"წაიკითხე წიგნები, უკეთესად იქნები!" - "ბიბლუსი" 5 წლისაა!
"წაიკითხე წიგნები, უკეთესად იქნები!" - "ბიბლუსი" 5 წლისაა!
20-05-2013
"ბიბლუსის" წარმატების საიდუმლო მომხმარებელზე ზრუნვაშია"

"წიგნი გინდა? - "ბიბლუსი" აქ არის"


უკვე ხუთი წელია, წიგნის მაღაზიათა ქსელი "ბიბლუსი" მომხმარებელს ნაბეჭდი პროდუქციის მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს. კომპანია, რომელიც 2008 წლის 23 მაისს დაარსდა, საქართველოში საგამომცემლო პროდუქტების ყველაზე ფართო სავაჭრო ქსელია და საქართველოს მასშტაბით 40-მდე მაღაზიას აერთიანებს. კომფორტული და თანამედროვე სტანდარტებით მოწყობილ ინტერიერში მომხმარებელს წიგნის თაროზე საქართველოს საგამომცემლო სახლებისა და კერძო ავტორების მიერ გამოცემული ყველა ჟანრისა და თემატიკის ლიტერატურა ხვდება. ფასდაკლებები, სასაჩუქრე აქციები და დაგროვებითი ბარათი ყველა ლოიალური მომხმარებლისთვის - ამ და სხვა შეთავაზებებით "ბიბლუსი" მუდმივად ანებივრებს თავის მომხმარებელს და წიგნს ყველასთვის ხელმისაწვდომს ხდის.

აღსანიშნავია, რომ კომპანია "ბიბლუსი" არც თავის დაბადების დღეზე ივიწყებს მომხმარებელს და მეტად სარფიან შეთავაზებას ჰპირდება. 23 მაისს "ბიბლუსის" მაღაზიების მთელ ქსელში, თბილისშიც და რეგიონებშიც, მომხმარებელს დაგროვებით ბარათზე გაორმაგებული ქულები დაერიცხება. გარდა ამისა, 5 წლის იუბილეზე ქავთარაძის #1-ში, "გუდვილის" ფილიალში მდებარე "ბიბლუსში", ქსელის ბესტსელერები გამოვლინდება და მათ შეძენას ნებისმიერი მსურველი 50%-იანი ფასდაკლებით შეძლებს(!).


ირაკლი გაგნიძე, კომპანია "ბიბლუსის" დირექტორი: - "ჩვენი მიზანია მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი საქართველოში წიგნის კითხვის პოპულარიზაციასა და ხელმისაწვდომობის ზრდას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებაში განათლების დონის ამაღლებისა და ქვეყნის განვითარებისთვის. როგორ დაიბადა "ბიბლუსი"? წლების წინ "პალიტრამედიამ" მომხმარებელს ინოვაციური პროდუქტი შესთავაზა - წიგნები პერიოდიკასთან ერთად ხელმისაწვდომ ფასად. ბუნებრივია, შემდეგ წიგნების გარკვეული რაოდენობა დაგროვდა და გაჩნდა საჭიროება იმისა, რომ გავრცელებულიყო მთელი საქართველოს მასშტაბით. სამწუხაროდ, აღმოჩნდა, რომ გავრცელების ისეთი ქსელი, რომლის დახმარებითაც წიგნი ყველა მომხმარებლამდე მიაღწევდა, არ არსებობდა. "პალიტრამედიამ" გადაწყვიტა, თავად გაეხსნა ასეთი სავაჭრო ობიექტები.

აღსანიშნავია, რომ იმთავითვე დიდი ყურადღება ეთმობოდა რეგიონებსაც და "ბიბლუსის" პირველი სავაჭრო ობიექტები თბილისთან ერთად რეგიონებშიც გაიხსნა. "ბიბლუსის" განვითარების ყველა ეტაპზე განსაკუთრებული ყურადღება ეთმობოდა როგორც მომსახურების ხარისხს, ასევე იმასაც, რომ წიგნი ყველასთვის ხელმისაწვდომი ყოფილიყო. სწორედ ამას ემსახურება მომხმარებლისთვის დამატებითი შეთავაზებები, დიდი ფასდაკლებები, წლის განმავლობაში სხვადასხვა აქცია. აღსანიშნავია "ბიბლუსის" დაგროვებითი ბარათი, რომელიც უკვე 70 ათასზე მეტ მომხმარებელს აქვს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ "ბიბლუსს" 70 ათასზე მეტი ლოიალური მომხმარებელი ჰყავს.

- "ბიბლუსი" მომავალშიც აპირებს სავაჭრო ქსელის გაფართოებას?
- ამ ეტაპზე "ბიბლუსს" მთელი საქართველოს მასშტაბით 39 სავაჭრო ობიექტი აქვს. ძალიან მალე "ბიბლუსის" მე-40 მაღაზია გაიხსნება თემქაზე, მოგვიანებით კი კიდევ ერთი ჩვენი წიგნის მაღაზია შეემატება ვაკეს. ეს იქნება უკვე მეორე ფილიალი ვაკეში, კავსაძის ქუჩაზე. მნიშვნელოვანია, რომ "ბიბლუსში" წარმოდგენილია საქართველოში გამოცემული ნაბეჭდი პროდუქციის სრული ასორტიმენტი და გარდა ამისა, ჩვენ ვთანამშრომლობთ რამდენიმე ევროპულ გამომცემლობასთან. შესაბამისად, "ბიბლუსის" დახლებზე წიგნის მოყვარულს შეუძლია აღმოაჩინოს ინგლისური და გერმანული გამოცემების პროდუქცია და აგრეთვე რუსულენოვანი გამოცემები. ჩვენმა ერთგულმა მომხმარებელმა კარგად იცის, რომ "ბიბლუსი" ხშირად მასპინძლობს ახალი წიგნის პრეზენტაციას და თავისი შესაძლებლობების ფარგლებში მხარში უდგას უკვე ცნობილ თუ ახალბედა ავტორებს.

- "ბიბლუსს" საქართველოში წიგნების მაღაზიის ყველაზე ფართო ქსელი აქვს. რაშია "ბიბლუსის" წარმატების საიდუმლო?

- "ბიბლუსის"
წარმატების საიდუმლო მომხმარებელზე ზრუნვაშია. ჩვენი მიზანია, მივაღწიოთ იმას, რომ წიგნის მაღაზია და შესაბამისად, წიგნი, ხელმისაწვდომი იყოს არა მარტო დიდ ქალაქებში, არამედ რეგიონებშიც. ჩვენი ყველა ნაბიჯი იმით არის ნაკარნახები, რომ ვიყოთ ყველა ოჯახის საყვარელი წიგნის მაღაზია ქვეყნის ნებისმიერ  წერტილში. დღეს "ბიბლუსში" 200-ზე მეტი ადამიანი მუშაობს. ყოველი თანამშრომლისთვის საამაყოა, რომ ატარებს "ბიბლუსელის" სახელს და ემსახურება წიგნიერების განვითარებას. ძალიან ბევრ რეგიონს, სადაც ფაქტობრივად შეუძლებელი იყო ახალი გამოცემების შეძენა, ახლა "ბიბლუსი"  ფართო ასორტიმენტსა და დიდ არჩევანს სთავაზობს. წიგნი ხელმისაწვდომი გახდა ყველა ოჯახისთვის, რის გამოც ძალიან ბევრი მადლიერების წერილი მოდის. იწერებიან და გვთხოვენ, რომ ყველგან, საქართველოს ყველა კუთხეში, გავხსნათ ჩვენი სავაჭრო ობიექტები. ჩვენ ყველა ღონეს ვხმარობთ, მაგრამ ერთბაშად ამის გაკეთება ფიზიკურად შეუძლებელია. თუმცა, ვპირდებით ყველა წიგნის მოყვარულს, რომ "ბიბლუსის" დახმარებით წიგნი საქართველოს ყველა კუთხესა და ოჯახში მივა. ჩვენ ვემსახურებით იდეას, "წიგნი გინდა? - "ბიბლუსი" აქ არის". რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, "ბიბლუსის" მაღაზიათა ქსელში, საქართველოს ნებისმიერ კუთხეში, პროდუქციაზე ერთი და იგივე ფასები გვაქვს და არ ხდება ფასნამატის გაკეთება იმის მიხედვით, თბილისში იყიდება წიგნი, ბათუმში თუ თელავში.

- "ბიბლუსი" ხშირად ანებივრებს მომხმარებელს სიახლეებით. სამომავლოდ რას გვპირდებით?
- ძალიან მალე მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება ისარგებლოს "ბიბლუსის" გაყიდვების ვებგვერდით, რომლითაც ყველა იმ ბენეფიტს შესთავაზებს მომხმარებელს, რისი მიღებაც მას ჩვენს სავაჭრო ობიექტებში შეუძლია. საკმაოდ დიდი მოლოდინი გვაქვს, რადგან დიდია მომხმარებლის მოთხოვნა წიგნისა და ნაბეჭდი პროდუქციის ინტერნეტმაღაზიაზე, რაც ბუნებრივია, შენაძენის ადგილზე მიტანის სერვისს გულისხმობს. კიდევ ბევრი საინტერესო სიახლე გვაქვს წიგნის მოყვარულებისთვის, მაგრამ ჯერ არ გავახმაურებთ, რადგან გვინდა, ეს სასიამოვნო მოულოდნელობა იყოს.
makrine
20 მაისი 2013 19:49
მართლაც რომ გააუმჯობესოთ მომსახურების დონე არ იქნებოდა ცუდი და კიდე არჩევანს თუ გაზრდით წიგნებისას,განსკუტრებით უცხოენოვანისა და შემეცნებითს.სხვა მხრივ სიამოვნებით ვსარგებლობ ბიბლუსის მომსახურებით,საჩუქრის არჩევისთვის ბევრი ფიქრი და ძებნა არ მიწევს,სადაც არ უნდა ვიყო ბიბლუსი ახლომახლოა!
სხვა სიახლეები
გავრცელებულმა ინფორმაციამ, რომ საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ თითქოს გიული ალასანია თავის რეზიდენციაში დაიბარა და მიხეილ სააკაშვილის ქვეყანაში დაბრუნება სთხოვა, საზოგადოებაში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია.
დაწვრილებით...
"გამზრდელმა ბებიამ იპოვა... ვიტალის უთქვამს, მივდივარ, უნდა დავიძინოო. ამ უბედურ ქალს ეტყობა გულმა იგრძნო და ვიტალის ოთახში შეიხედა, - აბა, კარგად თუ სძინავსო და საწოლში რომ ვეღარ ნახა, ძებნა დაუწყო... ბოსელთან მივიდა და ჩამომხვრჩალი შვილიშვილი იპოვა ისე, როგორც 9 წლის წინ შვილი..."
დაწვრილებით...
გაზეთ "კვირის პალიტრის" ჟურნალისტმა და "პალიტრატვ"-ს  წამყვანმა მერაბ მეტრეველმა "ფესიბუქგვერდზე" დედის დღესთან დაკავშირებით დაწერა:
მახსოვს, დედაჩემი რომ გარდაიცვალა, თითქოს ყველაფაერმა ჩემთვის აზრი დაკარგა. ძალიან დიდხანს არაფერი მიხაროდა, რადგან მინდოდა, ჩემს მცირე წარმატებას მაინც მოსწრებოდა. მე ხომ მისი ერთადერთი შვილი ვიყავი. ის კი ისე წავიდა ამ ქვეყნიდან, რომ ჯერ კიდევ ბენზინგასამართ სადგურზე ვმუშაობდი.
დაწვრილებით...
”ამ ტრაგედიაში ყველა დამნაშავეა: ოჯახი, სკოლა, საზოგადოება...”

”ის ფაქტი, რომ საზოგადოების გარკვეული ჯგუფი ღამით სასაფლაოზე იკრიბება და გარკვეულ რიტუალებს ასრულებს, აქამდეც მოგვისმენია, ამგვარი ჯგუფის წევრები შეიძლება დუშეთშიც ცხოვრობდნენ, ისევე, როგორც საქართველოს დანარჩენ კუთხეებში. სამწუხაროდ, ისინი უკვე ბევრნი არიან და შესაბამისი ორგანოები აქამდეც უნდა დაინტერესებულიყვნენ მსგავსი ფაქტებით”
დაწვრილებით...
"მაგთისატმა" იმაში, რაც კანონით უფასოდ გვეკუთვნის, თვეში 5.000 დოლარის გადახდა მოგვთხოვა"

ლაშა ტუღუში: "მომხმარებელი იმსახურებს მისთვის სასურველ ნებისმიერ მედიასაშუალებაზე ხელმისაწვდომობას.
"მასთ ქერის" კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორი ვარ, ამიტომ "მაგთისატის" ამ გადაწყვეტილებას აუცილებლად შევისწავლი!"

ეკა გიგაური: "გაუგებარია, რისთვის ითხოვს კომპანია "მაგთიკომი" ყოველთვიურად ხუთი ათას
დოლარს, მაგრამ ამ საკითხით აუცილებლად დავინტერესდებით"
დაწვრილებით...
პირველად იყო სიტყვა, რომელიც ფრაზად იქცა, ფრაზა - აბზაცად, აბზაცი - ქვეთავად, ქვეთავი - წიგნად... დახვეწილი გამოსახვის ხერხებისა და დეკორატიული ელემენტების კავშირმა საზოგადოებას ყველაზე დიდი ისტორიული მონაპოვარი - წიგნი მოუტანა.
დაწვრილებით...
ჩვენმა ერთგულმა მკითხველმა უკვე იცის - "კვირის პალიტრის" საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში, ყოველ ორშაბათს  ქალაქის სხვადასხვა უბანში დავდივართ და იმ იღბლიან ადამიანს, რომელიც პირველი შეგვხდება ჩვენი გაზეთით ხელში, სპეციალური პრიზით ვასაჩუქრებთ. "კვირის პალიტრას" 18 აპრილს 20 წელი უსრულდება.
დაწვრილებით...
"გულის სიღრმეში ახლაც ბევრს სჯერა, რომ სტალინი არაფერ შუაში არ იყო 37 წელთან"

მედეა თიკანაძე 5 წლის იყო 1937-ში დედ-მამა რომ დაუპატიმრეს და მამის აშენებული სახლიც წაართვეს. შემდეგ ნათესავების კარზე იზრდებოდა. ამის მიუხედავად, სიცოცხლე არა ბოროტების, არამედ ადამიანური ღირსებების ძებნაში გაატარა.
დაწვრილებით...
"ქალაქებს ადამიანები აცოცხლებენ, ისინი გიღებენ მასში შესასვლელ კარს. მე 40 წლის წინ გოგი ხარაბაძემ გამიღო თბილისის კარი და მისი თვალით დავინახე საქართველო", - ამბობს ცნობილი რუსი ჟურნალისტი, მწერალი და ფოტოხელოვანი იურა როსტი, რომლის ფოტოებმა ისტორიას შემოუნახა 9 აპრილის ღამე, დამეწყრილი სვანური სოფლების მკვიდრთა სევდიანი გალერეა, ქართველების უნიკალური ფოტოპორტრეტები; როსტი, რომელმაც რუსეთიდან ქართველების დეპორტაციის დროს განაცხადა, "მე ქართველი ვარ" და საქვეყნოდ გაემიჯნა საკუთარ ხელისუფლებას.
დაწვრილებით...
"სხეულის კიდევ რა ნაწილი არ უნდა ჰქონდეს, რომ პირველი ჯგუფის ინვა­ლი­დის­ სტატუსი მიანიჭონ?"

"ჩვენისთანა გაჭირვებულებისთვის სახელმწიფოს არ სცალია"
დაწვრილებით...
ქირავდება დღიურად, პეკინზე, გათბობით, ავეჯით.
დღიურად ქირავდება, მყუდრო, კომფორტული ბინა
ქირავდება დღიურად 2-ოთახიანი, 55 კვ.მ.
ქირავდება ჭავჭავაძის გამზირზე, პიქსელის (გუდვილის)