"აუცილებლად უნდა აღდგეს მინარეთი და აუცილებლად უნდა აშენდეს მეჩეთი ბათუმში!" (ექსკლუზივი)
"აუცილებლად უნდა აღდგეს მინარეთი და აუცილებლად უნდა აშენდეს მეჩეთი ბათუმში!" (ექსკლუზივი)
09-10-2013
"პრემიერ-მინისტრთან ძალიან ბევრი ვისაუბრეთ სხვადასხვა საკითხებზე, რაც ზოგადად გვაწუხებს და ასევე განვიხილეთ აქტუალური პრობლემები, როგორიცაა ჭელას ინცინდენტი და ბათუმში მეჩეთის აშენება. იმ დასკვნამდე მივედით, რომ პრობლემა აუცილებლად უნდა მოგვარდეს," - ამბობს ქართველ მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარე ტარიელ ნაკაიძე.

ტარიელ ნაკაიძე:

- შეხვედრა ძალიან პოზიტიური იყო, ჩვენი დარდი კარგად ავუხსენით და პრემიერიც ძალიან გულწრფელად საუბრობდა. ასეთი ფორმატის შეხვედრა საქართველოს მთავრობას ქართველ მუსლიმებთან არასდროს ჰქონია. კარგი იქნება, რომ ასეთი შეხვედრები არა მარტო ჩვენთან, არამედ, სხვა რელიგიური აღმსარებლობის წარმომადგენლებთანაც გაიმართოს. ამ გზით, უფრო მეტად განიმუხტება სიტუაცია და პრობლემებიც მოგვარდება.

შეხვედრა გარკვეულწილად კარგი იყო ემოციების განმუხტვის თვალსაზრისითაც. ყველა ელოდება, რომ მინარეთი თავის ადგილს დაუბრუნდება. ვფიქრობ, ეს საკითხი უკანა პლანზე რომ გადავიტანოთ და მინარეთის აღდგენა არ მოვითხოვოთ, ერთი მხრივ როგორც მოქალაქის დანაშაულიც იქნება, რადგან ამით ხვალისთვის სხვა მსგავს სიტუაციებს გზას გავუხსნით, რაც ჩვენს ქვეყანას არადემოკრატიულს წარმოაჩენს.
ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია და ამიტომაც, უკან დახევას არ ვაპირებთ. აუცილებლად უნდა აღდგეს მინარეთი და აუცილებლად უნდა აშენდეს მეჩეთი ბათუმში.

- ანუ მინარეთი თავის ადგილს დაუბრუნდება?

- დიახ. რაღაც პროცედურებია, რომელიც აუცილებლად უნდა გავიაროთ და ახლა სწორედ ამ ეტაპზე ვართ. ვნახოთ, მოვლენები როგორ განვითარდება. მინარეთის დასაბრუნებლად ყველა საჭირო პროცედურას გავდივართ, პრემიერთან ეს შეხვედრაც, ალბათ, შედეგს გამოიღებს და მინარეთი მალე აღდგება.

- როდისთვის ფიქრობთ აღდგენას?


- არ მგონია, რომ ამან თვეები და წლები გასტანოს. უფრო მოკლე ვადაში.

- წლის ბოლომდე შესაძლებელია?


- სავარაუდოდ, უფრო ადრეც.

- მეჩეთის მშენებლობასთან დაკავშირებით მუშაობა რა ეტაპზეა? უკვე გადაწყდა, სად აშენდება?

- მეჩეთის ასაშენებლად ბათუმში რამდენიმე ადგილი განიხილება. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს ადგილობრივი რესურსებით მოხდება. მხედველობაში მაქვს მუსლიმი მოსახლეობისა და პრემიერ-მინისტრის შემოწირულობა. ბატონმა ბიძინამ განაცხადა, რომ საქართველოში მეჩეთის ასაშენებლად, როგორც რიგით ქართველს, სურვილი აქვს მოწყალება გაიღოს.

- თუ გაქვთ ინფორმაცია, რა თანხას გაიღებს პრემიერი და რამდენად იქნება საკმარისი შემოწირულობები მშენებლობისთვის?

- როცა პრემიერ-მინისტრის, ასეთი ქველმოქმედი ადამიანის სურვილია, დაგვეხმაროს, ამ შემთხვევაში მგონი, ამაზე საუბარი უბრალოდ უხერხულიც არის. მეჩეთის მშენებლობის საქმეში ადგილობრივი მუსლიმი ბიზნესმენებიც მიიღებენ მონაწილეობას. ამისთვის მზადაა მუსლიმი თემი, მაგრამ კარგია ის, რომ ფინანსური რესურსები საქართველოში, ქართული მხრიდან გამოჩნდა.

სხვათაშორის, მუსლიმი თემი ვფიქრობთ, ქართველი დიზაინერებისა და პროექტორებისთვის მეჩეთის გარე დიზაინზე კონკურსი გამოვაცხადოთ. გვინდა, რომ ეს მეჩეთი ერთგვარი რეკვიზიტი იყოს ქართველი მუსლიმისთვისაც. შესაბამისად, გვსურს, პროექტი კარგი იყოს და ტურისტისათვისაც თვალშიმოსახვედრი. ეს ჩვენთვის ისტორიული მომენტიცაა.

მარი რობაქიძე (სპეციალურად საიტისთვის)
მკითხველის კომენტარი (77)
albina ,
10 ოქტომბერი 2013 17:56
mechetis asheneba ki ara romelic asahenebulia tavze unda daamxo am moghalate qristianebs,rogor bedavs ivanishvili da xalxis winaaghmdeg midis,kitxa xalxs tanaxmaa tu ara mechetis ashenebis,sanam movidoda mishas landzgavda mechetebis da mistana umgvano raghaceebis ashenebaze,da axla qvelmoqmedebas eweva mechetebis asasheneblad?yochag magas da mis patriotobas amas xalxi ar apatiebs,ras qvia da minareti dabrundeba isev,cecxli wakidebia im minarets,im mechets da im mtavrobasac vinc iyidebodes,midi aba da gabede eklesia aashene turqetshi,ara tu asheneba ashenebulshi akrdzales wirva-locva,vin migdia turqebi chvenze kargebi riti arian?magram ra ginda gaudit da ratom ara?sanam gayidit am saqartvelos tqven bneletis mosiqulebo,gadashendit da gadagvardit,wadit saqartvelodan,araferi aq ar gesaqmebat,neta rodis moiclis ghmerti tqventvis,neta rodis daerqmeva yvelafers misi saxeli,neta rodis eghirseba saqartvelos erovnuli xelisufleba romelic mis qveyanas daayenebs pirvel adgilze,da mere izrunebs sxvebze,ghmerto gtxov mokitxe yvelas misi gaketebuli saqmit....
sos
10 ოქტომბერი 2013 16:11
ისედაც საკმარისზე მეტი მეჩეთი და მინარეთი აქვთ აჭარაში, მაგალითად ხელვაჩაურის რ–იონში უამრავი მეჩეთია ხოლო ტაძარი არ არის. არ ვიცი ეს თურქეთის სახელმწიფოს დაჟინებული მოთხოვნაა და თანხმდებიან ჩვენი ხელისუფალთი თუ რატო აკეთებენ ამას ვერ ვიგებთ.

პ.ს არ უნდა აშენდეს მეჩეთები საქართველოში, ჩვენ ამა არ დაუშვებთ, ეხლა არის ტაძრების შენების ეპოქა
zaali
10 ოქტომბერი 2013 15:33
paata, "200 მეჩეთი აღარ გყოფნით?! წადით ჯერ თურქეთში ააშენეთ 200 ეკლესია მონასტერი და მერე 201 მეერთე მეჩეთის აშენებაზე ბათუმში ვილაპარაკოთ!". პაატა, ძალიან არარეალური წინადადებით გამოდიხარ ჩემო კარგო. თურქეთში ნეტავ ის ეკლესია-მონასტრები აგვაღდგენინა, რომლებიც დანგრევის პირასაა. 200 ახალი ეკლესიის აშენების შესაძლებლობა რომ მოგვცენ, ღა თავში ვიხლით. ვინ არის ამ ეკლესიებში შემსვლელელი. იქ მცხოვრები ქართველები 100% მუსლიმანია. ხომ უნდა აზრი დაატანოთ ნათქვამს.
!!!
10 ოქტომბერი 2013 15:32
"განდეგილი", "ჯავახელი"...სხვები აბსოლიტურად მართალები არიან. მთავრობაში , ზოგიერთს მაინც, ცოტა ჩვენზე მეტი ტვინი უნდა ჰქონდეს, რომ არც თქვას და არც ქნას ის სისულელეები , რასაც ამბობენ და აკეთებენ. თქმამდე და გაკეთებამდე დაფიქრებაა საჭირო, იმდენი ტვინიც უნდა ჰქონდეს, თუ არ იცის ვინც იცის იმას ჰკითხოს (სამწუხაროდ, მაგას ტვინი უნდა რომ გაარჩიო ტვინი ვის აქვს, ამიტომ ვართ სავალალო მდგომარეობაში)
jemal papidze
10 ოქტომბერი 2013 15:24
maia, -"რა მეჩეთებიც არის ისიც დასანგრევია ,აშენება კი არა ". შენისთანა აზროვნების ადამიანები რომ არიან ამ ქვეყანაში, იმიტომაა ამ ქვეყნის საქმე კარგად. ხომ უნდა დაფიქრდე რას ამბობ. ამით ხომ შენ ათასობით ქართველი და არამარტო ქართველი მუსლიმის სიძულვილს იმკი მხოლოდ. მაგ ლოგიკით შენი ლოგიკით და თუ შენს დონეზე დავეცემი მეც ვიტყვი "რა ეკლესიებიც არის ისიც დასანგრევია ,აშენება კი არა ". გაგიხარდა? არა ხომ. მაშიკ სადა გაქვს ტვინი?
ჯავახელი
10 ოქტომბერი 2013 15:04
ტარიელ ნაკაიძეს..ბატონო ტარიელ ასე რო ეშურით აქ მეჩეთების მშენებლობას მოდით და თურქეთბთანაც იბრძოლეთ, რომ ქართულ ეკლესიებში წირვა ლოცვა აღსდგეს..
მოდით ასე ვქნათ, აღდგება წირვა ლოცვა ყველა ქართულ ეკლესიაში თურექეთში- აშენდება მეჩეთი ბათუმში!!!
maia
10 ოქტომბერი 2013 15:01
რა მეჩეთებიც არის ისიც დასანგრევია ,აშენება კი არა
lia
10 ოქტომბერი 2013 13:32
კი ბატონო ააშენონ ,მაგრამ რა მაინტერესებს იცით? სხვა მუსულმუნურ ქვეყნებში თუ არის ასე ყველა ქალაქში ქრისტიანული ეკლესიები?
davit
10 ოქტომბერი 2013 12:48
მე ძალიან მწყინს იმ მღვდლებისგან და თან მიკვირს როგორ ქადაგებენ ისინი ხალხს. და კიდევ უნდა ავღნიშნო ერთი რამ მუსლიმები გვეომებოდნენო განა სხვა ომები არ გვქონდა ხალხნო არ მინდა შორს წასვლა ვინიყო აგვისტოს ომში თვალი გახილეთ ხალხო.
davit
10 ოქტომბერი 2013 12:41
უპირველესად მინდა მოვესალმო ყველას . ადამიანმა რაც არ იცის საერთოდ იმისი მტერია ამიტომ ვერ გაუნასყენდები. მაგრამ ისეთ უგნურებს როგორ უნდა გაუნაწყენდე ანდაც კაცმა, რასაც ამბობს მანაც კი არ იცის. არავისზე ნაკლები ქართველი არავარ არავისზე ნაკლები სამშობლოს მოყვარული არავარ. მე როგორც მუსლიმი მინდა მივმართო ყველა იმ რელიგიის მორწმუნეს რო ჩვენ მუსლიმები და ერთად მცხოვრები ქრისტიანები ისეთივე კარგი მეზობლები და ნათესავებიც კი ვართ, და ეს ხელს არაფერში არ გვიშლის რელიგიური რწმენის სხვადასხვაობა. შეცდომა იყო როცა ასეთნაირად დაიწყო აფხაზეთში,ოსეთში, ომი ნუთ ამ ხალხმა ვეღარ ისწავლა ძმობა ერთობა მეგობრობა. სანამ ეს შეცდომები არ გამოსწორდება აფხაზეტს და ოსეთს ვერასდროს დავიბრუნებთ ხალხო!!! და საშიშროება იქნება კიდევ უფრო დიდი მიწების დაკარგვა ამას ხაზგასმით ავღნიშნავ. რეალობას ჩახედეთ თვალებში. რელიგიას და ერის სიძულვილს ერთმანეთში ნუ ურევთ.
განდეგილი
10 ოქტომბერი 2013 12:01
რეალურად ყველამ კარგად დააკვირდეს ამჟამინდელ სიტუაციას რომელიც კომპლექსურ ანალიზს მოითხოვს რადგანაც თითოეული არასწორი ნაბიჯი რომელიც რელიგიურ უმცირესობებს შეეხება რთულ მდგომარეობაში აყენებს საქართველოს, საგერეო ურთიერთობის მხრივ. პირველ რიგში "სამეზობლო" პოლიტიკას თუ ავიღებთ, ისეთი დიდი, ვითომდა "სეკულარული" მაგრამ აგრესიული სახელმწიფო როგორიც არის თურქეთი დასაყრდენს პოულობს მუსლიმურ მრევლში, რომლის უდიდეს ნაწილს ჯერ კიდევ ვერ გაუაზრებია თუ რაოდენ დიდ პრობლემას წარმოშობს იმ პროვოკაციულ პროცესებში აქტიურობით რომელიც ამჟამად ვითარდება. ბოლო 2 წლის განმავლობაში, რადიკალური ისლამური ორგანიზაციები საკმაოდ გააქტიურდნენ რადგანაც ჯერ კიდევ ყველას ახსოვს როგორ ცდილობდა სააკაშვილის ხელისუფლებას ხელი შეეწყო თურქეთში მდებარე ქართული ეკლესიების რესტავრაციის სანაცვლოდ, ბათუმში აშენებულიყო მეჩეთი როგორც კულუარებით ცნობილი გახდა სულთან აზიზიეს სახელობის. საზოგადოებაში და განსაკუთრებით ბათუმელებში დიდი პროტესტი გამოიწვია ამ საკითხმა რის შემდგომ თითქოსდა ეს საკითხი მიჩუმათდა მაგრამ სახეცვლილად უკვე დაგვიბრუნდა - თითქოსდა ბათუმში მრევლისათვის არსებული სალოცავი არასაკმარისია და ახალი სალოცავია საჭირო. აშკარაა რომ ადიგენის პროვოკაციის შემდეგ "უცნობი ძალები" რომელშიც მოიაზრება პროთურქული ორიენტაციის ჯგუფები, საკმაოდ ხელსაყრელად იყენებენ არსებულ სიტუაციას და გამარჯვების მოსაპოვებლად რადიკალური ნაბიჯები იდგმება მათი მხრიდან რომელშიც ისლამური მრევლი საკმაოდ კარგად არის ბრბოს როლში გამოყენებული. კონკრეტულად რაც შეეხება იმ საკითხს რომ ვითომდა ბათუმში მოქმედი მეჩეთი მრევლს ვერ იტევს, რის გამოც კიდევ ერთი მეჩეთი უნდა აშენდეს ეს სრული აფსურდია რადგანაც მეჩეთის ირგვლივ არსებული ტერიტორია სრულიად არარაციონალურად არის გამოყენებული, თუნდაც ის რომ მეჩეთის ირგვლივ არსებული ფართები რომლებიც თურქულ რესტორნებზეა გაქირავებული სრულიად საქართველოს მუფთის განკარგულებაშია (ამავდროულად უნდა აღინიშნოს ისიც რომ ეს კაფე-რესტორნები ქალაქში გარყვნილების ეპიცენტრად არის ქცეული), ასე რომ ხელოვნურად ინსპირირებული პრობლემის მოგვარება ძალიან მარტივია. მინდა კიდევ ერთხელ შევახსენო ყველას რომ ძალოდობრივი მეთოდებით ამ პრობლემის მოგვარება სახელმწიფოებრივად მომგებიანი არ იქნება; საჭიროა რომ მუსლიმ მრევლს ცივილური მეთოდებით ვაჩვენოთ თუ როგორ "იყინებენ" ირიბი გზებით ისლამს ბნელი ძალები საქართველოში საწადელის მისაღწევად!
მე "განდეგილი" ვაცხადებ ამ სიტყვებს როგორც ქართველი მუსლიმი!
რონი
10 ოქტომბერი 2013 10:55
ბატონო ტარიელმ ინდა მოგმართოთ ბათიმის მოსახლეობის სახელით: ბათუმში მეჩეთი არ შენდება!!! რა ტერიტორიაც არ უნდა გამონახოთ მეჩეთის მშენებლობისთვის ყველგან აღვმართავთ!
malxaz
10 ოქტომბერი 2013 10:33
არ მეჩეთი რის მეჩეთი , ხომ არ გ----
მითრიდატე
10 ოქტომბერი 2013 09:10
კომუნიზმში ჩარჩენილნო და კომუნისტური იდეოლოგიით გამოკვებილნო!!! დროა თვალი აახილოთ და რელობას შეხედოთ!!! სახერება წაიკითხოთ და 10 მცნება დაიმახსოვროთ!!! რელიგია და რელიქვია განასხვავოთ ერთურთისგან!!! რისთვის შეაკვდნენ 1921 წელს კართველუ იუნკერები ერთმორწმუნე რუსეთს?! რისთვის შეაკვდნენ ქართველები ერთმორწმუნე რუსეთს აგვისტოს 08.08. ომში?! რისთვის შეაკვდნენ ქართველები ერთმორწმუნე ბიზანტიელებს საქართველო-ბიზანტიის ომი 1021—1023 წლებშე?! იგივე ომი 1028 წელს განმეორდა. რისთვის შეაკვდნენ ქართველები ერთმორწმუნე ბიზანტიასთან ომში V საუკუნეში ვახტანგის დროს?! კომუნისტური იდეოლოგიის მსხვერპლნო, გონს მოდით!!!
paata
10 ოქტომბერი 2013 07:14
200 მეჩეთი აღარ გყოფნით?! წადით ჯერ თურქეთში ააშენეთ 200 ეკლესია მონასტერი და მერე 201 მეერთე მეჩეთის აშენებაზე ბათუმში ვილაპარაკოთ!
გააკეთე კომენტარი
 *   

ყურადღება!!!
უხამსი კომენტარები არ გამოქვეყნდება.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.
სხვა სიახლეები
ცდება თუ არა პრემიერი და არის თუ საყდრისის მაღარო მნიშვნელოვანი ისტორიული ძეგლი?

"მეცნიერების მიერ ერთხმადაა აღიარებული, რომ ეს სამარხი "კავკასიელისაა" და მას ხშირად "მეფედ" მოიხსენიებენ"
დაწვრილებით...
"ვთხოვე, ქალბატონი ნინო შემოუშვით, რადგან პატრიარქის სტუმარია-მეთქი"

"პატრიარქთან შევედი, ვუთხარი ეს ამბავი და უწმინდესს ძალიან ეწყინა... მეორე კარიდან შემოვიყვანე ქალბატონი ნინო და სათანადო ადგილიც მოვუძებნე, როგორც პატრიარქმა მაკურთხა.."
დაწვრილებით...
მკითხველო, თქვენ ახლა "უცნაური" წიგნი გიჭირავთ ხელში. თუმცა, შეიძლებოდა, ეს სიტყვა ბრჭყალებში არც ჩაგვესვა - "ფრანკენშტაინი, ანუ თანამედროვე პრომეთე" მართლაც ბევრი რამით არის უჩვეულო: ნოვაციით (განსაკუთრებით, მისი შექმნის დროს თუ გავითვალიწინებთ); ავტორისა და თვით წიგნის "თავგადასავლით" და, რაც მთავარია, იმით, რომ თითქმის საუკუნის თავზე იგი ახალი კინოჟანრის, ხოლო კიდევ რამდენიმე ათეული წლის შემდეგ, ლამის მთელი "საშინელებათა ინდუსტრიის" საწყისად იქცა.
დაწვრილებით...
"ქალბატონ ლეილას ეს ფოტო, აბა, როგორ ემახსოვრება, მე კი ყოველთვის გულისჯიბით დავატარებ... დღესაც ისე მიყვარს, როგორც მაშინ."
დაწვრილებით...
გაბრიელ გარსია მარკესი 87 წლისა აღესრულა

მარკესს ორი საფლავი ექნება?!
დაწვრილებით...
"ეს და მისნაირები ებრძვიან ყველაფერს,რაც კი წმინდაა ქართველებისთვის.."
დაწვრილებით...
” ქმარი 17 წლით უფროსი იყო გოგოზე”

”ეს ცხოვრება თავად აირჩია - ამბობდა, სულ არ მაინტერესებს, ადრე ცოლი ჰყავდა, თუ - არაო”

”მობილური ტელეფონიც და პირადობის მოწმობაც მდინარეში გადახტომის წინ ხიდზე დატოვა”
დაწვრილებით...
თქვენ გემოვნებიანი მკითხველი ბრძანდებით!
დაწვრილებით...
"როდესაც მივქარავ, ბოდიშის მოხდა არ მიტყდება ხოლმე - ბოდიში მოვიხადე 6 ნოემბერს ჩემი განცხადების გამო"

"ჩვენი ყველაზე დიდი პრობლემა საქართველოს ისტორიის ცოდნაშია "

"ვისაც ჩემს გამოსვლაზე მწვავე რეაქცია ჰქონდა, ცოტა პრორუსული ორიენტაციის ხალხია"
დაწვრილებით...
"შევიძენ ოჯახიდან! ძველებურ ანტიკვარულ ნივთებს, კობალტის, ვაიმარის,...
"შევისყიდი ძველ ქარვის მძივებს,კრიალოსნებს,თვლის სიდიდის და ხარისხის...
სასწრაფოდ! 3-ოთახიანი, 108 კვ.მ. თეთრი კარკასი...
2-ოთახიანი, 7(11), 80 კვ.მ. ბინა "აქსისის" კორპუსში,...
რა მოსწონთ თქვენს მეგობრებს
გამოკითხვა
თოქ-შოუ "სახალხო დარბაზი", პარასკევი 16:10 წუთზე, როგორ აფასებთ საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკას რუსეთის მიმართ?