ქართულმა მედიასაშუალებებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ქართველი მწერლები დათო ტურაშვილი და ბესო ხვედელიძე აზერბაიჯანმა პერსონა ნონ-გრატად გამოაცხადა. ჩვენ დავუკავშირდით დათო ტურაშვილს და გთავაზობთ მის კომენტარს.- პირველად მესმის ეს ამბავი, დარწმუნებული ხართ, რომ სიმართლეა?- მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, თქვენ აზერბაიჯანში პერსონა ნონ-გრატად გამოგაცხადეს 2012 წლის 25 მარტს კრებულის პრეზენტაციის გამო...- ვაჰ.. კვირაში სამჯერ მაქვს ხოლმე პრეზენტაცია და სადღა მახსოვს, 2012 წელს რა კრებულის პრეზენტაცია გავაკეთე?- გამოდის, ისეთი პრეზენტაცია სულ არ გქონიათ, რომელიც ან აზერბაიჯანში გამართეთ ან აზერბაიჯანს უკავშირდებოდა?- მართლა არ მახსოვს, გეფიცებით.-ზოგადად ამ ქვეყანასთან გქონიათ შეხება?- აზერბაიჯანთან გამუდმებით მაქვს შეხება და მართლა არ მესმის, რა მოელანდათ, რატომ გააკეთეს ეს. სიმართლე გითხრათ, მეცინება ამაზე. რა პერსონა ნონ-გრატად გამოსაცხადებელი კაცი მე მნახეს? საერთოდ აზრზე ვერ მოვდივარ, რა შეიძლება უნდოდეთ, სასაცილოა და მეტი არაფერი. საერთოდ, ძალიან ბევრი წიგნის პრეზენტაცია გამიმართავს და რომელი არ მოეწონათ აზერბაიჯანელებს ერთი წლის შემდეგ, ვერ გეტყვით.ლადო გოგოლაძე (სპეციალურად საიტისთვის)