ბესო ზანგური: "ორ ფეხზე დაყენებულო ღორებო, 26 მაისზე ხმა არ ამოგიღიათ და ეხლა ღრიალებთ "ფრეედომ"-ს?! - კვირის პალიტრა

ბესო ზანგური: "ორ ფეხზე დაყენებულო ღორებო, 26 მაისზე ხმა არ ამოგიღიათ და ეხლა ღრიალებთ "ფრეედომ"-ს?!

"როგორ შეიძლება 26 მაისი "გაატარო" და უკრაინაში უგულშემატკივრო ხალხს?! როგორ შეიძლება, ქართული ჯიში არ გაღელვებდეს და სხვამ აგაღელვოს?!"

"ნაციონალების" აქტიურობა უკრაინის მოვლენებზე ყალბი და გულისამრევია"

"26 მაისზე ხმა არ ამოგიღიათ და ეხლა ღრიალებთ "ფრეედომ"-ს?! ვისაც გინდა იმას უგულშემატკივრეთ, მეც გული მტკივა, რაც ხდება კიევში, მაგრამ 7 ნოემბერს რომ მცემეს და სამებაში მივრბოდით მე და გაგი სვანიძე, ვინ შემოგვაშველეთ ხელი?! იმ ხალხს ვგულისხმობ, ვინც დღეს იჭაჭებით კლიპებში და გიცნობთ და მემეგობრებით, თორემ სხვა ვიცი, ვინ რა სუნისაც ხართ!!! 26 მაისს დამთავრდა სპექტაკლი და რომ გამოვედით გარეთ და გადაგვლესეს ნიღბიანებმა რატომ არ ამოიღეთ ხმაა?! ამიტომ არ მჯერა მე თქვენი პრომოებისა და საერთოდ თქვენი არცერთი სიტყვის, არცერთი ცრემლის!!! თქვენ მხოლოდ ფული გინდათ!!! და ჭამეეეთ ჭამეეეეეთ ჭაააააამეეეეეეთ ჭაამეეეეეეთ ჭააააააააააამეეეეეეეეთ ორ ფეხზე დაყენებულო ღორებოოოოო, მაინც ვერ აცოცდებით!!!" - ეს სიტყვები რუსთაველის თეატრის მსახიობმა ბესო ზანგურმა საკუთარი ფეისბუქის გვერდზე გამოაქვეყნა. მოგვიანებით მსახიობს ჩვენც დავუკავშირდით.…

- ვთვლი, რომ ადამიანის უფლებები პოლიტიკური შეხედულების მიხედვით არ უნდა განისაზღვროს. თუმცა, ფაშისტურ პარტიას თუ ბანდფორმირებას აბსოლუტურად უნდა შეუჩერდეს ასეთ საკითხებზე პროტესტის გამოხატვის უფლება! რადგან: - ეს არის პარტია, რომელიც ამართლებდა გირგვლიანისა და სხვა ადამიანების უკანონოდ მკვლელობას! ეს არის პარტია, რომელმაც "გააპრავა" აგვისტოს ომი! ეს არის პარტია, რომელიც 9 წლის მანძილზე თვალს ხუჭავდა ძალადობაზე და საკუთარი ქურქის დახევის შიშით ხმას არ იღებდა წამებებზე და მთელ რიგ უსამართლობებზე! პარტია ხომ ხალხია, ამიტომ მაღიზიანებს მათი ნებისმიერი პროტესტი! რადგან ეს ყველაფერი ყალბია! აბა, როგორ შეიძლება 26 მაისი "გაატარო" და უკრაინაში უგულშემატკივრო ხალხს?! როგორ შეიძლება, ქართული ჯიში არ გაღელვებდეს და სხვამ აგაღელვოს?! - არ არსებობს! ამიტომ ეს ყველაფერი ყალბია, ფარსი და გულისამრევი!

- ამბობთ, რომ "ნაციონალების" სისასტიკე თქვენ თავზე გამოცადეთ.. როგორც რობიკო სტურუას რჩეულ მსახიობს, ალბათ დისკომფორტიც შეგეხოთ...

- ყოველთვის ვიბრძოდი უსამართლობის წინააღმდეგ! 2005 წლიდან! 7 ნოემბერი გადავიტანეთ, აგვისტოს ომი, მერე დადგა ის საშინელი 26 მაისი! ამასობაში დაარტყეს ჩემს უსაყვარლეს თეატრს! თეატრიდან გაურკვეველი მიზეზების გამო გაუშვეს რობერტ სტურუა! მსოფლიოს ხან რა სახით ანახეს და ხან რა სახით ჩვენი ქვეყნის სირცხვილი! მახსოვს, წერდნენ მსოფლიო ვარსკვლავები ალან რიკმანი და ვანესა რედგრეივი, რომ დიდი უხეშობა იყო სტურუას მიმართ მსგავსი საქციელი! მაგრამ როგორც ხედავთ, ყველაფერი დალაგდა! თუმცა მე მაინც ასე დავამთავრებდი - გაიმარჯვა კი სიმართლემ?

- რატომ დაამთავრეთ ასე პესიმისტურად?

- არ არის პესიმისტური. პირიქით იმ სიქაჯეს გამოვრიცხავ, რაც წარსულში ხდებოდა. ედუარდ შევარდნაძეს დაუჩოქეს, არ წახვიდეო, მერე მიშა გახდა ბელადი და აი შედეგი: ისეთ დღეში ჩაგვყარეს, კიდევ გაოცებულები დავდივართ. უნდა იცოდეს პრეზიდენტმაც და ხელისუფალმაც, რომ ხალხს ის სულ კონტროლზე ყავს და ხალხი ჯანსაღი თვალით უყურებს ყველაფერს! არაა საქართველო თვალშინაცარშესაყრელი ხალხით დაკომპლექტებული ქვეყანა!

- ისევ უკრაინის მოვლენებს დავუბრუნდეთ.. "ნაციონალები" პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს აკრიტიკებენ, უკრაინაში რომ არ ჩავიდა..

- ნაციონალები რას აკრიტიკებენ, ეგ უკვე აღარავის აღარ აღელვებს, მგონი თვითონ ნაციონალებსაც.