მიხეილ-გელა: "კაზანტიპი არის ღვთის სასჯელი ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღების გამო" - კვირის პალიტრა

მიხეილ-გელა: "კაზანტიპი არის ღვთის სასჯელი ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღების გამო"

"კაზანტიპზე ხდება გარყვნილებს პროპაგანდა და ეს დაუშვებელია"

"კაზანტიპი გამოიწვევს ამ ხელისუფლების წარმომადგენლების სულებისთვის ძალიან მძიმე შედეგს"

დღეს ანაკლიაში კაზანტიპის მუსიკალური ფესტივალი დაიწყო. ფესტივალმა საზოგადოებაში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. საზოგადოების ერთი ნაწილი აპროტესტებს მის ჩატარებას. ერთ-ერთი მათგანია პოლიტიკოსი მიხეილ-გელა სალუაშვილი. ჩვენ მას ვთხოვეთ, აეხსნა, თუ რატომ არ უნდა ჩატარდეს ეს ფესტივალი.

- მე ადამიანის პიროვნული თავისუფლების წინააღმდეგი არ ვარ, მაგრამ ადამიანს ზნეობრივი ვალდებულებებიც აქვს და ამას უნდა დაექვემდებაროს ეს თავისუფლებაც. კაზანტიპის ფესტივალზე ხდება გარყვნილებს პროპაგანდა და ეს დაუშვებელია.

- თუ მაინც ჩატარდა, რა ფორმა ექნება თვქნე პროტესტს?

- ჩემი ხედვა ეფუძნება ბიბლიურ სწავლებას და ჩვენ ათი მცნება გვასწავლის - არა იმრუშო, მაგრამ საუკუნეების მანძილზე ადამიანები მაინც მრუშობენ და არღვევენ ამ მცნებას. ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღების მერე კაზანტიპის ფესტივალი არის პირველი გამოხატულება ღვთის სასჯელისა, თუ რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს ასეთი კანონების მიღებას. დღეს საქართველოს გარკვეულ მოქალაქეებს შორის არის დაპირისპირება. ერთი ნაწილი მყარად დგას ზნეობრივი ფასეულობების მხარეს და მეორე ნაწილი სწორედ ამ კანონს უჭერს მხარს. პატრიარქმაც მოუწოდა ხელისუფლებას, რომ არ ჩატარდეს ეს ფესტივალი და რახან ეს არ გაითვალისწინა ხელისუფლებამ, ეს გამოიწვევს მათი სულებისთვის ძალიან მძიმე შედეგს.

- თქვენ აპროტესტებთ კაზანტიპს როგორც ცოდვას. ანალოგიური ცოდვა ხდება თბილისში, ძალიან ბევრგან და ამას რატომ არ აპროტესტებთ?

- ჩვენ ვაპროტესტებთ კაზანტიპს იმიტომ რომ ესაა თვით ცოდვა და ცოდვის რეკლამირება. მაგ. როდესაც საროსკიპოებს აღმოაჩენენ მათი დახურვა ხდება ჩვენ უნდა ვებრძოლოთ ცოდვას და არა მის ჩამდენ ადამიანებს. როდესაც ჩვენ გამიზნულად ვქმნით ადგილს სადაც შეიძლება, ადამიანმა ეს ცოდვა ჩაიდინოს, ამ დროს ადამიანის წახალისებას ვახდენთ ცოდვისკენ.

- საბჭოთა კავშირის დროს ქართველი კაცები დადიოდნენ რუსეთში ანუ იქაც ხდებოდა გარყვნილება, ამ ცოდვის გამო ხომ არ დაიშალა საბჭოთა კავშირი?

- თქვენ ვერ ნახავთ საუკუნეების მანძილზე ვერცერთ დიდ იმპერიას, რომლის დაშლის ერთ-ერთი საფუძველიც გარყვნილება არ ყოფილიყო. ეს იყო რომის იმპერია, მონღოლეთი და სხვ.

ლადო გოგოლაძე (სპეციალურად საიტისთვის)