”ვო ტაკ!” - ვინ არის პატარა მეგრელი გოგონა, რომელის ვიდეოც სოციალურ ქსელში აიტაცეს
”ვო ტაკ!” - ვინ არის პატარა მეგრელი გოგონა, რომელის ვიდეოც სოციალურ ქსელში აიტაცეს
05-07-2014
სოციალურ ქსელში ცოტა ხნის წინ ერთი პატარა მეგრელი გოგონას ვიდეო სახელწოდებით: "ვოტ ტაკ!" გავრცელდა: გოგონა კამერის წინ საოცარი მანერებით, მეგრული აქცენტითა და ინტონაციით ჰყვება ამბავს, თუ როგორ გააბრაზა მეგობარმა, როგორ უმადურად მოექცა, მიუხედავად იმისა, რომ მან თავისი ფულით დაქალს შოკოლადი "ოზმოც" კი უყიდა. მოკლედ, პატარა ნინია წუხს იმაზე, რომ მადლობაც არ გადაუხადეს... ვიდეო სოციალურ ქსელში მაშინვე პოპულარული გახდა, მოიარა ყველა საიტი, უამრავმა ადამიანმა მოიწონა და "ფეისბუქის" პირად გვერდებზეც ატვირთეს და გაიზიარეს.

ამ პატარა გოგონას ვინაობით დავინტერესდი და დავადგინე, რომ ის წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, კერძოდ, ჯვარში ცხოვრობს. შვილის შესახებ ნინია ციმინტიას დედას, ლანა შენგელიას ვესაუბრე:

- ნინია ჯერ 5 წლის არ არის. ორი ვაჟკაცის შემდეგ მისი ამ ქვეყნად მოვლენა ჩვენი ოჯახისთვის უდიდესი სიხარული იყო. ის უფროსი ძამიკოს, დაჩის დაბადების დღეზე გაჩნდა.

- ოჯახის ნაბოლარა შვილია და ალბათ, ანებივრებთ...

- ვერ გეტყვით, რომ განებივრებულია, არ მიყვარს, როცა პატარას ყველა სურვილს უსრულებენ. ზომიერება ყველაფერში საჭიროა.

- რას გვეტყვით მის ცნობილ ვიდეოზე და იქ ასახულ თქვენი შვილის ემოციებზე?


- ძალიან გულწრფელია ვიდეოში მისი ემოცია, თუმცა იცის, რომ უღებენ და ცოტას თამაშობს კიდეც, სხვადასხვა მიმიკას იღებს... იმ კონკრეტულ ვიდეოში ნათესავის გოგონა სანდრაზეა ნაწყენი, რომელმაც მასთან თამაში რატომღაც არ ისურვა. იმაზეცაა შეწუხებული, რომ მისთვის "ოზმო" ჰქონდა ნაყიდი და მისგან ერთი მადლობაც ვერ მიიღო... მოკლედ, იმ დღეს სანდრას სახლიდან გაბრაზებული წამოვიყვანე, მაგრამ რაც მთავარია, წყენა გულში დიდხანს არ დაუტოვებია და მეგობართან შემდეგი შეხვედრისას ის გაბრაზება არც კი ახსოვდა, ერთმანეთის ნახვა ისე გაუხარდათ!

- ვინ უღებს ვიდეოს?

- ჩვენი ნათესავი ლანა ქარდავა მას სხვადასხვა ხასიათის სახალისო ვიდეოს უღებს და თავის "ფეისბუქის" გვერდზე ტვირთავს. ბევრს ვხალისობ ადამიანების კომენტარებზე. უღრმესი მადლობა
You must have Flash Player installed in order to see this player.
ყველა იმ ნაცნობ თუ უცნობს, რომლებიც ესიყვარულებიან და ჩემს გოგონას კეთილ სურვილებს უგზავნიან. ყველა დედას დაულოცოს შვილი!


- რაზე ოცნებს პატარა ნინია?

- მისი სურვილია, რომ ექიმი გამოვიდეს და ყველას უმკურნალოს. ძალიან განიცდის, როცა გაიგებს, რომ ამა თუ იმ პატარას დედა ან მამა არ ჰყავს. ხშირად შემოუთავაზებია - ვინახულოთ და საჩუქარი მივუტანოთ, ცოდოაო. ჩვენც შეძლებისდაგვარად ამას ვახერხებთ...

ლანა ქარდავა, ადამიანი, როემლიც გოგონას ვიდეოებს უღებს და ინტერნეტით ავრცელებს:

- ნინია ჩემი უმცროსი მეგობარია, დაქალი (იცინის). ძალიან თბილი, ჭკვიანი და საყვარელია ჩვილობიდან. მისი ვიდეოები ხალხს ისე მოსწონს, რომ "ფეისბუქის" გვერდებზე აზიარებენ. ბევრს მატრაკვეცა ჰგონია, მაგრამ სცდება...

- ვიდეოდან, რომელიც გადაუღეთ და სადაც მეგობარზე ბრაზობს, ჩანს, რომ უმადურობა არ უყვარს...


- კი, პატარა სამართლიანი ადამიანია. მეგობარს შოკოლადი "ოზმო" უყიდა და მისგან მადლობაც ვერ მიიღო, ამაზე გული დასწყდა...

- როდესაც ვიდეოს უღებთ, არ აპროტესტებს?

- მერე იმ გადაღებულ მასალას თვითონ მორცხვად უყურებს ხოლმე. პაროდიის საოცარი უნარიც აქვს. ბევრ ადამიანს ბაძავს... სოციალურ ქსელში მისი რამდენიმე ვიდეო მაქვს სხვადასხვა დროს ატვირთული, მაგრამ ბოლომ საოცარი მოწონება დაიმსახურა. "იუთუბზეც" ძალიან ბევრმა ადამიანმა ნახა.

იხ. ვიდეო: ”ვო ტაკ!” - მეგობარზე განაწყენებული პატარა მეგრელი


ლალი ფაცია (სპეციალურად საიტისთვის)
ანა
29 ივლისი 2014 13:43
მაგარი ბავშვია ძალიან.
davit -ს რომელი კუთხის წარმომადგენელი ბრძანდებით, პატივცემულო? დავესესხები luxo-ს და ,,თითო-ოროლა ბრიყვი, უბირი, უზნეო, მლიქვნელი, უჟმური და ვიგინდარა ყველგან შეგხვდებათ" . ჰოდა თუ ის ხუმრობით დაწერეთ, ჩათვალეთ მეც გაგეხუმრეთ, თუ არადა თქვენზე ყოფილა ნათქვამი ეს სიტყვები.
luxo
29 ივლისი 2014 12:01
ბატონო "დავიტ"თუ კი ამის საშუალება გექნებათ, შემოიარეთ საქართველო და თითო კვირა მაინც იცხოვრეთ მის სხვადასხვა ეთნოსში, და გარწმუნბთ, დარწმუნდებით იმაში რომ ჩვენ, საქართველოდან გასაყრელი ხალხი არა გვყავს. ისე კი გეტყვით; თითო-ოროლა ბრიყვი, უბირი, უზნეო, მლიქვნელი, უჟმური და ვიგინდარა ყველგან შეგხვდებათ, მაგრამ ბოლოს მაინც იტყვით: "სხვა საქართველო სად არის რომელი კუთხე ქვეყნისა, ერი გულადი პურადი მებრძოლი თავის ბედისა"
სხვა სიახლეები
დღევანდელ წერილში რამდენიმე ქართველი პოლიტიკოსის თავს გადახდენილ მხიარულ ისტორიებს მოგიყვებით.
დაწვრილებით...
"სულ ნოსტალგია მაქვს, როცა "ფეისბუკში" ჩემი მშობლიური და საყვარელი დაბა ცემის ფოტოებს ვუყურებ - წელს მაინც რამხელა თოვლი მოსულა"!
დაწვრილებით...

გერმანიის და ავსტრიის ეპარქიის სამღვდელოება და მრევლი ეპარქიის მმართველად მიტროპოლიტ სერაფიმეს (ჯოჯუა) დანიშვნის გამო პროტესტს გამოთქვამს.
დაწვრილებით...
რამდენიმე დღის წინ, საქართველოს პირველი ლედის მაკა ჩიჩუას ძმა, მიხეილ მგალობლიშვილი დააკავეს.
დაწვრილებით...
კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 58%-სთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული საკითხი კვლავ სამუშაო ადგილებია.
დაწვრილებით...
თენგიზ აბულაძის ფილმის - "მე, ბებია,­ ილიკო და ილარიონი" - გადაღებისას ბებიის როლის შესასრულებლად 55 წლის სეს­ილია თაყაიშვილმა საღი კბილები დაიძრო.
დაწვრილებით...
PRIME
როგორც კი პუტინის მანქანა ჯორს გაუსწორდა, ეს უკანასკნელი ადგილს მოსწყდა, სწორედ პრეზიდენტის მანქანის წინ დადგა. პუტინი შეეცადა, მისთვის გვერდი აევლო, მაგრამ ამაოდ - ჯორი იქით გადადგა, რა მიმართულებითაც პუტინმა წასვლა გადაწყვიტა. ბოლოს პუტინმა ჯორს თავი დააღწია და მინიმალური სიჩქარით გააგრძელა გზა. ასე მიდიოდნენ ფეხშეწყობილად..­.
დაწვრილებით...
PRIME
"ვეფხისტყაოსანი" ქართველებისთვის­ ის ძეგლია, რომელსაც ჯერაც ვერც ერთი ქართული შედევრი ვერ გაუტოლდა, ამიტომაც მის სცენაზე გადატანას ყველა ერიდებოდა,
დაწვრილებით...
PRIME
"კარგია, როცა ქვეყანა შენდება, მაგრამ ეს იმას ხომ არ ნიშნავს,­ შენი ქვეყნის ისტორია წყალმა წაიღოს..."

შალვა ივანიძე: "სუვენირების გამყიდველი ვარ, მაგრამ შენი ქალაქის ისტორია როგორ არ უნდა იცოდე? გული მწყდება, რომ ახალმა თაობამ თავისი ქვეყნის წარსულის შესახებ ნაკლებად იცის"
დაწვრილებით...
PRIME
ქირავდება 1,5 ოთახიანი ბინა დღიურად,
ტერიტორიაზე განთავსებულია: ადმინისტრაციული შენობა 650კვ.მ;
გირავდება ბინა საბურთალოზე, 25 000$-ად
სასწრაფოდ! იყიდება მშენებარე კორპუსში ბინა
მასალების გადაბეჭდვა/რეპროდუცირება აკრძალულია, იხილეთ მასალის გამოყენების პირობები