26-ში ათი წელი გასულა... - კვირის პალიტრა

26-ში ათი წელი გასულა...

ათი წლის წინ წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრიდან უკანასკნელ გზაზე გააცილა მკითხველმა გაზეთ ”კვირის პალიტრის” პირველი რედაქტორი ქალბატონი ლალი გუნთაიშვილი...

ადამიანებთან ურთიერთობის გასაოცარი უნარი ჰქონდა... უცხოსაც კი ისეთი ყურადღებით, გულისხმიერებით მოუსმენდა, იფიქრებდი, ამაზე ახლობელი გულშემატკივარი არავინ ჰყავსო... ალბათ, ასეთი უნდა იყოს ქალი, დედა, კარგი ჟურნალისტი, დიდი საქმის წამომწყები...

საოცრად ლამაზი ქალბატონი იყო, საოცრად მომხიბლავი. ერთგულების ფასიც იცოდა და შრომის დაფასებაც.

ყოველ მასალაში თავის სულს დებდა. ისეთ სარედაქციო მინაწერს გაუკეთებდა, ისეთ მოქნეულ ფრაზას ჩაურთავდა წერილსა თუ ინტერვიუს, სიღრმე და ლაზათი ემატებოდა გაზეთს.

ათი წელი გავიდა მისი ამა ქვეყნიდან განსვლიდან... გაგრძელდა მისი დაწყებული საქმე, სწორედ ისე, როგორც ქალბატონ ლალის სურდა, როგორც ის ოცნებობდა. ”კვირის პალიტრა” ქართველი მკითხველისთვის კვლავ ერთ-ერთი საყვარელი და საინტერესო გაზეთია...