"ქვეყანას ვუყვარვარ და ბევრი მხარდამჭერი მეყოლება" - გია სურამელაშვილი საპრეზიდენტო არჩევნებში იყრის კენჭს - კვირის პალიტრა

"ქვეყანას ვუყვარვარ და ბევრი მხარდამჭერი მეყოლება" - გია სურამელაშვილი საპრეზიდენტო არჩევნებში იყრის კენჭს

ამონარიდი გაზეთ "ყველა სიახლედან":

გია სურამელაშვილს ინტერვიუსთვის იმ რესტორანში მივაკითხე, სადაც მღერის. იქ მისული დაცვამ "გადამამოწმა", ჩემი მონაცემები ჩაიწერა და ამის შემდეგ ინტერვიუ მომღერლის დაცვის თანხლებით ჩავიწერე. გია სურამელაშვილს სექტემბრისთვის უამრავი მუსიკალური სიახლე აქვს დაგეგმილი, ეგ კი არა, არ გამორიცხავს, პრეზიდენტობაზეც კი იყაროს კენჭი.

- ცნობილია, რომ პროექტ "ცეკვავენ ვარსკვლავების" ახალ სეზონში მიიღებთ მონაწილეობას, ვისგან მიიღეთ შემოთავაზება?

- სამი თვე "მაბამდა" ჩემი ბუთხუზა ნოე სულაბერიძე (გადაცემის პროდიუსერი), ბოლოს მაინც დამითანხმა. რომ მახსენდება, რა შრომა მომიწევს, ცუდად ვხდები. ღამის ცხოვრებით ვცხოვრობ, ვსვამ, ცოტა სხვა წესები მაქვს და არ ვიცი, როგორ მოვახერხებ ამას. ჩემმა მეგობარმა ია ფარულავამ მითხრა, პირადად მე გავაკონტროლებ, ერთი წვეთი ალკოჰოლიც რომ არ დალიო პროექტში მონაწილეობის პერიოდშიო. არ არის გამორიცხული, პრეზიდენტობაზეც ვიყარო კენჭი. სერიოზულად ვამბობ - მე ქვეყანას ვუყვარვარ და ბევრი მხარდამჭერი მეყოლება. გუშინ ტელევიზორს ვუყურებდი, თავიდან კი გამიკვირდა, როგორ იხდის ხალხი ასე თავისუფლად, მაგრამ მივხვდი, ახლა საზოგადოებას გაკვირვება სჭირდება, ამიტომ გადავწყვიტე, მეც გავიხადო. რატომ არ უნდა გავიხადო, ცუდი გარეგნობა მაქვს თუ რა?

***

- საიდან გაქვთ ამდენი ბრილიანტი?

- იციან რომ ვგიჟდები ბრილიანტზე და მეგობრები, მსმენელები, ახლობლები და საყვარლები საჩუქრად მიძღვნიან. სამთავრობო სტრუქტურის წარმომადგენლებისგანაც მიმიღია საჩუქრები. 1992 წელს ჯაბა იოსელიანმა მაჩუქა "მერსედესი", ის ჩემი შემოქმედების თაყვანისმცემელი იყო. ზოგიერთს მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი ვგონივარ, მაგრამ ასე არ არის. წინასაარჩევნოდ "ნაციონალური მოძრაობის" მიერ ორგანიზებულ კონცერტებზე ვიმღერე და "რუსთავი 2"-მა ამ გუნდის მხარდამჭერად გამომაცხადა, აქედან წამოვიდა ეს ჭორი. მე მომღერალი ვარ და სადაც დამიძახებენ, იქ ვმღერი.

***

- საზოგადოების ნაწილის მხრიდან კრიტიკა გაღიზიანებთ?

- საერთოდ ფეხებზე მკიდია კრიტიკული მოსაზრებები. ლაპარაკობენ იმაზე, ვინც ყველაზე მაგა-რია და ვინც აინტერესებთ. ფაქტია, 20 წელია პოპულარული ვარ საქართველოშიც და რუსეთ-შიც. მე ქვეყანას ვუყვარვარ და 20 კაცის აზრი არ მაინტერესებს.

ინტერვიუ სრულად იხილეთ გაზეთ "ყველა სიახლის" ოთხშაბათის ნომერში.