მამა ანთიმოზი: ”ჩემი ფეხით სიარული არ შეიძლება, მალე ვიღლები.სესხი ავიღე და ''მერსედესი'' შევიძინე” - კვირის პალიტრა

მამა ანთიმოზი: ”ჩემი ფეხით სიარული არ შეიძლება, მალე ვიღლები.სესხი ავიღე და ''მერსედესი'' შევიძინე”

ამონარიდი ჟურნალ ”რეიტინგიდან”:

- ნასვამი მჯდარხართ საჭესთან?

მამა ანთიმოზი (ბიჩინაშვილი):

- ძალიან ბევრჯერ. თუმცა ეს არასდროს გამხდარა ავარიის მიზეზი.

- მამაო, ხშირად გაკრიტიკებენ, ჯიპიან მამაოს გეძახიან...

- ჰო, სისულელეებს წერენ. ძვირად ღირებული ჯიპი ჰყავდაო, მერე ვიღაცას აჩუქაო, ასეთი ძვირად ღირებული მანქანით არ უნდა დადიოდეს მღვდელიო. არც ვიცი, რა მანქანაზე ლაპარაკობენ. დავით გარეჯაში რომ ვიყავი, მონასტრის მანქანით ვმოძრაობდი. თვეში ერთი დღე თუ ჩამოვიდოდი თბილისში. მონასტერში ჯერ ''ნივა'' გვყავდა და მერე ჯიპი. თბილისში რომ გადმოვედი, ორი თვე ფეხით დავდიოდი. ჩემი ფეხით სიარული არ შეიძლება, პრობლემა მაქვს ფეხებზე, მალე ვიღლები. ბანკიდან სესხი ავიღე და ''მერსედესი'' შევიძინე. ვისაც არ სჯერა ჩემი სესხის ამბავი, ადვილია ამის გადამოწმება. თვეში 120 დოლარს ვიხდიდი 2 წლის განმავლობაში. მთლიანად 3900 დოლარი დამიჯდა. მერე გამიფუჭდა, მარცხენა ''გიტარა'' გამიტყდა. ''მერსედესის'' ცენტრში მივიყვანე. მითხრეს, ძალიან ძვირია აქ ყველაფერი, ვერ გაგიკეთებთო. ავდექი და ''მერსედესის'' ცენტრს ვაჩუქე ეს მანქანა.

- რატომ?

- არ ვიცი, მეწყინა, გავბრაზდი და ვაჩუქე. მეორე დღეს პასპორტიც მივუტანე, გაოცდნენ, რა უნდა ამ მამაოს, რას გვერჩისო. არაფერს გერჩით, გაჩუქეთ-მეთქი, ვუთხარი. მეორე დღეს დამირეკეს, კლიენტი გამოჩნდა, გადაუფორმე და ბავშვთა ფონდში გადავრიცხავთ თანხას, ჩვენ ამ საჩუქარს ვერ მივიღებთო. გადავუფორმე. მერე ცოტა ხანს მეგობრის მანქანით დავდიოდი, შემდეგ ''მერსედესი'' მაჩუქეს და დღემდე ამით დავდივარ.

- ვინ გაჩუქათ?

- მაგას ვერ გეტყვით, ამის თქმა არ შეიძლება. მარცხენასაჭიანია, კიდევ კარგი, თორემ დამღალა მარჯვენასაჭიანმა მანქანამ. 15 წლის ''მერსედესია''. ეტყობა, ჩემი მანქანა რომ გავაჩუქე, უფალმა საჩუქარი იმ ადამიანის ხელით გამომიგზავნა.

- და მაინც, არ განიცდით, როცა სამღვდელოებას სოციალურ ქსელებში აკრიტიკებენ?

- სამღვდელოების წინააღმდეგ ორგანიზაციები მუშაობენ, მათ ფულს უხდიან იმისთვის, რომ შავი პიარი ააგორონ ჩვენ წინააღმდეგ, რომ ჩვენ ''მერსედესებით'', ჯიპებით დავდივართ, რომ ეს ფუფუნებაა და არ შეიძლება. თბილისში არიან მღვდლები, რომელთაც 12 შვილი ჰყავთ, მრევლი ჰყავთ და ეს ადამიანები უყვართ. როგორც მე მაჩუქეს, მათაც ჩუქნიან მანქანებს. ეს არის ჩვენი სიმდიდრე, რასაც ხალხი გვჩუქნის, მეტი შემოსავალი არ გვაქვს. ხელფასი მაქვს, რომელსაც ტექნიკური უნივერსიტეტის თეოლოგიის კათედრიდან ვიღებ. ეს არის და ეს. მრევლი ცოტა მყავს, ვერიდები, ბერი ვარ და იმიტომ. მრევლით დაკავებულობა თეთრი სამღვდელოების საქმეა.

- ამას წინათ ტელეწამყვან ნატალი ტყეშელაშვილთან გადაღებული ფოტოს გამოც გაგაკრიტიკეს ''ფეისბუქზე''...

- (იღიმება) ჰო, ეს საოცრება იყო. ნატალი ჩემი ახლო მეგობარია. ''პალიტრა ტვ''-ის წამყვანია.

ინტერვიუ სრულად იხილეთ ჟურნალ "რეიტინგის" საიტზე