სანდრო ბრეგაძე: ”დიდი იმედი მაქვს, რომ არარაობა ირაკლი ვაჭარაძეს არსად შევხვდები!"
სანდრო ბრეგაძე: ”დიდი იმედი მაქვს, რომ არარაობა ირაკლი ვაჭარაძეს არსად შევხვდები!"
25-10-2014
”ილია მეორე არის საქართველოს მთავარი მტერი, – ამის შესახებ ლგბტ პირების უფლებების დამცველი არასამთავრობო ორგანიზაცია "იდენტობას" ლიდერი ირაკლი ვაჭარაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს.

იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილე სანდრო ბრეგაძე ირაკლი ვაჭარაძეს მწვავედ უპირისპირდება...

- სამწუხაროდ, საქართველოში არსებობენ ასეთი ავადმყოფური აზროვნების ადამიანები, როგორიც ეს ერთუჯრედიანი არსებაა. მათ გულს უხარებთ მართლმადიდებლური, რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა, უხამსი და ყოველგვარ მორალს მოკლებული გამონათქვამებით, ოღონდაც იაფფასიანი პოპულარობა მოიხვეჭონ მოსახლეობაში... არა მარტო მართლმადიდებლური რელიგიის წინამძღვარის, არამედ მუსლიმები იქნებიან თუ იუდეველები, მათი სულიერი ლიდერის შეურაცხყოფა ყველაზე დიდი ცოდვა და საშინელებაა... აუცილებლად უნდა დადგეს სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი ამ პიროვნების მიმართ! თუ ასე არ მოხდება, დარწმუნებული ვარ, გამოჩნდება ადამიანთა ჯგუფი, რომლებიც ემოციურ ფონზე თავად გამოიყენებს ძალას!

- თქვენც რომ პირისპირ შეხვდეთ, ფიზიკურად გაუსწორდებით?

- დიდი იმედი აქვს რომ მაგ არარაობას არსად შევხვდები! არ ვიცი, რას ვიზამ, თუმცა მე თმენის ვალდებულება მაქვს... საპატრიარქოს ინიციატივა იყო, რომ რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისთვის შემუშავებულიყო სპეციალური კანონი, რომელიც აკრძალავდა რელიგიური გრძნობების და რელიგიური ლიდერების შეურაცხყოფას. სააკაშვილის ხელისუფლებამ რასაკირველია, ყველაფერი გააკეთა, ეს კანონი რომ არ ყოფილიყო შემუშავებული. როდესაც ასეთი ვიგინდარები ამგვარ სისულელეებს ამბობენ, ვრწმუნდები, რომ ეს კანონი სასწრაფოდ არის დასარეგულირებელი. ჯობია ყველაფერი კანონის ფარგლებს იყოს, ვიდრე სამართლიანობა ხალხმა აღადგინოს! კანონის ფარგლებში თუ მოექცევა ყველაფერი, მაშინ ასეთი ტიპის მანქურთს მიეხედება, რომელსაც ცხოვრებაში არაფერი გაუკეთებია და ასეთი განცხადებით, იმედოვნებს, რომ რაღაც გრანტს მიიღებს. რაღაც გადმოგდებულ გროშს, შემდგომში რომ თავის საქმიანობა გააგრძელოს. ასეთი ტიპის ადამიანების საქმიანობა შეზღუდული უნდა იქნას, რადგან გარკვეულწილად ექსტრემისტები არიან და ხელს არ უწყობენ ქვეყნის განვითარებას. დემოკრატია გულისხმობს რომ ადამიანებმა უაპელაციოდ ერთმანეთს შეურაცყოფა არ მიაყენონ! როდესაც ვინმე საქართველოს პატრიარქს საქართველოს მტრად აცხადებს, ის თავად
აღიქმება ჩემთვის სერგო ორჯონიკიძის სულიერ შვილად.
მესმის, რომ ყველა ადამიანს აქვს თავის აზრის გამოხატვის უფლება, მაგრამ ეს აზრი ზომიერების ფარგლებში უნდა გამოითქვას. საქართველოს პატრიარქზე რომ ამბობს, მტერიაო, მართლა თავად არიან მტრები, რომლებიც გროშებზე ყიდიან ქვეყანას! ისინი არიან შეგნებული მტრები! ქართულ ეკლესიას რამდენიც არ უნდა ებრძოლონ ვაჭარაძისნაირმა ძლოკვებმა და ერთუჯრედიანმა ჭიებმა, ვერაფერს დააკლებენ. მე უბრალოდ იმის მეშინია, რომ ხალხმა არ არასრულოს სამართალი. ყველაფერი ჯობია კანონს ფარგლებში იყოს!

მანანა გაბრიჭიძე (სპეციალურად საიტისთვის)
მკითხველის კომენტარი (13)
iverieli
01 ნოემბერი 2014 19:30
ვინმემ მითხრას ვაჭარაძე კაცად თვლის თავს თუ ქალად თუ საშუალო სქესად ხან კაცია ხან ქალი ცისფერების დედოფალია თუ მეფე ,ამას ქვია დეგრადაცია ,სოდომიზმი და წარმართობა უნდათ რო დააბრუნონ უწმინდურმა ადამიანებმა , მიშაც უწმინდური კაცი იყო აბა რას ელოდით სააკაშვილისგან კაცმა რომელმაც ადგილზე სადაც 100 000 მოწამე შეეწირა და ჭეშმარიტებისთვის თავი გაწირა საკერპო ააშენა "ბუდა ბარი", კერპი დადგა დედამოტყნული ბუდასი ამის მერე რას ელოდით .
ხარება და გოგია
31 ოქტომბერი 2014 16:06
პატრიარქს ვინც ცუდად შეეხება ყველა ამ ქვეყნის მტერია და მათ შორის ჩემიც !!!!!!!!!!!
რა აღმსარებლობის, ეროვნების, თანამდებობის, კანის ფერის და ორიენტაციისაც არ უნდა იყოს ის!!!!!!!!!!!
lika
29 ოქტომბერი 2014 15:34
ეს ხო მოხსნეს და ისევ დააბრუნეს??
Levani
28 ოქტომბერი 2014 01:56
რაც შეეხება ბრეგაძეს, ასეთი განცხადებების გაკეთების გამო ნებისმიერ ცივილიზებულ ქვეყანაში იმ საჯარო მოხელის კარიერას იქვე დაესმებოდა წერტილი.
...
27 ოქტომბერი 2014 04:11
სხვათაშორის მისი მოღვაწეობის ისტორიას თუ გადახედავთ საინტერესო მასალებს გადააწყდებით...
kaxeli
27 ოქტომბერი 2014 00:37
კი, მაგრამ თუ მაგდენს ხვდები, რომ "ყველა ადამიანს აქვს თავის აზრის გამოხატვის უფლება, მაგრამ ეს აზრი ზომიერების ფარგლებში უნდა გამოითქვას", მაშინ ეს:

"ავადმყოფური აზროვნების ადამიანები"
"ერთუჯრედიანი არსება"
" უხამსი და ყოველგვარ მორალს მოკლებული"
"არარაობა"
"ასეთი ვიგინდარები"
"ძლოკვებმა და ერთუჯრედიანმა ჭიებმა"

რას ნიშნავს?

ვინა ყრიხართო, ვირები ხართო,
ეგ თქვენს ზრდილობას ვით ეკადრება?
მაგრამ შოთამ თქვა..

აბა თუ გამოიცნობ,რა თქვა შოთამ?

ისე ვატყობ მე, ამ გაზეთის ფურცლებზე მალე დედის გინება გაჩაღდება.
gogita
26 ოქტომბერი 2014 22:10
ჰომოსექსუალისტების სალანძღავი რომაა იმიტოა უდიდესი ადამიანი
მარიამი
26 ოქტომბერი 2014 18:42
დიახ, სასწრაფოდ უნდა შემუშავდეს რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისთვის სპეციალური კანონი, რომელიც აკრძალავს რელიგიური გრძნობებისა და რელიგიური ლიდერების შეურაცხყოფას.
dato kupatadze
26 ოქტომბერი 2014 12:43
ამას რას მოვესწარით ქართველები,სულიერ წინამძღოლს,ერისა და ქვეყნის კეთილდღეობისათვის მებრძოლ პატრიარქს ვიღაც ვაჭარაძე ქვეყნის მტრად გვიცხადებს?მერე ჩვენ ვინები ვართ ამის შემდეგ თუ უპასუხოდ დარჩება ეს ვირთხა,მივმართავ ხელისუფლებას,ნუ დაელოდებით ხალხის რეაქციას,დააყენეთ ამ სულიერად გახრწნილი ვაჭარაძის სამართებლივი პასუხისმგებლობის საკითხი,თორემ თუ Vაჭარაძის ნეკნების ამომტვრევს პასუხისგებაში მიცემთ,მერე უფრო ცუდად იქნება საქმე.ასეთი აზრის გამოხატვა სიტყვის თავისუფლება არაა,ეს არის მიზანმიმართული ქმედება ქვეყნის განადგურებისაკენ.მივმართავ ხელისუფლებას,ასეთი უზნეო ადამიანები მოგვაშორეთ საზოგადოებას.
მე
25 ოქტომბერი 2014 23:38
ბატონო სანდრო....თქენი პასუხი და საქციელი ბატონი ი.ვაჭარაძის მიმართ სწორედ რომ იმას ქადაგებს, რასაც თავად ეწინაამდეგებით...ამა თუ იმ იროვნებაზე ვინ რას იტყვის სახელმწიფო დონეზე არ უნდა იხილებოდეს.ქვეყანაში უფრო მეტად მწვავე პრობლემებია მოსაგვარებელი და სჯობია იმაზე ფიქრს დააკლან თავი ,,კირილე.პოლიტიკოსებმა,,
nugnug-ას :)
25 ოქტომბერი 2014 18:24
ამ წუთას ხომ გრძნობ, რომ შენ "დაიწყე" და ჯერ-ჯერობით, სულ შენნაირები იწყებენ, მაგრამ არაფერ მოსდით. ჯერ-ჯერობით, მაგრამ თუ აჰყვებით უმრავლესობის შეურაცჰყოფას (რაც და როგორც დაწერა იმ უნამუსო არეული ორიენტაციის არსებამ- შეურაცჰყოფაა!), შეიძლება მხოლოდ "ამ" კანონმა ვეღარ გიშველოთ და უმრავლესობისათვის "ტალახის სროლა" როგორც კანონია(!), ისე შეფასდეს და დაგიფასდეთ.
nugnug-ს!
25 ოქტომბერი 2014 18:18
ცუდი ადამიანივით წერ და ისე როგორი ხარ, უფალმა იცის. ფრთხილად იყავი, რა იცი , სანამ შენ გაერკვევი და მიხვდები, ძალიან (!) გვიან არ იყოს.
nugnug
25 ოქტომბერი 2014 17:26
"საპატრიარქოს ინიციატივა იყო, რომ რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისთვის შემუშავებულიყო სპეციალური კანონი, რომელიც აკრძალავდა რელიგიური გრძნობების და რელიგიური ლიდერების შეურაცხყოფას" - მაინტერესებს ეს მხოლოდ მართლმადიდებლებზე უნდა გავრცელებულიყო, თუ ყველა რელიგიის წარმომადგენლებზე?
გააკეთე კომენტარი
 *   

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.
სხვა სიახლეები
ამერიკელი პატარძლით გაოგნებული ქართველი სტუმრები

"ნამდვილად მოსწონს ჩვენი ანსამბლი ბატონ ბიძინას! გენიოსი კაცია, სასწაული პიროვნება"!
დაწვრილებით...
ტელეკომპანია GDS-ის გადაცემა ”2030”-ის ჟურნალისტი ზვიად თხელიძე უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა.
დაწვრილებით...

ქვეყნიდან გონიერი და განათლებული ადამიანების გასვლას "ტვინის გადინება" ეწოდება და მაღალკვალიფიციური კადრების ემიგრაციას ნიშნავს. ეს პრობლემა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, განსაკუთრებით კი, საქართველოში მწვავედ დგას.
დაწვრილებით...
საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მსოფლიო ვარსკვლავმა, რობი უილიამსმა თბილისში კონცერტი გამართა
დაწვრილებით...
აჭარაში 28 მაისს ზაფხულის ტურისტული სეზონის გახსნის ღონისძიება მრავალფეროვანი პროგრამით მოხდება.
დაწვრილებით...
გადმოწეული საზღვარი, ახლადაღმართული ე.წ საზღვრის აღმნიშვნელი ბანერები, მავთულხლართები... ე.წ. ადმინისტრაციულ საზღვართან დაკავებული ადამიანები... - ამგვარი ინფორმაციები მედიის საშუალებით თითქმის ყოველდღიურად გვესმის, თუმცა როგორია ცხოვრება საოკუპაციო ზოლთან, ამაზე ცოტას თუ გვაქვს წარმოდგენა.
დაწვრილებით...
სამშენებლო კომპანია PLANETperfecto დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მომხმარებელს ფასდაკლებას სთავაზობს.
დაწვრილებით...
„თეგეტა მოტორსი“ საქართველოს მოქალაქეებს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
დაწვრილებით...
"უღმერთოების მესვეურებს, დიდი ილია რომ არ დაინდეს, არც საქართველოს ხელყოფაზე აუკანკალდებათ ხელი"
დაწვრილებით...
სასწრაფოდ! იყიდება ბინა ახალ აშენებულ
იყიდება 3 ოთახიანი კუთხის ბინა
ქირავდება დღიურად ახალი გარემონტებული ბინა.
ქირავდება ბინა, ბინაშია ყველაფერი, პირველადი
მასალების გადაბეჭდვა/რეპროდუცირება აკრძალულია, იხილეთ მასალის გამოყენების პირობები