ანრი ჯოხაძე - "დათო ტურაშვილის იუმორი ვერ გავიგე" - კვირის პალიტრა

ანრი ჯოხაძე - "დათო ტურაშვილის იუმორი ვერ გავიგე"

ამონარიდი გაზეთ "ყველა სიახლედან":

- ცნობილია, რომ აზერბაიჯანმა დავით ტურაშვილი პერსონა ნონ-გრატად გამოაცხადა. ტურაშვილმა კი განაცხადა, რომ თუ მე არ შემიშვებენ ბაქოში, მაშინ იქ ისევ ანრი ჯოხაძე ჩავა და ვნახავთ რა მოხდებაო, ხომ არ გაუნაწყენდი დათოს ამის გამო?

- გამეცინა ამ ინტერვიუზე. დათოს ადგილზე ჩემთვის ტრაგედია ის კი არ იქნებოდა, აზერბაიჯანმა პერსონა ნონ-გრანტად რომ გამოაცხადა, არამედ ის, სხვისი სახელის ხსენება რომ დასჭირდა ჟურნალის გარეკანზე მოსახვედრად. მე გავყიდე ჟურნალის მთელი ტირაჟი, ჩემი სახელის ხსენების გამო კითხულობდნენ მთელ ინტერვიუს და ამის გამო დათოს მადლობაც არ უთქვამს. იუმორის გრძნობას არ ვუჩივი, მაგრამ ტურაშვილის იუმორი ვერ გავიგე. არ მიყვარს საუბარი დაკომპლექსებულ ადამიანებზე, რომლებიც არაფრის გამო სხვას ესხმიან თავს.

- დათო ტურაშვილია დაკომპლექსებული ადამიანი?

- ზოგადად ვამბობ. არც კი ვიცნობ დათო ტურაშვილს და რა ვიცი, როგორი ადამიანია? ზოგადად ვამბობ ამას, თუ ვინმეს ჩემი სახელის ხსენება დაეხმარება პოპულარობასა და საზოგადოებაში ინტეგრირებაში, მახსენონ - რა პრობლემაა, მაგრამ ზომიერების ფარგლებში, თორემ თუ გადააჭარბეს, უფრო პოპულარულს გავხდი!

ინტერვიუ სრულად იხილეთ გაზეთ "ყველა სიახლის" ოთხშაბათის ნომერში.