”ტკბილი, ერთიანი ოჯახი გვაქვს” - ქართულ-ნიგერიული ოჯახის საახალწლო სიხარული - კვირის პალიტრა

”ტკბილი, ერთიანი ოჯახი გვაქვს” - ქართულ-ნიგერიული ოჯახის საახალწლო სიხარული

"მაიკლი თეთრი ფერის კანით დაიბადა, მაგრამ მეორე დღიდან კანის გამუქება დაეწყო და დღითი დღე მამას ემსგავსება"

"სამოელი ნამდვილი ქართველია - ქართული ადათ-წესების მოყვარული და ტრადიციების მიმდევარი"

საპატრიარქოს წმინდა იოაკიმესა და წმინდა ანას სახელობის სამედიცინო კლინიკაში პირველი უცხოელი - ნიგერიელი მაიკლ აბიოი დაიბადა. მაიკლს დედა ქართველი ჰყავს. თეონა თამარაშვილი და მისი პირმშო თავს კარგად გრძნობენ.

როგორც მეან-გინეკოლოგი ალეკო დიაკონიძე ამბობს, მაიკლი თეთრი ფერის კანით დაიბადა, მაგრამ მეორე დღიდან კანის გამუქება დაეწყო და ახალშობილი დღითი დღე მამას ემსგავსება.

საქართველოსა და ქართველ ცოლზე შეყვარებული სამოელ აბიოი ნიგერიიდან სამუშაოს საძებნელად ჩამოვიდა. სამსახურიც იშოვა და სიყვარულიც ეწვია. ასე შეიქმნა ქართულ-ნიგერიული ოჯახი. სამოელი ქართულ ენას უკვე სწავლობს და წინადადებების გამართულად თქმასაც ნელ-ნელა ახერხებს.

- თეონა, სად და როდის გაიცანით ერთმანეთი?

- მე მანდატურის სამსახურში ვმუშაობ, მისაღებში. სამოელი თავის საქმეებზე მოვიდა და ასე გავიცანით ერთმანეთი. ურთიერთობაც აგვეწყო და შედეგიც სახეზეა - უკვე შვილი გვყავს.

- როგორც ვიცი, უფროს გოგონას ზრუნვას არ აკლებს შენი მეუღლე.

- უფროსი შვილი პირველი ქორწინებიდან მყავს, მაგრამ სამოელი ბავშვებს არ არჩევს. ჩვენ ერთიანი, ტკბილი და მოსიყვარულე ოჯახი გვაქვს. ვაზისუბანში ვცხოვრობთ ნაქირავებ ბინაში.

- თუ მოსწონს ქართული ტრადიციები?

- ხანდახან ვფიქრობ, რომ სამოელი ნამდვილი ქართველია - ქართული ადათ-წესების მოყვარული და ჩვენი ტრადიციების მიმდევარი. ბედნიერი ვარ ჩემი მეორე ნახევრით.

***

- სამოელ, რატომ გადაწყვიტე ქართველ ქალზე დაქორწინება?

- შემიყვარდა ეს ქვეყანა და რა გასაკვირია, ქართველი ქალი შემყვარებოდა?!. ჩემი შვილის დედა ყველაზე ლამაზი ქალია ჩემთვის. მადლობას ვუხდი, ასეთი ლამაზი შვილი რომ გამიჩინა. პასუხისმგებლობა მომემატა და ძალიან ბევრი უნდა ვიმუშაო, ოჯახი უზრუნველყოფილი რომ მყავდეს.

თეონა თათარაშვილის თქმით, მაიკლი მართლმადიდებლური წესით მოინათლება და ქართული ეკლესიის მრევლი გახდება.

სტატია სრულად იხილეთ ჟურნალ ”გზის” ხუთშაბათის ნომერში.