თომა ბეთანელი, ეგზორცისტი - "მივედი, დავცხე წიხლი და გამოვდევნე ეშმაკი" - კვირის პალიტრა

თომა ბეთანელი, ეგზორცისტი - "მივედი, დავცხე წიხლი და გამოვდევნე ეშმაკი"

ცოტა ხნის წინ ინტერნეტით გავრცელდა ვიდეო, რომელში სოფელ ჭოგნარში მომხდარი სცენაა ასახული. ვიდეოში "ეშმაკით შეპყრობილ" პიროვნებას თომა ბეთანელი "მკურნალობს", ატარებს სატანის განდევნის, ე.წ. ეგზორციზმის რიტუალს. ჩვენ დავუკავშირდით თომა ბეთანელს და რამდენიმე კითხვა დავუსვით:

- იმ ბიჭს 5 ეშმაკი ყავს შესეული, ხოლო ტაძრის მღვდელმა იოანემ მიატოვა ეს დემონშეპყრობილი და დაიმალა. მე კი მივედი, დავცხე წიხლი და გამოვდევნე ეშმაკი. მე თომა ვარ, ამბოხებული თომა. მეშვიდე თომა ვარ მე, ცეცხლოვანი ხმლის მფლობელი. რადგან ტაძრის წინამძღვარი მამა იოანე დამემალა, იმ ვიდეოში სწორედ იმას ვუყვირი, მოდი-მეთქი, მაგრამ შეეშინდა ეშმაკისეულის და მე შემატოვა. მერე კიდე ხალხში იქადაგა, თომას ნუ ენდობითო.

- რა ლოცვით განდევნეთ ეშმაკი?

- უფლის სიტყვით გავდევნე. მე უფალმა მომცა ეს ძალა. დავიძახე იესოს მადლით და ისე გავაკეთე ეს. მე ბიბლიით ვმოქმედებ.

- ბოროტის განდევნა ხდება კვეთებულის ლოცვით და თუ ეპისკოპოსისგან არაა კურთხევა, ამ ლოცვის წაკითხვა არ შეიძლება. თქვენ ვინ მოგცათ ამის კურთხევა?

- მე ამის კურთხევა უფლისგან მაქვს. ზოგიერთი ეპისკოპოსი ქათამია, გეია. იმიტომაც ვიძახი, გეებისგან და "სუკის" აგენტებისგან უნდა გაიწმინდოს ჩვენი ეკლესიები. შემინარიაშიც სწავლობენ გეები. შეიმოსებიან დიაკვნებად, მაგრამ არიან ქათმები. ამას რომ ვამბობ, იმიტომ გამომიყვეს ჯგუფი სალანძრავად.

- ბევრი ამბობს, რომ ესა თუ ის ძალა მისცა უფალმა, თუმცა რეალურად თვითმარქვიები არიან. იქნებ თქვენც თვითმარქვია ხართ?

- პატრიარქმა თქვა, მიგიღებო, მაგრამ დაცვას მისცა ბრძანება პატრიარქის მდივანმა, შორენამ - არ მიუშვათ თომაო. ეგ ქალი არის მაფიოზი. მე თავად უწმინდესმა მითხრა, ყველგან შესვლის და ქადაგების უფლება გაქვსო.

- და მრევლს რატომ არ ეუბნება უწმინდესი, რომ თქვენ ასეთი წმინდა მამა ხართ?

- დაბლოკილი ყავთ უწმინდესი და ამიტომ. უწმინდესი მოწამლა ერთ-ერთმა ეპისკოპოსმა და უფალმა გამოაცოცხლა. ქუთაისის ეპისკოპოსი რომაა, ეგ კაცი ამბობდა, დავით აღმაშენებელი მოვიდაო და ამ დროს სააკაშვილზე ლაპარაკობდა. ივანიშვილმა 1000 გეი ჩამოიყვანა და 5000 კიდევ დამალული ყავდათ და ესენი ჩემზე იტყვიან რამეს?

- ვიდეოში ჩანს, რომ ხალხი ფეხებზე გკოცნით...

- კიდევ ბევრი მაკოცებს ფეხებზე, მაგრამ მერე ისევ დევნას დამიწყებენ. იმ ვიდეოში, ვინც მკოცნის, ყველას ვეუბნები წადით მეთქი.

- საუბრის დროს გამუდმებით რატომ ყვირით?

- ხან მშვიდი ვარ, ხან ვღელავ და მაგიტომ ვყვირი. ძალას მაძლევს ხოლმე ყვირილი.

- აცხადებთ, რომ სალოსი ხართ...

- ჰო. გაიგოს ხალხმა რომ საკუთარი არაფერი მაქვს. სკამიც არა მაქვს. მხოლოდ ხატები მაქვს. ბინა ნაქირავები მაქვს, გაჭირვებით ვიხდი 300 ლარს. უფრო სწორედ, სხვები მიხდიან. თქვენ იცით, ცოტა ხნის წინ 5000 კაცს უნდოდა ჩემი ჩაქოლვა. 20 საუკუნეა გასული, რაც ადამიანებს ქოლავდნენ და ახლა ჩემსავით გლახაკის ჩაქოლვა უნდოდათ. ვიღლები და ზოგჯერ სასმელს ვსვამ ხოლმე, რადგან დამშვიდება მინდა, მძიმეა ეს ყოფა. გუშინ ავადმყოფთან ვიყავი და ღვინის ბოთლი გავხსენი, ხელი გამეჭრა და წამომივიდა სისხლი. დალიეთ-მეთქი, ხალხს ვუთხარი. ყველა დამესია. იესოს სისხლია-მეთქი, ასე ვუთხარი. მე ხო შეშლილს მეძახდით, მაგრამ უფალსაც ასე წოვთ სისხლს-მეთქი, ვუთხარი...

- არცერთი სალოსი არ ამბობს, რომ სალოსია და თქვენ რატომ ამბობთ?

- მეც ვმალავ სალოსობას.

- როგორ მალავთ ამ წამს მითხარით რომ სალოსი ხართ.

- ტყუილია ეგ. მე არ მითქვამს ასეთი არაფერი. დალოცვილი იყავით. კარგად ბრძანდებოდეთ, სალოცავში მივდივარ. მე ბევრი ამბავი ვიცი, რომელსაც ვმალავ და სხვა დროს ვიტყვი.

იხ. ვიდეო:- "ეშმაკის განდევნის" რიტუალი ქუთაისში

ლადო გოგოლაძე (სპეციალურად საიტისთვის)