"ისეთი მთავარსარდლის დედა ვატირე, რომელიც ომიდან შეშინებული გაიქცევა"
მსახიობი ჯაბა კილაძე პოლიტიკურ მოვლენებს მუდმივად თვალყურს ადევნებს და სიტუაციაში კარგადაც ერკვევა. წინა ხელისუფლება არ მოსწონდა, ახალს კი იმედის თვალით უყურებს, თუმცა გარკვეული შენიშვნები მასთანაც აქვს.
ჯაბა:
- მთავრობაში ფულს დახამებული, დაბოღმილი, რესტორნებსა თუ ბარებში მოგულავე "სასტავი" არ უნდა მოდიოდეს. უნდა იყვნენ ნამდვილი პროფესიონალები, რომლებსაც პარლამენტის წევრობა იმის გამო კი არ უნდათ, რომ მერე შარდენზე ნაშებთან ერთად "იგულაონ". ახალი ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი უკვე ასე იქცევა. არ მომწონს, კახი კალაძეს რომ აკრიტიკებენ. მარტო იმიტომ არის ეს კაცი დასაფასებელი, რომ ნიჭიერია. ყველაფერს დამოუკიდებლად მიაღწია. პოლიტიკაში აბსოლუტურად განსხვავებული სფეროდან, სპორტიდან მოვიდა. იგივე შემიძლია, ირაკლი ღარიბაშვილზეც ვთქვა: მართალია, ასაკით საკმაოდ ახალგაზრდაა, მაგრამ საქმეს კარგად აკეთებს.
***.
- ახლა აქტუალური სოჭის ოლიმპიადაა. ამ საკითხზე რა აზრის ხარ - უნდა წასულიყო თუ არა იქ ქართული დელეგაცია?
- რუსეთი მთელი თავისი ისტორიის მანძილზე სულ დამპყრობელი და ოკუპანტი იყო. არასოდეს ლიბერალური და დემოკრატიული არ ყოფილა. ყოველთვის იყო იმპერია, რომელიც თავის ხალხს უსწორდებობა სასტიკად და ჩვენ რას გვიზამს? ამიტომ ჩვენ მხოლოდ ორი ვარიანტი გვაქვს: ან მთელი ცხოვრება უნდა ვეომოთ, ან ურთიერთობის დალაგების გარკვეული გზა უნდა გამოვნახოთ. ომს აზრი არ აქვს, რადგან ეს იგივეა, ჭიანჭველა სპილოს ეომოს. მართალია, მიშა ყვიროდა, ომი მოვიგეო, მაგრამ ასე ხომ არ იყო? იმისთანა მთავარსარდლის დედა ვატირე, რომელიც ომიდან შეშინებული გაიქცევა... ამიტომ გამოსავალი უნდა ვიპოვოთ, რაც იმაში გამოიხატა, რომ ქართული დელეგაცია სოჭში გაემგზავრა.
ინტერვიუ სრულად იხილეთ ჟურნალ ”გზის” ხუთშაბათის ნომერში.