოფით მოიკლა. სიღნაღის რაიონის სოფელ ნუკრიანში, სადაც მაიკო ჩერქეზიშვილი ცხოვრობდა ხმა გავრცელდა, რომ მისი თვითმკვლელობის მიზეზი უიმედო სიყვარული იყო... როგორც ირკვევა, 16 წლის გოგონამ თვითმკვლელობა მამის კუთვნილი სანადირო თოფით სცადა. ის მუცლის არეში მძიმედ დაიჭრა და სიღნაღის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. 7 თუ 8 საათის განმავლობაში უკეთებდნენ ოპერაციას, მაგრამ ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს... გოგონას მეზობლებმა ჟურნალისტებთან საუბრისას თქვეს, რომ პოლიციამ გარდაცვლილის ოთახში წერილი იპოვა, რომელშიც ის თავისი სიყვარულის შესახებ წერს. იმას, რომ გოგონა უიმედოდ იყო შეყვარებული, მისი უმცროსი დაც ადასტურებს, თუმცა ბიჭის ვინაობა არც მან დაასახელა. თუმცა, სოფელი ნუკრიანის გამგებლის დახმარებით ჩვენ ეს ადამიანი მოვიძიეთ. მართალია მას გულახდილ საუბარზე უარი არ უთქვამს, მაგრამ მხოლოდ სახელით გაგვეცნო, გვარის დასახელებისგან თავი შეიკავა.
რეზო:
- მაიკო ჩემი ნათესავი იყო.
- როგორი ნათესავი იყო?
- ძალიან ახლობელი. ჩვენ ბიძაშვილ-მამიდაშვილები ვართ. ყველაფერს გეტყვით რაც სინამდვილეში იყო. მე და არ მყავდა და მას ღვიძლ დად მივიჩნევდი... არ ვიცი თავი რატომ უნდა მოეკლა ჩვენს შორის არაფერი ყოფილა.
- თქვენ თუ იცით, მაიკოს მიერ დატოვებულ წერილში რა წერია?
- წერილში რა წერია მართლა არ ვიცი. ჯერ მაიკოს გარდაცვალების თავზარდამცამი ამბავი გავიგე, მერე ის, რომ პოლიცია მეძებდა... სამართალდამაცავებმა რომ გაიგეს, მე მისი ბიძაშვილი ვიყავი, გაუკვირდათ და თავი დამანებეს. მეც ძალიან მაინტერესებს, რა ეწერა იმ წერილში, ვეხვეწე პოლიციას წაეკითხებინათ შინაარსი, მაგრამ... ძალიან მინდა წერილის შინაარსი ცნობილი გახდეს და ამ საზიზღარ ჭორებს ბოლო მოეღოს.
- როგორც მისი და ამბობს, წერილში იმ ბიჭის შესახებ წერდა, რომელიც ძალიან უყვარდა, თქვენთვის მაიკოს არაფერი უთქვამს?
- რას ამბობთ, რა უნდა ეთქვა ჩემთვის? რა სიყვარულზეა ლაპრაკი, აკვნიდან რომ გადმოვარდა, მას მერე ჩემს ხელში გაიზარდა. როგორც საკუთარ დას, ისე ვზრდიდი.
- როგორი გოგონა იყო?
- ძალიან მხიარული, კეთილი ბავშვი, იყო, მაგრამ ბოლომდე გახსნილი მაინც არ იყო. გულში რა ჰქონდა ღმერთმა იცის, მე არაფერი ვიცი.
- თქვენ რამდენი წლის ხართ?
- 24 წლის.
- როგორც მითხარით, თქვენ მისი მესაიდუმლე იყავით, მაინც რის შესახებ გიამბობდათ?
- განსაკუთრებული საიდუმლოებები არ ჰქონია. შეყვარებულიც კი არ ჰყავდა. ერთხელ მითხრა ბიჭი მომწონსო. უბრალოდ მოსწონდა, ისეთი არაფერი ყოფილა. ცხოვრება უყვარდა, მხიარული გოგონა იყო.
- ბოლოს როდის ნახეთ?
- ამ ტრაგედიის დატრიალებამდე ერთი დღით ადრე. ჩემთან ოჯახში იყო მოსული.
- საგულისხმო ხომ არაფერი შეგინიშნავთ, ან უცნაური ხომ არაფერი უთქვამს?
- არა, თქმით არაფერი უთქვამს, მაგრამ ძალიან მხიარული იყო. უცნაურად მხიარულიც კი. ასეთი ატაცებული მანამდე არასდროს მენახა. მეც მიხაროდა, კმაყოფილი ვიყავი, მას რომ ასეთს ვუყურებდი. ჩემს თავს კიდევაც ვუთხარი, ერთი შეხედე, რა მხიარულია, მაგრად არის-მეთქი. წავიდა ჩვენი სახლიდან და საათნახევარში ეს შემზარავი ამბავი გავიგე. კინაღამ გული გამიჩერდა. ყველაფერს ველოდი და ამას არა.
- ყველა ამბობს, რომ პოლიციის გარდა წერილის შინაარსი არავინ იცის, თუმცა თქვენ ამბობთ, რომ საზიზღარი ჭორები აგიგორეს. რის საფუძველზე აგიგორეს ჭორები?
- მაიკოს უფროსი ძმა ჰყავს, ღმერთო არ მიწყინო, მაგრამ დებილია. ამიტომ რამე რომ სჭირდებოდა, ჩემთან ან ჩემს ძმასთან მოდიოდა... სოფელი მაინც სოფელია, არაფრის გამო ამ ამბავს კუდი გამოაბეს და... ის ჩემი სისხლი და ხორცი, ჩემი ოჯახის წევრი იყო. ჩვენს შორის რა უნდა ყოფილიყო? მართალია ვმეგობრობდით, მაგრამ არ უთქვამს, თავის მოკვლას რომ აპირებდა.
- ჭორების გავრცელების მიზეზი მხოლოდ ის იყო, რომ დასახმარებლად ხშირად მოგმართავდათ?
- იცით რაშია საქმე? სოფელში ბევრი არ მიცნობს, ისეთ საქმიანობას ვეწევი, ხშირად მიწევს გასვლა, ხან თურქეთში ვარ ხან სად. როდესაც სოფელში ვბრუნდებოდი და მაიკო გზაზე მხვდებოდა, გადამკოცნიდა, მეც გულითადად ჩავიხუტებდი. ერთმანეთს დაძმურად ვესიყვარულებოდით. ალბათ ამ ამბავს გამოაბეს კუდი. სოფელში ასე ხშირად ხდება.,.. ჩვენს შორის არაფერი ყოფილა.
- მაინც რას ფიქრობთ, რატომ შეიძლებოდა ეს ნაბიჯი გადაედგა?
- წარმოდგენა არ მაქვს. მართლა ძალიან კარგად ვიცნობდი და სწორედ ეს მაგიჟებს, რომ ვერ გამიგია, რა გამომეპარა, რა ვერ შევამჩნიე. ღმერთს ვეკითხები რატომ, რისთვის მოხდა ეს საშინელება. არ ვიცი, იმედია მალე ყველაფერი გაირკვევა და ჭორებსაც ბოლო მოეღება.
ხათუნა ბახტურიძე (სპეციალურად საიტისთვის)