ოთო ნემსაძე: ეს "თელასი" კოტრდება და ვალი აქვს თუ გადასახადი ოთხჯერ რატომ გაძვირდა?
გაზის და ელექტროენეგიის გაორმაგებული გადასახადების გამო, მოსახლეობა დღითიდღე გამოთქვამს პროტესტს. უკვე რადენიმე დღეა უკმაყოფილება არ ცხრება, სახლში მიტანილ ქვითრებზე გაცილებით უფრო დიდი ციფრები წერია, ვიდრე მოქალაქეები ელოდებიან. გაზის გადასახადის გაორმაგების გამო აღშფოთება ვერ დამალა ლალი მოროშკინამ. ელექტროენერგიის შეუსაბამოდ გაზრდილ გადასახადთან დაკავშირებით კი პროტესტი მომღერალმა ოთო ნემსაძემაც გამოთქვა. როგორც ირკვევა, სულ ცოტა ხნით სამშობლოში დაბრუნებულ ნემსაძეს, "თელასი"-ს 140 ლარიანი გადასახდელი ქვითარი მიუვიდა.
"მაპატიეთ შეწუხებისთვის, ძალიან მაინტერესებს, ეს "თელასი"-ს გადასახადი ოთხჯერ გაძვირდა თუ კოტრდება და ვალი აქვს? :@ ქვითარი მომივიდა და დაახლოებით ოთხჯერ მეტი მაქვს გადასახდელი, ვიდრე უნდა მქონდეს... მე გაზზე ვთბები. ეს შუქი სულ ერთოთახიანი სახლი მაქვს და აი ძალიან გაბრაზებული ვარ, არ გადავიხდი, გამითიშავენ და ამოვიყვან ყველა ტელევიზიას. დამაწყებინებენ ინტრიგნობას, ვხვდები" - წერს ოთო საკუთარ ფეისბუქ გვერდზე.
მის პოსტს მისი მეგობრებიც გამოეხმაურნენ, ყველა გაზრდილ გადასახადებზე გამოთქვამს პრეტენზიას. მომღერალმა აღშფოთება ვერც ჩვენთან საუბარში დამალა:
ოთო ნემსაძე:
"ოხ მე მაგათი.. მე მომივიდა გაზის და შუქის გაოთხმაგებული გადასახადი. ვერ გავიგე რა ხდება? 140 ლარი მომივიდა, რაც აბსურდია. რატომ უნდა გადავიხადო ოთხჯერ მეტი? რაში უნდა დამეხარჯა, ქარხანა მაქვს სახლში თუ რა? ახლა ძალიან მეჩქარება, ლვოვში მივფრინავ და ვაგვიანებ. ჩემი ძმა ორშაბათს მივა და გაარკვევს. თუ გამითიშავენ და მაგათი აჯობებს მერე".
ფოტო ეკუთვნის გიორგი ცაავას.
ეკა ჩიკვაიძე (სპეციალურად საიტისთვის)