რომან გოცირიძე - ნაკურთხი მანქანები! - კვირის პალიტრა

რომან გოცირიძე - ნაკურთხი მანქანები!

ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი რომან გოცირიძე ახალი სამანქანო ნომრების თემას ფეისბუქზე ეხმაურება

”ნაკურთხი მანქანები!

გუშინ მანქანის "ბლატნოი" ნომრებზე დავწერე, რითაც ჩემი მეგობრების ერთი კატეგორია გავანაწყენე. ეს პრესტიჟული კი არა, ლამაზი ნომრებიაო. რა არის ამაში ცუდიო. დღეს მეორე ნაწილისგან მივიღებ ალბათ შენიშვნებს. რას იზამ!

ეროვნულ ბანკში წლების განმავლობაში უზარმაზრი, ლამაზი, რელიგიურ თემატიკაზე შესრულებული ჭედურობა იყო კედელზე ჩამოკიდებული. კურთხევის შემთხვევაში მშვენიერი ხატი იქნებოდა. ყველაზე მეტად სამების ტაძარს მოუხდებოდა და კიდევაც გადავეცით. მეორე დღესვე დამირეკა პატრიარქმა და მადლობა გადაგვიხადა ამ საჩუქრისათვის.

ჩემი ბანკიდან წამოსვის შემდეგ რაღაც ვერ წავიდა კარგად საქმეები ეროვნულ ბანკში. ჩათვალეს, რომ "ხატის" წასვლის ბრალი იყო. შეაგროვეს ფული და ახალი, მოკრძალებული ზომის ნაკურთხ ხატს მიუჩინეს საპატიო ადგილი. იმ წელიწადს სამასამდე თანამშრომელს დაატოვებინეს ეროვნული ბანკი. ვიღაცას უთქვამს, სანამ ძველს არ დავაბრუნებთ, არ იქნება ჩვენი საშველიო. ადგნენ და ძველი ჭედურობა, უკვე ნაკურთხი და ნადვილი ძალმოსილების მქონე, გადმოაბრძანეს ბანკში. როგორ მოხდა და რის სანაცვლოდ, ამით არ დავინტერესებულვარ. სამწუხაროდ, იმის მერეც რამდენჯერმე განიცადა ლარმა მძიმე დევალვაცია...

არის საქმეები, რომელიც უფალს კი არ უნდა მიანდო, არამედ საკუთარი ხელით უნდა გააკეთო.

ასევეა მანქანების კურთხევისასაც- უკეთესია მოძრაობის წესები დაიცვა და მანქანა გყავდეს გამართულ მდგომარეობაში, ვიდრე ღმერთის იმედად იყო.” - წერს რომან გოცირიძე საკუთარ ფეისბუქ გვერდზე