"ქართველ კაცს სადაც გაუტ***ებენ, თავზე დავამხობთ დაწესებულებას!.. ეს "ჰარამხანები" პროსტიტუციის ბუდეა" - კვირის პალიტრა

"ქართველ კაცს სადაც გაუტ***ებენ, თავზე დავამხობთ დაწესებულებას!.. ეს "ჰარამხანები" პროსტიტუციის ბუდეა"

საქართველოში ნეონაციონალიზმი გვიახლოვდება?! ეს კითხვა ბევრს გაუჩნდებოდა, გუშინდელი ფაქტი რომ საკუთარი თვალით ენახა. ახალგაზრდების ჯგუფი, რომლთა უმეტესობაც ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა თბილისში არსებულ თურქულ, არაბულ და ირანულ ბარებს თავს დაესხა. შეგახსენებთ, ის ფაქტი, რომ თბილისში არსებულ თურქულ და არაბულ ბარებში ქართველ მამაკაცებს არ უშვებენ, კარგა ხანია, საზოგადოების აღშფოთებას იწვევს. მით უმეტესს, რომ ხსენებულ ბარებში ხშირად ხედავენ ახალგაზრდა ქართველ გოგონებს. გუშინაც სიტუაცია სწორედ ამ მიზეზით დაიძაბა და საქმე ფიზიკურ დაპირისპირებამდეც მივიდა. აქციის ერთ-ერთ ორგანიზატორად პოლიტიკოსი ირაკლი წერეთელი მოგვევლინა. თუ რა გახდა მათი აღშფოთების მიზეზი, ამაზე "კვირის პალიტრა" აქციის ორგანიზატორებს და ბარში მომუშავე გოგონებს გაესაუბრა.

ირაკლი წერეთელი:

- ბიჭები აღაშფოთა იმან, რომ თბილისში არის თურქული, არაბული, ირანული ბარები, სადაც ქართველ ქალებს "პროსტიტუტკებად" უშვებენ და ქართველ კაცს ეუბნებიან, იმიტომ არ გიშვებთ, ქართველი ხარო. ეს არის დისკრიმინაცია და დაუშვებელია, შენივე ქვეყანაში ასე გექცეოდეს უცხოელი. გვინდა, რომ პრობლემა კანონის ფარგლებში მოგვარდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენივე წესებით ვიხელმძღვანელებთ. საქართველოს ტერიტორიაზე არ უნდა იყოს არცერთი დაწესებულება, სადაც ქართველობის გამო მამაკაცს არ შეუშვებენ.

- როგორ ფიქრობთ, ამ შემთხვევაში, პროსტიტუცია უფრო საგანგაშოა, თუ ის, რომ ქართველ კაცს არ უშვებენ ბარში?

- ქრისტიანული გაგებით, ორივე დანაშაულია მაგრამ ჩემთვის ის უფრო მიუღებელია, რომ ბარებში ქართველ მამაკაცებს შესვლაზე უარს ეუბნებიან და ქალებს დროის გასატარებლად ეპატიჟებიან. ეს არ გაუკეთებიათ რუს ოკუპანტებსაც კი. ამას გვიბედავენ დამოუკიდებელ საქართველოში ვიღაც გარეწრები. ყველას ახსოვდეს, ქართველ კაცს სადაც გაუტ***ებენ, თავზე დავამხობთ დაწესებულებას.

ვაჟა ჟვანია, აქციის მონაწილე და ორგანიზატორი:

- ჩვენ ვაპროტესტებთ იმ ფაქტს, რომ აღმაშენებლის გამზირზე და მთელი თბილისის მასშტაბით უცხოეთიდან სააკაშვილის დროს მიგრანტების სტატუსით ჩამოსულებმა ბარები გახსნეს, სადაც ქართველ კაცებს არ უშვებენ. ეს "ჰარამხანები" პროსტიტუციის ბუდეა და მათი მფლობელები ქართველი კაცების დისკრიმინაციას ახდენენ, ჩემსავე ქვეყანაში მიკრძალავენ ბარში შესვლას. მფლობელებს უთქვამთ, ქართველები შემოდიან და დებოშს იწყებენო და ამიტომ ავკრძალეთ ქართველების შემოსვლაო. ამის წინ ბათუმში მომხდარი ფაქტი ხომ ყველას ახსოვს, ირანის მოქალაქემ, ქართველ გოგოს რომ ყელი გამოჭრა?! ამის გამო, რომ ქვეყანაში ყველა ირანელს ავუკრძალოთ შემოსვლა, გამართლებული იქნება?! ეს არ არის ჩამოსული ხალხის პრობლემა, ეს არის ჩვენი ხელისუფლების ბრალი.

ნუკი, "ბარის გოგო":

- ხშირად გამხდარა პრობლემა ქართველების შემოსვლა ბარში. უხეშები არიან, დალევენ და ჩხუბს იწყებენ. იმ ადგილზე, სადაც ეს ბარია, ადრე მორგი იყო და დღესაც ამართლებს ამ სახელს, ყოველდღე ჩეხვაა, თუ გინდა ბევრი სისხლი ნახო, აქ უნდა მოხვიდე ღამის საათებში. ნახავ, როგორ გამეტებით სცემენ დებოშისტებს დაცვის თანამშრომლები.

- მხოლოდ დებოშიორობაა მიზეზი, რომ ქართველებს ბარში არ უშვებენ? ყველა აგრესიული ხომ არ არის?

- მხოლოდ ეს არ არის მიზეზი, ბარში ბევრი "პატიოსანი ბ**ი" დადის, რომლებსაც ოჯახები ჰყავთ და სახლში ამბობენ, თითქოს მეგობართან რჩებიან, სინამდვილეში ბარში ფულის გასაკეთებლად მოდიან. რა ქნას იმ გოგომ, თბილისი პატარაა და ყველა ყველას იცნობს. ერიდებიან შემოსულ ქართველებს, ვინმემ არ იცნოს, როგორ ”კერავს” ფულისთვის თურქს. თუ ბარში ქართველები შემოდიან, გოგონების გარკვეული ნაწილი ბარიდან გადის, შესაბამისად მფლობელი იძულებული ხდება, კაცებს აუკრძალოს შემოსვლა. იქ თუ გოგონები არ იქნებიან, მერწმუნე, არცერთი უცხოელი არ შემოვა.

- უცხოელები უფრო კულტურად იქცევიან?

- უცხოელები კარგად იქცევიან სექსამდეც და სექსის შემდეგაც უსაყვედუროდ იხდიან. ქართველებს ისედაც არაფერი აქვთ და ფასს რომ ეტყვი, ისე დაიმანჭებიან, აქეთ მოგინდება მისცე ფული.

- ბარში არასრუწლოვნები თუ ხვდებიან?

- წესით არ უნდა შემოუშვან, მაგრამ ამას ვინ უყურებს. უცხოელები პატარა გოგონებს უფრო ეტანებიან. როცა ისინი შემოდიან, უცხოელი სტუმრებიც კარგადაც ხარჯავენ, ამიტომ მფლობელებს, ბარში არასრუწლოვნების შემოსვლა უფრო ახარებთ. როცა პატარა გოგონებს ხედავენ, ადვილად გოიმდებიან.

უტა ბიწაძე (სპეციალურად საიტისთვის)