ლევან ვასაძე - გარყვნილების აღლუმი ეროვნულობის და ტრადიციების შეურაცხყოფაა! - კვირის პალიტრა

ლევან ვასაძე - გარყვნილების აღლუმი ეროვნულობის და ტრადიციების შეურაცხყოფაა!

სასულიერო პირების ინიციატივით მოწყობილ მსვლელობას ლგბტ აქტივისტების აქციის წინააღმდეგ რუსეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენი ლევან ვასაძე შეუერთდა. მისი განცხადებით, იმ ქალაქში, სადაც 100 ათასმა მოწამემ სარწმუნოებისთვის გასწირა თავი, გარყვნილების აღლუმი ეროვნულობის და ტრადიციების შეურაცხყოფაა. ”ერმა გამოხატა თავისი ნება, სამართალდამცავებმა რაც შეეძლოთ გააკეთეს წესრიგის დასაცავად. მადლობა ღმერთს, მსხვერპლი არ ყოფილა. ყველამ დაინახა, რომ თბილისი არ არის ამსტერდამის წითელი ფარნების კვარტალი. ” - განაცხადა ლევან ვასაძემ.