"5 წლის ბავშვი გარდაიცვალა, რადგან იეღოველმა მშობლებმა სისხლი არ გადაუსხეს"
ამონარიდი გაზეთ "ყველა სიახლიდან":
"სექტანტობა იქ იკიდებს ფეხს, სადაც გაუნათლებლობა და ეკონომიკური სიდუხჭირეა. იეღოველებს აქვთ შიდა მოხმარების ჟურნალებიც, სადაც შეტანილია "სამეუფო მსახურებასთან", ანუ გადაბირებასთან დაკავშირებული ყველა არსებითი მომენტი, იქნება ეს გადმობირების და ქადაგების ფორმები თუ სამისამართო და საინფორმაციო ცნობების შეგროვება, აქვთ კითხვარი ნებისმიერი ფენისა და გემოვნების ადამიანისთვის. ამ სექტის ლამაზად გაფორმებულ წიგნებში უარყოფილია ქრისტიანული რელიგიის ძირითადი საფუძვლები - სულის უკვდავება, სანთელი, ჯვარი, ხატი, ყველა რელიგიური დღესასწაული, მარხვა, მიცვალებულის ორმოცი, წინაპართა თაყვანისცემა. იეღოველს შეუძლია იცრუოს და ეს არ ჩაეთვლება ცოდვად, თუკი სიცრუე ადამიანის გადმოსაბირებლად არის ნათქვამი. აღსანიშნავია, რომ სექტის საქმიანობის შესახებ ყველა არსებითი ინფორმაცია მიეწოდება ამერიკის ცენტრალურ ოფისს ბრუკლინში, ხდება სექტის წევრების ტოტალური კონტროლი. სექტანტები, მათ შორის, იეღოველები ჯარში არ მიდიან, რასაც თავისი მრწამსით ხსნიან და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას ასუსტებენ, სახელმწიფო მშენებლობაში არ მონაწილეობენ; თვითმკვლელობას ქადაგებენ, რასაც შემზარავი გახმაურებული ფაქტებიც ადასტურებს: მათთვის მიუღებელია სისხლის გადასხმა, რის გამოც 5 წლის სოფიო ჩხიკვაძე გარდაიცვალა; საავადმყოფოში წამებით გარდაიცვალა ლია ჯანქანიძეც, რომელსაც იეღოველმა მშობლებმა სისხლი არ გადაუსხეს, მსხვერპლშეწირვის წესი სხვა კი არაფერი იყო, - ასე წირავდნენ მაშინაც ბნელი მიზნებისთვის საკუთარ შვილებს ეგზალტირებული ადამიანები. ტრადიციუ-ლი წეს-ჩვეულებებისადმი მათ მტრული დამოკიდებულება აქვთ; იყო ასეთი შემთხვევა - თბილისში, გალელ ლტოლვილთა ოჯახში დედა გარდაიცვალა, გაიეღოველებულმა ვაჟმა ვერ აიტანა მართლმადიდებელი დისგან დედის გაპატიოსნება და თავი დაიწვა.
- გავრცელებული ინფორმაციით, ბოლო დროს საქართველოსა და სომხეთში რე-ლიგიური სექტა "ქრისტიანთა საერთაშორისო ოჯახი" გააქტიურდა, რომელიც სექსუალურ თემატიკაზე აკეთებს აქცენტს.
- დიახ, ეს სექტა სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა სახელით მოქმედებს, რადგან დევნიან. ისინი ქადაგებენ თავისუფალ სექსუალურ კავშირებს სექტის წევრებს შორის, ჰომოსექსუა-ლიზმს, ქმნიან პორნოსაიტებს; ჩვენში ამ "მიმართულების" სხვა სექტებიც არის, მათთვის დამახასიათებელია ორგიასტული ქმედებები სქესობრივი აღვირახსნილობის თანხლებით, თავის დაწვისა და მსხვერპლშეწირვის ფაქტები. ამ რიტუალებს ისინი ეგზალტირებულები როკვა-თამაშით, ნახევრად შიშვლები ასრულებენ, ღრიალებენ, წრეს უვლიან.. არის მორმონთა სექტაც, რომელიც, ახლა უკვე ფარულად, მრავალცოლიანობას ქადაგებს (თავად სექტის დამაარსებელს ჯოზეფ სმიტს 27 ცოლი ჰყავდა), სექტისთვის დამახასიათებელია თა-ვის წევრების ტოტალური კონტროლი, თითოეული მათგანი ვალდებულია შემოსავლის 10% სექტას მოახმაროს.. თბილისში ვრცელდება მორმონული ლიტერატურა, რომელიც თავისუფალ სექსუალურ ცხოვრებას, ოჯახის წევრებს შორის კავშირს ქადაგებს.
სტატია სრულად იხილეთ გაზეთ "ყველა სიახლის" ოთხშაბათის ნომერში.