"ქართულ ჯარზე ასეთი სიმღერა? - უფალო შეუნდე, რამეთუ არ უწყიან, რასა იქმოდენ" - ხატია წერეთლის "შედევრი" - კვირის პალიტრა

"ქართულ ჯარზე ასეთი სიმღერა? - უფალო შეუნდე, რამეთუ არ უწყიან, რასა იქმოდენ" - ხატია წერეთლის "შედევრი"

უკვე მეორე დღეა სოციალურ ქსელში აქტიურად განიხილავენ ხატია წერეთლის კლიპს ქართულ ჯარზე, რომელმაც დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია... "ამ ბოლო დროს გაიხედავ, "ლაწ" და ვიღაც კომპოზიტორია, ვიღაც მომღერალია, ვიღაცამ ანსამბლი შექმნა და ისეთი მუსიკა მესმის რომ ჭკუაზე აღარ ვარ რა" - გაგვიზიარა თავისი პოზიცია ანსამბლ "ერისიონის" სამხატვრო ხელმძღვანელმა ჯემალ ჭკუასელმა.

- მახსოვს, ნიჭიერში რომ გამოვიდა ეგ ხატია წერეთელი და "შატილის ასულო" შეასრულა. მაშინ გაოგნებული ვიყავი: ვერ გავიგე, რა იმღერა, როგორ იმღერა, რისთვის იმღერა?! საერთოდ, იმდენი უგემოვნო რამ მესმის ირგვლივ, რომ მეტი აღარ შეიძლება. ხმამაღლა ვაცხადებ, რომ ქართულ ჯარზე არ შეიძლება, ასე ხელაღებით ვიღაცამ ან კლიპი გადაიღოს ან სიმღერა დაწეროს! უნდა იფიქრონ იმაზე, რასაც აკეთებენ. ქართული ჯარი ჩვენი სიამაყეა, მაგრამ სიმღერის მიძღვნაზე არც მიფიქრია, რადგან არ არის ასე ადვილად გასაბედი.

- გამოდის რომ ის ხალხი უფრო ბედავს, ვინც ყველაზე მდარე ხარისხის მუსიკას ქმნის...

- ხომ გახსოვთ, ბიბლიაშია ნათქვამი - "შეუნდე, რამეთუ არ უწყიან რასა იქმოდენ"... ყველაზე მეტად ის მტკენს გულს, რომ ამ ბოლო დროს გაიხედავ, "ლაწ" და ვიღაც კომპოზიტორია, ვიღაც მომღერალია, ვიღაცამ ანსამბლი შექმნა და ისეთი მუსიკა მესმის, რომ ჭკუაზე აღარ ვარ, რა...

მანანა გაბრიჭიძე (სპეციალურად საიტისთვის)