"გაუშიშვლებია ამ ღორს ბავშვი და საწოლში ჩაუწვენია" - პედოფილიის მორიგი მსხვერპლი კახეთში
ახმეტის რაიონში პედოფილიის მორიგი ამაზრზენი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის გამო აქვე ვიტყვით, რომ ჩვენი მხრივ მსგავსი თემების ოპერატიული გაშუქების მიზანი ისიც არის, რომ შესაბამისმა ორგანოებმა ამ დანაშაულების მიმართ კანონის გამკაცრებაზე იმუშაონ. რაც შეეხება ამ შემთხვევას, ირკვევა, რომ ის რამდენიმე თვის წინ, კერძოდ 2012 წლის ოქტომბერში მოხდა. თუმცაღა, 8 წლის გოგონამ რომელზეც ძალადობა განხორციელდა, ეს ამბავი დამალა. აღნიშნული კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ საზოგადოება გაცნობიერებული და რაც მთავარია, ფხიზლად უნდა იყოს, როცა საქმე პატარებს ეხება.
ჩვენ ვესაუბრეთ გოგონას მამიდას თინა ბ-ს და მეზობელს, რომელსაც ეს ამბავი ძალადობის მსხვერპლმა გაუმხილა.
თინა ბ.:
- უბედურება დაგვემართა. არ ვიცი როგორ უნდა ვილაპარაკო, მაგრამ აღარც სხვა გზა არ არის, ეს ამბავი უკვე მთელმა სოფელმა იცის. რაც მთავარია, მინდა, რომ იმ ნაძირალამ სოფელში ფეხი აღარ დადგას. საშინელებაა, რომ კანონი ასეთ ღორებს რბილად ექცევა. ამისთანები სიკვდილით უნდა დასაჯონ, ან სულ ცოტა, სამუდამოდ უნდა იჯდნენ ციხეში და იქ ჩაკვდნენ. თითქოს ის უბედურება არ მეყოფოდა რომ ამ გოგონას მამას, ჩემი 43 წლის ძმას, ინსულტი დაემართა და ახალგაზრდა კაცი კუნძივით არის ჩაგდებული სავარძელში, ახლა მისი შვილის მომავალიც გაგვიხდა სადარდელი. ჩემმა უბედურმა ძმამ რაც ეს ამბავი გაიგო, გულყრები ემართება. მას მოხუცი მამაჩემი პატრონობს, - ბავშვის დედა კი საბერძნეთშია სამუშაოდ წასული. ჩემს ძმას ინსულტი რომ დაემართა, მაშინ მოიფიქრა ასე, წავალ და იქ ვიმუშავებ, ბავშვებს ფული სჭირდებათო. ეს გოგონა და კიდევ მეშვიდეკლასელი ბიჭი ჰყავს, ვეუბნეოდი, შენს შვილებს ფულზე მეტად შენი გვერდით ყოფნა უნდათ, ისეთ ასაკში არიან ინსულტიანი მამისა და მოხუცი ბაბუის ამარა არ დატოვებიან-მეთქი, მაგრამ მისდა საუბედუროდ არ დამიჯერა. მერე მხრივ, ან კი რა უნდა ექნა, ისეთ გაუბედურებელ სიღარიბეში ცხოვრობენ, მათ სახლში არ შეიხედება. ამ ბავშვებს მოხუცი მამაჩემი უვლიდა. ის ნაძირალა ღორი მამაჩემის ამხანაგი იყო, - ჩემ დაც კი მოანათვლინა. მაგრამ ღორს ნათელ-მირონობა რას უშველის. თავის ცოლ-შვილსაც ისეთ დღეში აყენებდა და ცემდა, მისი ცოლი სამი ბავშვით აქეთ-იქეთ დარბოდა. ბოლოს ვეღარ გაუძლო, ისრაელში გაიქცა ორი შვილით, მესამე გოგომ გათხოვება მოასწრო და ის ვეღარ წაიყვანა. ახლა მაგ ბინძური ნაძირალას სახლში არ შეიხედება, ისე ყარს. სრულიად მარტო რომ იყო, მამაჩემთან დადიდა. ეტყობა ამ დროს დაადგა თვალი ჩემს ძმისშვილა. ერხელაც დაულევიათ და იმ ნაძირალას უთქვამს ბავშვისთვის, - წამოდი, ჩემმა ცოლმა ისრაელიდან ფული გამომიგზავნა და უნდა გაჩვენო, სახლს რა ლამაზი რემონტი გავუკეთეო. ბავშვიც მამაჩემს მიბრუნებია, - პაპა მეუბნება, რომ თავისი სახლის რემონტი უნდა მაჩვენოს და წავყვეო? მამაჩემსაც უთქვამს წაყევიო, შვილოო. რა ვიცი, რანაირად მისცა ამის ნება მაგრამ ამისთანა ამბავს რა უბედურება და სიკვდილი მოაფიქრებდა! იმ თავის სახლში გაუშიშვლებია ამ ღორს ბავშვი და საწოლში ჩაუწვენია და თვითონაც ჩაწოლილა.
- ძნელია ამ თემაზე ლაპარაკი, მაგრამ ამ დროს სქესობრივი აქტი დაფიქსირდა?
- ექსპერტიზა უკვე ჩატარდა და მის პასუხს გეუბნებით, - სქესობრივი აქტი არ მომხდარა. რაც მესმის და ვაკვირდები, ასეთმა ნაძირალებმა მშვენივრად იციან, რასაც სჩადიან. იციან რომ ცხოვრებისაგან დაჩაგრულები უნდა ამოარჩიონ, ვისი პატრონისაც არ ეშინიათ, თანაც ეს ისე უნდა გააკეთონ, ვინცობაა როცა ვინმე რამეს გაიგებს, ბავშვი იტყუებაო, თქვან. ამ ნაძირალას სქესობრივი კონტაქტის დამყარება უკანა ტანიდან თითით უცდია და ბავშვი რომ აყვირებულა, - გაჩუმდი და 50 ლარს მოგვცემო, უთქვამს. ნასვამი რომ იყო, ეტყობა იმიტომ შეძლო ბავშვმა ხელიდან დასხლტომა. ტანსაცმელებისთვის ხელი დაუვლია, ფანჯრიდან შიშველი გადმომხტარა. მაგრამ არც პაპასთვის და არც არავისთვის არაფერი უთქვამს. საერთოდ რაღაცნაირი გულჩათხრობილი გახდა ამ ბოლოს. იმ ღორს ბავშვი რომ შემოკვდომოდა, ისე მოშორებით ცხოვრობს სოფლიდან, სადმე დამარხავდა და ვერავინ ვერაფერს მიხვდებოდა.
- როგორ გასკდა ეს ამბავი?
- როგორ და ჩვენს სოფელში ერთი ქვრივი ქალი ცხოვრობს, თინა, ძალიან უყვარს ბავშვები, სულ მის ეზოში არიან თავმოყრილები. ჩემი ძმისშვილმა ამ ქალს მოუყვა ეს ამბავი. იმან კიდევ, - ჩვენს ნათესავს გააგებინა. იქიდან მეზობელმა ბიჭებმა შეიტყვეს და არავისთვის არაფერი უთქვამთ, ისე წავიდნენ და ის ნაძირალა წიხლქვეშ გაიფინეს ისე სცემეს თურმე. დალეწილ-გასისხლიანებულს დაურეკავს გათხოვილი ქალიშვილისთვის, - ყაჩაღები დამესხნენ თავზეო. იმანაც საავადმყოფოში წაიყვანა. პოლიცია რომ მოვიდა დაკითხვაზე და ეს ბიჭები აიყვანა, იმ ბიჭებმა გააუმხილეს პოლიციას ეგ ამბავი.
- თქვენ არ აპირებდით პოლიციაში განცხადებას?
- როგორ არ ვაპირებდით, მაგრამ პოლიციამ ჩვენ განცხადებამდე ეგ ამბავი უკვე გაიგო... სოფელში ხალხი ამბობს, ეგ რომ აქ შარაგზაზე გამოჩნდეს, ჩავქოლავთო..
თინა, მეზობელი:
- ეგ ამბავი ისეთ ბავშვს შეემთხვა, მსგავსი ნიჭიერი არ დადის ჩვენს სოფელში. იმ ნაძირალამ ალბათ იმიტომ ამოირჩია, რომ დამცველი არავინ ჰყავს. ბავშვები ძალიან მიყვარს. განათლებით ფსიქოლოგი ვარ და მათთან ადვილად ვპოულობ საერთო ენას. ეს გოგონაც ხშირად იყო ჩემთან. ერთხელაც ისე უბრალო თემაზე, ქოთნის ყვავილებზე ვლაპარაკობდით და ვუყვებოდი, - რა ცუდია, როცა ადამიანი მცენარეს ტკივილს აყენებს-მეთქი. იმან კიდე მიპასუხა, - ეგ რა არის, იმ პაპამ ისეთი რაღაც გამიკეთაო და ეს ამბავი მომიყვა. ვიყვირე, რას ამბობ-შვილო-მეთქი! გულში ხომ არ შევინახავდი და მის ნათესავს ვუთხარი ეს ამბავი. იმათ გაუგებინებიათ ყველასათვის. ახლა პოლიცია მოვიდა და ბავშვთან ფსიქოლოგი შეიყვანა და ისე დაკითხა. იმ ნაძირალას ისეთი ბინძური სიტყვები უთქვამს ბავშვისთვის, მეზობლებმა თქვეს, - მაგ ღორს ხორცები უნდა ააჭრა და ძაღლს მიუყაროო. ღირსი არ არის? საკუთარმა შვილმაც უარი თქვა მაგაზე ეგ რომ გაიგო, პილიციიდან საჩივარი გამოიტანა, ეგეთი მამა არ მინდა, ამოხდომია სულიო. ეს ბავშვი იმ ასაკშია, ამ ამბავს რა დაავიწყებს, ხომ ექნება შავი ლაქა მთელი სიცოცხლე!
ეს რა საშინელებები ტრიალებს ჩვენ თავს და თან სულ, კახეთში?! მრცხვენია.
...პ. ს. ამ ქალბატონებს იმით ნამდვილად ვერ დავამშვიდებთ, რომ გაუკუღმართებული სქესობრივი ურთიერთობები სხვაგანაც ხშირად ფიქსირდება. ეს შეღავათი არ არის. თუმცა იმის თქმა ნამდვილად შეიძლება რომ მსგავსი დანაშაულებების სიხშირე ბევრად არის დამოკიდებული კანონის სიმკაცრესა და საზოგადოების ცნობიერებაზე.
ეთერ ერაძე (სპეციალურად საიტისთვის)