გივი სიხარულიძე: "მე თუ მკითხავთ, ვაჟიშვილობის მოწმობაც უნდა შემოიღონ, "პედერასტებით" გაივსო ქვეყანა" - კვირის პალიტრა

გივი სიხარულიძე: "მე თუ მკითხავთ, ვაჟიშვილობის მოწმობაც უნდა შემოიღონ, "პედერასტებით" გაივსო ქვეყანა"

"ამაზე დიდი უბედურება რაღა უნდა დაატყდეს ქვეყანას თავს, ქალს რომ პასპორტს მოთხოვენ, ქალიშვილი ხარ თუ არაო? ...ადრე საქართველოში ვეფხისტყაოსანს ატანდნენ მზითვად და ახლა ქალიშვილობის მოწმობით ცვლიან?!" - ამბობს გივი სიხარულიძე. იგი ქალიშვილობის მოწმობას ქართველობის მასხრად აგდებად მიიჩნევს..

- ეს არის იდიოტიზმის და კრეტინიზმის უმაღლესი მწვერვალი, რაც შეიძლება მსოფლიოში გამოიგონონ. ქალს სულიერი მოწმობა უნდა მოჰყვებოდეს და არა ქაღალდის ცნობა. ქალს რომ მოთხოვ, მოწმობა მომეცი, ქალიშვილი ხარ თუ არაო, ქუჩაში უნდა გამოაკრან შენი სურათი, როგორც "პედერასტის"... თუ იმდენად არ ენდობი, რომ რომ მას მოწმობას სთხოვ, მაშინ აზრიც აღარ აქვს, ქალიშვილი იქნება თუ არა... ეს გამოგონება საერთოდ მასხრად აგდებაა ქართველობის. სამწუხაროდ, იმ ქვეყანაში, სადაც კაცს კაცი მოჰყავს ცოლად და ქალს ქალი, აღარაფერი მიკვირს. ასეთ გახრწნილ სამყაროში ყველაფერი შეიძლება მოხდეს და რაღა უნდა გაგიკვირდეს?!

- დიახ, მაგრამ ჩვენს ქვეყანაში ხომ არ მიუღიათ კანონი ერთსქესიანი ქორწინების შესახებ?

- რა მნიშვნელობა აქვს, ჩვენ ხომ ყველაფრის წამხედურები ვართ! ერთი სული გვაქვს, ეგ კანონი მივიღოთ. შემირცხვენია ის ერი, სადაც 17 მაისს გეი აღლუმის წინააღმდეგ გამოსულ მღვდლებს საპატიმროებისკენ უბიძგებენ და ცისფერები გალაღებული დაეთრევიან. ახლა კიდევ ახალი სიმახინჯე მოგვახვიეს თავს. ამაზე დიდი უბედურება რა უნდა დაატყდეს ქვეყანას თავს, სადაც ქალს პასსპორტს მოთხოვენ, ქალიშვილი ხარ თუ არაო. ამაზე სამარცხვინო რამ ერის ცხოვრებაში აღარც შეიძლება რომ მოხდეს.

- დღეს 21-საუკუნეა, ბევრი რამ შეიცვალა და იქნებ გამართლებაც ვუპოვოთ ამ ფენომენს...

- მოიცათ რა... დროს რა მნიშვნელობა აქვს! ყველა დროში არიან ღმერთისგან შექმნილი ანგელოზი გოგონები და სატანისეულები. ამაზე საძაგელი შეიძლება რამე იყოს, გოგო ქალიშვილობის მოწმობით დადიოდეს?! მისი მოწმობა მისი სულიერი სისუფთავეა და არა ქაღალდის ნაგლეჯი. ადრე ჩვენს ქვეყანაში ვეფხისტყაოსანს ატანდნენ მზითევში და ახლა ამ მოწმობით ცვლიან ხომ?!.. მე თუ მკითხავთ ვაჟიშვილობის მოწმობა უნდა შემოიღონ, რადგან პედერასტებით გაივსო მთელი ქვეყანა. თქვენ კიდევ გიკვირთ აღელვებული რატომ ხართო? - ვერ ხედავთ ირგვლივ რა ხდება?! ეს გეი აღლუმები რისი მაუწყებელია, იმასაც ვერ ამჩნევთ ალბათ.

- დიახ, მაგრამ 17 მაისს ხომ დიდი აგრესიაც მოჰყვა ამ აღლუმს საზოგადოების მხრიდან?

- ცისფერებს და გადაგვარებულებს ვერაფერი ვერ შეაშინებთ. ისინი შეაშინებენ ცოტა ხანში სამყაროს. მთელი პასუხისმგებლობა არასამთავრობო ორგანიზაციებს ეკისრებათ იმაზე, რაც დღეს საქართველოში ხდება.

- ბევრი თქვენი კოლეგაც აღშფოთებული იყო ძალადობის გამო..

- ისინი ამბობენ, ადამიანი ისეთი უნდა მივიღოთ, როგორებიც არიანო. ჰოდა მიიღოთ და ჰყავდეთ. ნახევარზე მეტი ჩემი კოლეგებიც "ცისფერები" და "ვარდისფერები" არიან და იმიტომ მსჯელობენ ასე. არიქა, ევროპა გვაკრიტიკებსო. ევროპამ და ამერიკამ თავის თავს მიხედოს! კაცს რომ კაცზე აქორწინებენ და ქალს ქალზე, ამის შემდეგ მორალს მე მასწავლიან?!

- საუბრის დასასრულს თუ შეიძლება, მთავარ თემას რომ დავუბრუნდეთ. ისიც მომხდარა რომ საეჭვო წარსულის გოგონებს ცოლის უმანკოებაზე გამეცადინებული მომავალი მეუღლეები მოუტყუებიათ. არც ამ შემთხვევაშია მოწმობა საჭირო თქვენი აზრით?

- ვიმეორებ, ეს არის სისულელის უმაღლესი ზომა, რაც გამიგონია ჩემ ცხოვრებაში! ათასნაირად რომ შემომიბრუნოთ შეკითხვა, იგივეს გეტყვით. საერთოდ ამ თემაზე რომ დისკუსია გაიმართა საზოგადოებაში, ესეც უკვე წარმოუდგენელი საშინელებაა.

მანანა გაბრიჭიძე (სპეციალურად საიტისთვის)