"რატომ არავინ აკონტროლებს ამ თავაშვებულობას"
"რატომ არავინ აკონტროლებს ამ თავაშვებულობას"
რატომ არ უშვებენ თბილისში მდებარე უცხოურ ბარებში ქართველ მამაკაცებს

"აღმაშენებელზე ქართველი თითქმის აღარ ცხოვრობს"


საქართველოში ნეონაციზმი გვიახლოვდება?! ეს კითხვა ბევრს გაუჩნდებოდა, რესპუბლიკის მოედანზე 10 ნოემბერს განვითარებული მოვლენები საკუთარი თვალით რომ ენახა. ახალგაზრდები, რომელთა უმეტესობა ნასვამი იყო, თურქულ, არაბულ და ირანულ ბარებს თავს დაესხა. შეგახსენებთ, რომ ამ ბარებში ქართველ მამაკაცებს არ უშვებენ, რამაც საზოგადოება საფუძვლიანად აღაშფოთა. ბარში ხშირად ხედავენ ქართველ გოგონებს, მათ შორის - არასრულწლოვანებსაც. როგორ მოიქცევა ამ დროს ამაყი ქართველი? ჯერ თავს
You must have Flash Player installed in order to see this player.
იგრძნობს შეურაცხყოფილად, მერე დათვრება და "უცხოელებს" მიუვ
არდება. სწორედ ასე მოხდა ამჯერადაც. ატყდა ერთი გაწევ-გამოწევა. მოქიშპენი განსაკუთრებით მაშინ გაგულისდნენ, როცა მათ  შორის საპატრულო პოლიცია ჩადგა. ჩხუბის შემსწრე უცხოელები ჯერ შეშინდნენ, მერე კი ამრეზით შესცქეროდნენ ქართველების ყელყელაობას...


თურქული ბარების დაცვის თანამშრომლებისა და პროტესტანტების შეხლა-შემოხლის დროს ბარის გოგონებიც გამოჩნდნენ, ეტყობა, მათი სამუშაო საათები დაიწყო... მათ ახალგაზრდები სტვენითა და უხამსი შეძახილებით შეხვდნენ. გოგონები მიხვდნენ, რომ იმ ღამით ვერ იმუშავებდნენ და სწრაფად გაეცალნენ იქაურობას. დრო ვიხელთე და ერთ-ერთს გავყევი. თავიდან ყურადღება არ მომაქცია, მაგრამ რომ არ მოვეშვი, გამომყევიო, მითხრა და აღმაშენებლის გამზირზე ერთ იტალიურ ეზოში შემიძღვა, პირველ სართულზე რკინის კარი შეაღო და გაკვამლულ ოთახში აღმოვჩნდით, სადაც რამდენიმე გოგო დაგვხვდა. როცა გაიგეს, ჟურნალისტი ვიყავი, ჯერ ჩემი მეგზური გალანძღეს, მერე კი მე მომდგნენ და ყველა ბრუნვაში მაგინეს.
დაჩაგრულის იერი მივიღე, რაც კი გამეგო მეძავების "გატანჯულ ყოფაზე", მათ ფსიქოლოგიაზე, ყველაფერი გამოვიყენე და შედეგსაც მივაღწიე. ბოლოს გოგონები დამშვიდდნენ და ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ ჩემთვის საინტერესო ამბების მოყოლაში.

ნუკი - ქართველები უხეშები არიან, დალევენ და ჩხუბს იწყებენ. იქ, სადაც ახლა ბარია, ადრე მორგი იყო და დღესაც ამართლებს ამ სახელს - ყოველდღე ჩეხავენ ერთმანეთს. უნდა ნახო, როგორ გამეტებით სცემენ დებოშიორებს დაცვის თანამშრომლები.

- მხოლოდ დებოშიორობაა მიზეზი, ქართველებს ბარში რომ არ უშვებენ?
- მხოლოდ ეს არ არის მიზეზი. ბარში ბევრი "პატიოსანი ბოზი" დადის, რომლებსაც ოჯახები ჰყავთ(!). სახლში ამბობენ, მეგობართან ვრჩებითო, სინამდვილეში კი აქ მოდიან ფულის გასაკეთებლად. თბილისი პატარა ქალაქია და გოგონები ერიდებიან ნაცნობთან შეხვედრას. აქ თუ ნაცნობი შეგხვდა, აზრი არა აქვს იმის მტკიცებას, რომ მხოლოდ დასალევად ხარ მისული. ვის უნდა, ძმის მეგობარმა ან მეზობელმა ბარში თურქებისა და არაბების კალთაში გნახოს?! ამიტომ ქართველები რომ შემოდიან, ქალები ბარიდან იპარებიან და თუ გოგონები არ იქნებიან, იქ უცხოელებს რაღა უნდათ? მფლობელიც იძულებულია, ბარში ქართველი კაცები არ შეუშვას.
უცხოელები კარგად იქცევიან და კარგადაც იხდიან. ქართველებს ფასს რომ ეტყვი, ისე იმანჭებიან, მოგინდება, იქით მისცე ფული...

- ბარში არასრულწლოვანები თუ ხვდებიან?

- წესით, არ უნდა შემოუშვან, მაგრამ... უცხოელებს პატარა გოგონები მოსწონთ, ამიტომ მფლობელებს არასრულწლოვანების შემოსვლა უფრო ახარებთ. როცა ისინი შემოდიან, სტუმრები ბევრს ხარჯავენ და მათი მოტყუებაც ადვილია. ერთხანს მიმტანად ვმუშაობდი და უფროსების მითითებით, სასმელში წყალს ვურევდით. 30-ლარიან სასმელში 3-ჯერ მეტს ვიგებდით...  ასე რომ, კმაყოფილი უცხოელები კარგად გოიმდებიან, მერე პატარა გოგონებს ამოიჩრიან იღლიაში და მიდიან...

- გავიგე, გოგოებიც ჩხუბობენ ერთმანეთში?

- კლიენტს რომ წაგართმევს ვინმე, გაბრაზდები, აბა, რას იზამ! - ჩაერია საუბარში მეორე.

- მერე დაცვა რას აკეთებს ამ დროს?
- არაფერს, ჩხუბს სიამოვნებით უყურებს.

- ბარებში გასართობად სხვადასხვა ეროვნების ადამიანი დადის... ქართველებთანაც გექნებოდათ ურთიერთობა... ვინ უფრო მოსწონთ გოგონებს?
...პასუხის მოსმენისას მივხვდი, რომ ცუდად არის ჩვენს ქვეყანაში საქმე, განსაკუთრებით - მამაკაცებისთვის. როგორც კი ქართველი მამაკაცები ვახსენე, გოგონებმა ისევ გინების კორიანტელი დააყენეს...

ჩემი მასპინძლები დაახლოებით 20 წლის და ცოტა უმცროსებიც იყვნენ. ძნელია, საკუთარ თავს არ ჰკითხო: რა არის მათი ცხოვრება და ვინ ჩაყარა ამ დღეში სიცოცხლით სავსე მოზარდები? თავიდან, როცა ესაუბრები, გაბრაზებს მათი უხეშობა, მათი დამოკიდებულება ცხოვრებისადმი, მაგრამ თუ შეძლებ და დაინახავ, რას განიცდიან, სიბრალულის გრძნობა გიჩნდება. წამოსვლისას ერთ-ერთმა მომაძახა:

- არ მესმის იმ ქალების, რომლებიც ამბობენ, მეძაობა გაჭირვების გამო დავიწყეო. თავიდან ყველას სიამოვნებს იოლი გზით ფულის შოვნა, მერე აცნობიერებ, რომ ასეთი აღარავის სჭირდები და შენც ამ წუმპეში რჩები, შენნაირების გვერდით!..

"კვირის პალიტრა" აღმაშენებლის გამზირზე მდებარე არაბული ბარების მფლობელებსა და არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციის ხელმძღვანელ ლია თოდუას გაესაუბრა.
ლია თოდუა: - ამ ქუჩაზე ოფისი მაქვს და გვიანამდე მიწევს მუშაობა. ვერ წარმოიდგენთ, რა ხდება აქ ღამის საათებში. მიუხედავად იმისა, რომ აქვე პოლიციის შენობაა, არავინ ერიდება ჩხუბს, ყვირილს, ლანძღვა-გინებას. ყველაფერი თურქებს, ეგვიპტელებსა და ერაყელებს მიჰყიდეს. ყველგან ბარები აქვთ გახსნილი. უცხოელებს მოსწონთ ქართველი გოგონები, რომელთა შორის არიან 12-13 წლის არასრულწლოვანებიც და არის ერთი ამბავი. რა ხდება ჩვენს თავს, ვეღარ ვიგებ, რატომ არავინ აკონტროლებს ამ თავაშვებულობას?!

- შესაბამის უწყებებს არ მიმართეთ?
- წერილს ვამზადებ შს მინისტრისა და პრეზიდენტის სახელზე. მოვითხოვ, ჩაატარონ რეიდი. აქ ქუჩაზე გაჩერება აღარ შეიძლება, აღმაშენებელზე ქართველი თითქმის აღარ ცხოვრობს. ეს კორპუსი მთლიანად უცხოელებს აქვთ იჯარით აღებული. ბინის პატრონმა რამდენიმე დღის წინ მეც მომაყენა თურქები, ფართი უნდა დაცალოო...

აღმაშენებელზე მდებარე ერთ-ერთ ეგვიპტურ ბარს ვეწვიე. მეგონა, ჩემი სტუმრობა მფლობელებს გააღიზიანებდა, მაგრამ შევცდი - ბარის მენეჯერმა ყავაზეც კი მიმიპატიჟა. როცა ჩემი სტუმრობის მიზეზი გაიგეს, ბარის გოგონებმა თავგამოდებით დაიწყეს მფლობელის დაცვა. იქვე ახალგაზრდა კაცი ლუდს მიირთმევდა, მომიბრუნდა და ერთ-ერთ ქალზე მიმითითა, ეს ჩემი მეუღლეა, როგორ ფიქრობ, აქ გავაჩერებდი, ეს რომ მეძავების ბუდე იყოსო?! შეკითხვა უპასუხოდ დავტოვე, რადგან ეს იმას ჰგავდა, კაცი რომ იტყვის, ჩემი დედაო... და მერე დედის სადღეგრძელოს გულზე მჯიღისცემით დალევს...
ერაყული ბარისკენ გადავინაცვლე და მფლობელთან გასაუბრებაც მოვახერხე.

- 10 ნოემბერს აქ საშინელება ხდებოდა. ქართველი ბიჭები არაბებს გაუგონარი სიტყვებით აგინებდნენ. ერთი ბეისბოლის ჯოხით გამომიდგა, მაგრამ პოლიციამ გადამარჩინა. არეულობის დროს ბარის რეკლამა ჩაიმსხვრა. პოლიცია რომ არ ყოფილიყო, არ ვიცი, რა მოხდებოდა. მთხოვეს, ბარი დროებით დამეკეტა...

- თქვენს ბარს რატომ შეუტიეს?
- თავიდან თურქებთან ჰქონდათ პრეტენზია, მერე არაბების გინებაზე გადავიდნენ და ჩემი დასჯაც გადაწყვიტეს.
არ ვიცი, რა უნდათ ჩემგან, მე მიყვარს ეს ქვეყანა, არც მეძავები მყავს ბარში და არც ქართველი გოგონები შემოდიან ჩემთან.

- როგორ? ერთს მეც ვხედავ (ერაყელ ბიჭთან ჩახუტებულ ლამაზ გოგონაზე მივუთითე) და თუ ისურვებს, ახლავე გავესაუბრები!

- გამაგებინეთ, როგორ დავუშალო ადამიანს საჭმლის ჭამა და საუბარი?! რესტორანია და გარეთ ხომ არ გავაგდებ?!

მივხვდი, ბარის მფლობელთან საუბრის გაგრძელებას აზრი არ ჰქონდა და ერაყელ ბიჭთან მოკეკლუცე გოგონას მივადექი... მეგი კარგი მოსაუბრე აღმოჩნდა, - მომწონს, ბარებში ქართველ ბიჭებს რომ არ უშვებენ, ისინი უხეშობენ და ფარულად ვიდეოს იღებენ, შემდეგ კი სოციალური ქსელებით ავრცელებენო.

P.S. ბარიდან გამოსულს არ მასვენებდა ფიქრი, რა გვჭირს ქართველებს? ჩვენი ქალების ნაწილი უცხოეთში მძიმე შრომით შოულობს ფFულს (ნაწილი არავინ იცის, როგორ), აქ კი უცხოტომელი ქართველ ქალებს თვალწინ გვიბახებს(!).

www.kvirispalitra.ge

ჯიმუკ: ჯობია, რიპერბანის ან ვარდისფერი ფარნების უბნის მაგვარი ქუჩა ან კუთხე გახსნან, სახეზე“"მასკები" ჩამოიცვან და ივაჭრონ საკუთარი სხეულით...

გიორგი თურმანაული: ბარებში მუშაობით ბევრი ქართველი გოგო გაირყვნა... ბარები და მაიმუნური თავშეყრის ადგილები ჩვენს ქვეყანაში არ არის საჭირო. ვინც პატიოსნად ცხოვრობს და ფული არა აქვს, როგორ არის ცოცხალი?!

ირმა: როგორია, კაცი ზის სახლში კმაყოფილი იდიოტივით და ცოლი "დაქალთან რჩება"! რას ერჩი, მთავარია, ოჯახი აქვს:))))) ოჯახის ქალია, რააა:)))))

ნია:
ხალხო, თქვენი გამკვირვებია, ჩხუბობთ, ამას ვიზამთ და იმას ვიზამთო და არაფერს ამბობთ იმაზე, საქართველოს დედაქალაქის ცენტრში საროსკიპოები რომ გახსნეს გადამთიელებმა. ის გაწუხებთ, ამ საროსკიპოებში ქართველ კაცებს რატომ არ გვიშვებენო... თქვე დალოცვილებო, მთელი ქართველი ახალგაზრდობა დეგრადირების გზაზეა, ამაზე იფიქრეთ და ამას ებრძოლეთ! ასეთი საროსკიპოები საერთოდ უნდა აიკრძალოს საქართველოში და მერე მსგავსი რამ აღარ მოხდება...

უტა ბიწაძე
მკითხველის კომენტარი (34)
antibneleti
12 იანვარი 2017 15:14
საროსკიპოები ოფიციალურად უნდა გაიხსნას ქვეყანაში და იქ მომუშავე ყველა ქალი ოფიციალურ თანამშრომლად უნდა იყოს გაფორმებული საკუთარი გვარ-სახელით. შემდეგ აკონტროლონ სისტემატურად, რომ ვინმე არალეგალური თანამშრომელი არ მოხვდეს იქ. ბოზობა ვისაც უნდა, ის მაინც იბოზებს, მაგრამ პროსტიტუციის ლეგალიზება ნაწილობრივ მაინც დაარეგულირებდა სიტუაციას. ღრუზინა ტიპებს კი ვურჩევდი, რომ საროსკიპოებში მივარდნის ნაცვლად, გარეთ აკონტროლონ თავიანთი დები და ცოლები, არ მოაკლონ სიყვარული, მზრუნველობა და ყურადღება და არსად აღარ გაექცევიან საყვარელი ქალები, თუკი რაღაც სასწაული ჟინით არ იქნებიან შეპყრობილნი. ასეთებს მაინც ვერაფრით შეაკავებ, ამიტომ უნდა მიუშვა თავის ნებაზე!
NANAS
12 იანვარი 2017 14:54

შენ აღვირახსნილი "ნაცი" ხარ შენი აზროვნებით. პრემიერს ივანიშვილის მუმიას რომ ეძახი, სააკაშვილის დროს ყველა მისი მუმია (პოლიტიკოსები), ან საყვარლები იყავით. ნეტა რამ მოგაწონათ ეს ზნედაცემული (მიშა). 9 წელი პროსტიტუციაზე ხმა არ ამოგიღიათ. კიდევ კარგი აქედან გადახვეწილია ქვენი "პრინცი", თუ არა კიდევ უარესი სიტუაცია იქნებოდა. ქალს თუ ნამუსი არა აქვს, თუგინდ ცხრაკლიტულში მოათავსე. უსახსრობის გამო ქალი ბორდელში არ ივლის, ქუჩას გახვეტავს და პურის ფულს იშოვიის. ვაი ასეთების პატრონს.
nana
12 იანვარი 2017 12:46
ქართველი კაცები ტოტალიზატორებში,კაზინოებში.ქალები ბორდელებში,აი ესგა ვართ ქართველები,უფალო გადაგვარჩინე
რეალობა
12 იანვარი 2017 11:06
ბარში ბევრი "პატიოსანი ბოზი" დადის, რომლებსაც ოჯახები ჰყავთ(!). ზუსტად მაგ პატიოსანი ბოზები მოწონთ კაცებს, ოჯახში ცოლს არ აფასებენ და იქ გარბიააან. კაცებოოოოოო ტვინი გახსენიით!! თვალები გაახილეთ.
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.
1 1
რუბრიკის სხვა სიახლეები
თვის კითხვადი სტატიები