მამა ილია: როგორ შეიძლება უწმიდესს ერმა გერმანიაში სამკურნალოდ წასვლა დაამადლოს? - კვირის პალიტრა

მამა ილია: როგორ შეიძლება უწმიდესს ერმა გერმანიაში სამკურნალოდ წასვლა დაამადლოს?

"პატრიარქის მანქანა პირადი მანქანა არ არის. პატრიარქი არ ერევა იმაში, თუ რომელი მანქანით გადაადგილებენ მას. ვინმეს ესიამოვნება, რომ უწმიდესი ზაპოროჟეცით გადაადგილდებოდეს და იმ დროს ვინმე მერსედეს ბენცით დადიოდეს? პატრიარქს პირადი ქონება არ აქვს. უწმიდესმა პირადი ქონება მისცა ერს. არც ის საპატრიარქოს სახლია უწმიდესისა და არც ის მანქანა არის მისი. პატრიარქი აბსოლუტურად უპოვარია, როგორც პიროვნება, იგი მთლიანად ეკუთვნის ქვეყანას და ხალხს. როგორ შეიძლება უწმიდესს ერმა ან ვინმემ დაამადლოს, რომ გერმანიაში სამკურნალოდ წავიდა? ოღონდ ჩვენი უწმიდესი კარგად იყოს და... ის არის ჩვენი ერის მამა და ჩვენი წინამძღოლი და ჩვენ უნდა ვლოცულობდეთ, რომ უწმიდესი კარგად იყოს, იმიტომ რომ მისი ავადმყოფობა არის ჩვენი ერის, ჩვენი ცოდვების ტვირთი. ის ჩვენ გვტვირთულობს და იმიტომ ხდება ასე. თუ არ გვიტვირთავს, მას არც არაფერი არ ექნება, იგი ფიზიკურად ძალიან ჯანმრთელი ადამიანია. მაგრამ ამ ცოდვებისა და ამდენი სიმძიმის გამო დაიღალა... ამიტომ, ამაზე საუბარი დიდი მკრეხელობაა. " - განაცხადა განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს ქარელის წმინდა ნიკოლოზის საკათედრო ტაძრის მოძღვარმა და თელავის უნივერსიტეტის ასისტენტ - პროფესორმა მამა ილია ჩიკვაიძემ.

ასევე იხილეთ: მამა ილია: "როცა ერი მშიერია, 100 000-იანი მანქანით არ უნდა იაროს არც სასულიერო და არც საერო პირმა"