"არც ამ ბავშვის სახელის გაგონება მინდა და არც იმ სოფლის!" - გივი ბერიკაშვილი ბარბარე რაფალიანცის საქმეზე - კვირის პალიტრა

"არც ამ ბავშვის სახელის გაგონება მინდა და არც იმ სოფლის!" - გივი ბერიკაშვილი ბარბარე რაფალიანცის საქმეზე

"მანანამ რა ბოდიში უნდა მოიხადოს, ვის უნდა მოუხადოს?"

"მერე რასაც ვიტყვი, იმას დაინახავს ქართველი ხალხი! ვინ ვის დაუჯერებს, იმასაც დავანახებ ყველას! მოძებნიან დამნაშავეს, არაფერი დაიმალება!"

"იქ გივი ბერიკაშვილის პროსპექტია და მინდა ჩამოვიარო და ყველას ჭიშკარს ავაგლიჯო ჩემი სახელი და გვარი"

"რაფალიანცების ტრაგედიაზე, არ შეიძლება, რომ არ გამჟღავნდეს, თუ ვინ არის დამნაშავე. მერე რასაც ვიტყვი, იმას დაინახავს ქართველი ხალხი! ვინ ვის დაუჯერებს, იმასაც დავანახებ ყველას! მანამდე კი არ ვერევი. მოძებნიან დამნაშავეს, არაფერი დაიმალება! იქ გივი ბერიკაშვილის პროსპექტია და მინდა ჩამოვიარო და ყველას ჭიშკარს ავაგლიჯო ჩემი სახელი და გვარი. ჩემს სოფელში ,სადაც ასეთი ამბავი დატრიალდა, აღარაფერი არ მინდა ჩემი სახელობის არსებობდეს!" - გივი ბერიკაშვილმა ამ საკითხზე დუმილი პირველად, ჩვენთან საუბარში დაარღვია...

- არც ამ ბავშვის სახელი და გვარის გაგონება აღარ მინდა და არც იმ სოფლის, სადაც ეგ ამბავი მოხდა... ჯერ ამ ამბავზე ერთი სიტყვა ჩემგან არავის გაუგონია, მაგრამ... ადგნენ ეს მამაცხონებულები და თქვან, ბოლოსდაბოლოს, რა მოხდა, ვისი დანაშაულია, ვის ადებენ ხელს, ვის აბრალებენ! მერე ჩვენც ამოვიღებთ ხმას...

-ტრაგედიის ღამეს ქალბატონმა მანანამ ღიად დაადანაშაულა გიორგი ღვინიაშვილი და "ნაციონალური მოძრაობა"...

- არაფერიც. არ გამოსულა მანანა და არ უთქვამს, ამის ბრალია და იმის ბრალიაო. ამხელა ამბავი მოხდა და იყო ერთი წივილ-კივილი და გაუგებრობა.. ამბობენ, ბერიკაშვილის ქვევრში იპოვესო, მიიყვანა და თავის ქვევრში ჩააგდო ხომ?! ვაი დედასა... რა სისულელე აღარ ითქვა! ამიტომ არ ვერევით ამ საქმეში, ვიდრე არ იქნება საბოლოო სიტყვა. მერე კი გავცემთ საკადრის პასუხს ყველას!

- "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ქალბატონმა მანანამ ბოდიში უნდა მოიხადოს მაშინდელი გამოსვლისთვის...

- არაფერი ბოდიში არ აქვს მოსახდელი ჩემს შვილს, ვიდრე გამოძიება არ დასრულდება. ბოდიში უნდა მოიხადოს იმან, ვინც ათას სისულელეს ამბობს, მანანამ რა ბოდიში უნდა მოიხადოს, ვის უნდა მოუხადოს?

- "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები თვლიან ასე...

- ტვინი აღარ აქვთ თავში ეტყობათ!.. ფული დაკარგეს, თანამდებობა და ტვინიც დაკარგეს ყველაფერთან ერთად?! ჩემი სოფელია, ჩემი შვილის სახლი იქ არის, ბიძაშვილის და ყველაფერი ჩვენს გარშემო მოხდა.. გაგიგიათ, სადმე გამოვსულიყავი და რამე მეთქვას?!.. სამართალი პურს ჭამს და დაველოდოთ ყველა! არ შეიძლება, რომ არ გამჟღავნდეს, თუ ვინ არის დამნაშავე. მერე რასაც ვიტყვი, იმას დაინახავს ქართველი ხალხი! ვინ ვის დაუჯერებს, იმასაც დავანახებ ყველას! მანამდე კი არ ვერევი. მოძებნიან დამნაშავეს, არაფერი დაიმალება! იქ გივი ბერიკაშვილის პროსპექტია და მინდა ჩამოვიარო და ყველას ჭიშკარს ავაგლიჯო ჩემი სახელი და გვარი. ჩემს სოფელში ,სადაც ასეთი ამბავი დატრიალდა, აღარაფერი არ მინდა ჩემი სახელობის არსებობდეს!"

მანანა გაბრიჭიძე (სპეციალურად საიტისთვის)