სანდრო გირგვლიანისა და ირინა ენუქიძის საფლავები გაძარცვეს - კვირის პალიტრა

სანდრო გირგვლიანისა და ირინა ენუქიძის საფლავები გაძარცვეს

საბურთალოს სასაფლაოზე სანდრო გირგვლიანის და ირინა ენუქიძის საფლავები გაძარცვეს. როგორ "ინტერპრესნიუსს" სანდრო გირგვლიანის მამამ, გურამ გირგვლიანმა განუცხადა , აღნიშნული ინფორმაცია მან სასაფლაოს დამლაგებლისგან დილით შეიტყო.

გურამ გირგვლიანის განცხადებით, როდესაც დამლაგებელი დილით მივიდა სასაფლაოზე, მას ირინა ენუქიძისა და სანდროს გირგვლიანის საფლავებზე ბრინჯაოს ბოლნისის ჯვარი აღარ დახვდა. ბრინჯაოს ჯვარი სასაფლაოს ქვაზე იყო დაკრული.

როგორც გურამ გირგვლიანი აცხადებს, მას სპეციალური იარაღების გარეშე ბოროტმოქმედი და მძარცველი ვერ მოხსნიდა. მისივე განმარტებით, მას InterPressNews.Geსამართალდამცავებისთვის არ მიუმართავს, თუმცა პოლიცია თავად მივიდა საფლავზე და აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით მოკვლევა მიმდინარეობს.

გურამ გირგვლიანის განცხადებით, საფლავი უკვე შვიდი წელია არსებოს და აზრად არავის მოსვლია მისი დაეზიანებინა.

გურამ გირგვლიანი ეჭვობს, თუმცა პირდაპირ არ უკავშირებს ორი დღის წინ შსს-ს მაღალი თანამდებობის პირის დაკავებას. მისივე განცხადებით, აღნიშნული გარემოებები, მაღალი თანამდებობის პირის დაკავება და ჯვრის მოპარვა საფლავიდან საეჭვოდ ემთხვევა ერთმანეთს.