”ხელოვნური განაყოფიერება ჩუკენობის ცოდვის თანაზიარია” - მიტროპოლიტი დიმიტრი - კვირის პალიტრა

”ხელოვნური განაყოფიერება ჩუკენობის ცოდვის თანაზიარია” - მიტროპოლიტი დიმიტრი

”საღმრთო ნაწილი ბრძანებს, რომ მეჩუკნენი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებენო”

”ეკლესია ერთი ბავშვის მოწყვეტასაც კი გმობს და აქ ერთდროულად ხდება ოცი, სამოცდაათი, ოთხმოცი”

"ხელოვნურ განაყოფიერებას ეკლესია ეწინააღმდეგება იმიტომ, რომ ადამიანი უმცირესად ორი ცოდვის თანაზიარია: პირველი ჩუკენობა (ონანიზმი), რომლის შესახებაც საღმრთო ნაწილი ბრძანებს, რომ მეჩუკნენი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებენო, მეორე და უმთავრესი შვილის მკვლელობა, აბორტი.

ხელოვნური ჩარევის დროს ნაყოფიერდება არა ერთი, ორი ან სამი ბავშვი, არამედ ორმოცდაათი, სამოცი ან სულაც ასი (ამას მეცნიერებიც ვერ უარყოფენ). ამდენი ბავშვების გაჩენა რომ შეუძლებელია, ამიტომ ხდება ემბრიონების განადგურება. (საღმრთო წერილის თანახმად ის უკვე სულია) და რა ხდება, ეკლესია ერთი ბავშვის მოწყვეტასაც კი გმობს და აქ ერთდროულად ხდება ოცი, სამოცდაათი, ოთხმოცი და ასე შემდეგ. სულის მოწყვეტა ანუ აბორტი, ეს ცოდვა კი ძალზედ მძიმეა.

ეკლესიის მამები გვასწავლიან: ჰეროდეს ცოდვაზე უმძიმესია, რამეთუ ჰეროდეს თავისი შვილები არ მოუკლავს (დაუხოცია) და აქ ამაზე ეკლესიამ ხმა არ უნდა ამოიღოს?", - წერს მიტროპოლიტი დიმიტრი შიოლაშვილი საკუთარი "ფეისბუქის" გვერდზე.