"უცხოელები პატარა გოგონებს უფრო ეტანებიან” - რას ყვება ქართველი გოგონა ირანული ბარიდან - კვირის პალიტრა

"უცხოელები პატარა გოგონებს უფრო ეტანებიან” - რას ყვება ქართველი გოგონა ირანული ბარიდან

ნუკი, "ბარის გოგო":

- ხშირად გამხდარა პრობლემა ქართველების შემოსვლა ბარში. უხეშები არიან, დალევენ და ჩხუბს იწყებენ. იმ ადგილზე, სადაც ეს ბარია, ადრე მორგი იყო და დღესაც ამართლებს ამ სახელს, ყოველდღე ჩეხვაა, თუ გინდა ბევრი სისხლი ნახო, აქ უნდა მოხვიდე ღამის საათებში. ნახავ, როგორ გამეტებით სცემენ დებოშისტებს დაცვის თანამშრომლები.

- მხოლოდ დებოშიორობაა მიზეზი, რომ ქართველებს ბარში არ უშვებენ? ყველა აგრესიული ხომ არ არის?

- მხოლოდ ეს არ არის მიზეზი, ბარში ბევრი "პატიოსანი ბ**ი" დადის, რომლებსაც ოჯახები ჰყავთ და სახლში ამბობენ, თითქოს მეგობართან რჩებიან, სინამდვილეში ბარში ფულის გასაკეთებლად მოდიან. რა ქნას იმ გოგომ, თბილისი პატარაა და ყველა ყველას იცნობს. ერიდებიან შემოსულ ქართველებს, ვინმემ არ იცნოს, როგორ ”კერავს” ფულისთვის თურქს. თუ ბარში ქართველები შემოდიან, გოგონების გარკვეული ნაწილი ბარიდან გადის, შესაბამისად მფლობელი იძულებული ხდება, კაცებს აუკრძალოს შემოსვლა. იქ თუ გოგონები არ იქნებიან, მერწმუნე, არცერთი უცხოელი არ შემოვა.

- უცხოელები უფრო კულტურად იქცევიან?

- უცხოელები კარგად იქცევიან სექსამდეც და სექსის შემდეგაც უსაყვედუროდ იხდიან. ქართველებს ისედაც არაფერი აქვთ და ფასს რომ ეტყვი, ისე დაიმანჭებიან, აქეთ მოგინდება მისცე ფული.

- ბარში არასრუწლოვნები თუ ხვდებიან?

- წესით არ უნდა შემოუშვან, მაგრამ ამას ვინ უყურებს. უცხოელები პატარა გოგონებს უფრო ეტანებიან. როცა ისინი შემოდიან, უცხოელი სტუმრებიც კარგადაც ხარჯავენ, ამიტომ მფლობელებს, ბარში არასრუწლოვნების შემოსვლა უფრო ახარებთ. როცა პატარა გოგონებს ხედავენ, ადვილად გოიმდებიან.

იხ. სრულად