ნინა წკრიალაშვილი - "მთელი საქართველო მაფურთხებდა"
ამონარიდი გაზეთ "ყველა სიახლედან":
ნინა წკრიალაშვილი:
– თუ საიდუმლო არ არის, ვის მიეცით ხმა არჩევნებზე?
– ამ არჩევნებზე მისვლა ვერ მოვასწარი. ვერც კი ვიგრძენი, წელს თუ არჩევნები ტარდებოდა - ქუჩებში დიდი პლაკატებითაც არავის უვლია. ისე, კარგია ასეთი არჩევნები. ყოველთვის ვიცი, ვის უნდა მივცე ხმა არჩევნებზე და ამას არც არასდროს ვმალავ - დათო ბაქრაძის მხარდამჭერი ვარ, თუმცა, ნინო ბურჯანაძესა და გიორგი მარგველაშვილს შორის თუ მომიწევდა არჩევანის გაკეთება, მარგველაშვილს დავუჭერდი მხარს. ნინო ბურჯანაძის პრეზიდენტობა აბსურდია.
– ერთი წლის წინ განაცხადეთ, თუ არჩევნებში "ნაციონალური მოძრაობა" ვერ გაიმარჯვებს "ხარაკირს" ჩავიტარებო, ხომ არ ნანობთ ამ განცხადებას?
– მაშინ ლამის მთელი საქართველო მაფურთხებდა, მაგრამ მე ასე არ მითქვამს. "ნაციონალებმა" ბევრი რამ გააკეთეს ქვეყნისთვის, მაგრამ ბოლოს ყველაფერს ხაზი გადაესვა იმ ლაფსუსების ფონზე, რამაც ქართველები დააზარალა...
– ახალი ხელისუფლების წარმომადგენლებთან მეგობრობთ?
– რა მერე, რომ ვმეგობრობ? დიახ, ახლოს ვარ მინისტრებთანაც, პარლამენტარებთანაც და ცოტა ზემოთაც. მათაც ისევე სჯერათ თავიანთი პოზიციის, როგორც მე, ამის გამო არ დაგვიკარგავს ერთმანეთი.
ინტერვიუ სრულად იხილეთ გაზეთ "ყველა სიახლის" ოთხშაბათის ნომერში.