მიტროპოლიტი თეოდორე: ღვთისმშობელი არ დაუშვებს, რომ მართლმადიდებელი იჩაგრებოდეს მის წილხვედრ ქვეყანაში - კვირის პალიტრა

მიტროპოლიტი თეოდორე: ღვთისმშობელი არ დაუშვებს, რომ მართლმადიდებელი იჩაგრებოდეს მის წილხვედრ ქვეყანაში

"დედა ღვთისმშობელი არ დაუშვებს, რომ თავის წილხვედრ ქვეყანაში ვინმე იჩაგრებოდეს, არ დაუშვებს, რომ მართლმადიდებელი იჩაგრებოდეს მის წილხვედრ ქვეყანაში, დამიჯერეთ. თითოეული თქვენთაგანი არის ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყნის შვილი. მინდა გითხრათ, რომ თქვენმა აქ ყოფნამ ძალიან ბევრად განაპირობა ის გადაწყვეტილება, რაც ჩვენ მივიღეთ, რომ არ აღიმართება ეს მინარეთი და მინდა გითხრათ, რომ თქვენი იმედი გვაქვს ყოველთვის", – განაცხადა ახალციხეში მართლმადიდებელი მრევლის მიერ გამართულ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას მიტროპოლიტმა თეოდორემ.