დაგლას ფრანცი - "თქვენ ნამდვილად დიდებული ათწლეული გქონდათ" - კვირის პალიტრა

დაგლას ფრანცი - "თქვენ ნამდვილად დიდებული ათწლეული გქონდათ"

თქვენ ნამდვილად დიდებული ათწლეული გქონდათ, - ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილემ საზოგადოებრივ საქმეთა საკითხებში დაგლას ფრანცმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"მიხარია, რომ კვლავ ვიმყოფები საქართველოში. 2000-იანი წლების დასაწყისში მქონდა შესაძლებლობა, არაერთხელ ჩამოვსულიყავი თქვენს ქვეყანაში, როგორც "New York Times"-ის ჟურნალისტი. 11 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოში არ ვყოფილვარ და გუშინ ღამე, როდესაც ჩამოვფინდი და დღესაც, როდესაც ქალაქში ვმოძრაობდი, ნამდვილად თვალში საცემია ის საოცარი ტრანსფორმაცია, რომელიც თქვენმა ქვეყანამ უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში განიცადა. თვალში საცემია დინამიურობა, ეკონომიკური ზრდა. თქვენ ნამდვილად შესანიშნავი ათწლეული გქონდათ", - აღნიშნა სახელმწიფო მდივნის მოადგილემ.