თენგიზ არჩვაძე - ”ძაღლი მიაკვდა სულში საქართველოს "პრეზიდენტ" მიხეილ სააკაშვილს”
ამონარიდი სტატიიდან ”კულტურისა და შოუბიზნესის წარმომადგენლები საპრეზიდენტო არჩევნებს აფასებენ”
”გიორგი მარგველაშვილს არ ვიცნობ, მაგრამ ღმერთმა გაუმარჯოს. ისეთმა კაცმა დაადო ხელი (ბიძინა ივანიშვილს გულისხმობ), ყველაფერი სიკეთის მომტანი იქნება...” - ამბობს ცნობილი მსახიობი თენგიზ არჩვაძე... ქვეყნის სათავეში ახალი პრეზიდენტის - გიორგი მარგველაშვილის მოსვლას, საქართველოს ინტელიგენციის სხვადასხვა თაობის წარმომადგენლები გამოეხმაურნენ...
თენგიზ არჩვაძე:
”ძალიან მიხარია რომ ავირჩიეთ საქართველოს ახალი პრეზიდენტი ბატონი - გიორგი მარგველაშვილი. წინა ე.წ.
პრეზიდენტზე, მიხეილ სააკაშვილზე რა შემიძლია გითხრათ? - არ მინდა ამის თქმა, მაგრამ ძაღლი მიაკვდა სულში, ბატონო. რაც მან გააკეთა საქართველოსთვის, იმისთვის უკეთესი სიტყვები არ ეკუთვნის და ვისაც მოგწონთ, გყავდეთ, დარჩეს თქვენ პრეზიდენტად. მე არ ვაძლევ ჩემ თავს ადამიანის ძაგების უფლებას, მაგრამ მან ყველა საზღვარი და კანონი დაარღვია. კაცობრიობის ისტორიაში თუ რამ ადამიანური ნორმაა, ყველაფერს გადააჭარბა. ძალიან გთხოვთ ნუ მიფუჭებთ ხასიათს მიხეილ სააკაშვილზე საუბრით...
- მაშინ ახლანდელ პრეზიდენტზე - გიორგი მარგველაშვილზე გვესაუბრეთ...
- მაგ კაცს არ ვიცნობ, მაგრამ ღმერთმა გაუმარჯოს. ისეთმა კაცმა დაადო ხელი (ბიძინა ივანიშვილს ვგულისხმობ) ყველაფერი სიკეთის მომტანი იქნება. ბიძინა ივანიშვილმა რაც დაპირება გასცა, რომელი არ შეასრულა, ბატონო?!
ჟანრი ლოლაშვილი:
”საქართველოში დიდი რამ მოხდა, მაგრამ ჯერ ვერაფერს გეტყვით. ჯერ ვიცხოვროთ ამ ახალ ეპოქაში და ვნახოთ, რა გამოვა. მიხეილ სააკაშვილის რეჟიმს აბსოლუტურად ყველაფერი ჯობია ამ ქვეყნად. ეს იყო ყოვლად არაადამიანური, გაუგებარი რეჟიმი. ახლა რომ ტოლერანტობას მოითხოვენ და კოაბიტაციაზე გადაირივნენ, მათი ლოზუნგი არ იყო ნულოვანი ტოლერანტობა?
- ეს ხომ დამნაშავეების მიმართ იყო?
- არა, რა... რა დამნაშავეების მიმართ, ყველასთვის ერთნაირად დაუნდობლები იყვნენ. ხშირად ისმოდა - დაიჭირეთ, ესროლეთ და ათასი უბედურება. მოკლედ უბედურებას გადავრჩით, რა... მე არაფერი მახსენდება მათ მიერ კარგი გაკეთებული საქმე. სააკაშვილმა რუსთაველის თეატრი ლამის დახურა, რობიკო სტურუა გაგვიგდო და რომელი ერთი სიგლახე გავიხსენო. ჩარეცხილებს გვეძახდა და ეგ ადამიანი საერთოდ შესასწავლი მოვლენაა.
- გიორგი მარგველაშვილზე როგორი შთაბეჭდილების ხართ?
- არაჩვეულებრივი შთაბეჭდილების ვარ მასზე. ვიცნობ და ვიცი, რა კაციც არის. ნიჭიერი კაცია, ზრდილობიანი, კარგი ოჯახიშვილი, იცის საქმე, იცის როგორ მიმართოს ადამიანს და რაც მთავარია გულკეთილია. საქართველოს სიყვარულში გულანთებული კაცია და არ სარგებლობს რაღაც ამერიკული კლიშეებით. მოაზროვნე კაცია. რომ იძახიან პოლიტიკური გამოცდილება არ აქვსო - საიდან ექნებოდა?! მე თუ მკითხავთ, სწორედ ეგეთი კაცია დღეს საჭირო. პოლიტიკური გამოცდილება ნინო ბურჯანაძეს აქვს, მაგრამ არ აირჩია ხალხმა. ძალიან გამეხარდა გიორგი მარგველაშვილი რომ აირჩიეს. იგი ბიძინა ივანიშვილის რჩეულია და ძალიან ბევრ რამეში მე ვეთანხმები ბიძინა ივანიშვილს.
სტატია სრულად გამოქვეყნდება ხვალ, 30 ოქტომბერს.