იმედა კახიანი: ”ელენიკომ შავ კაცში გამცვალა” - კვირის პალიტრა

იმედა კახიანი: ”ელენიკომ შავ კაცში გამცვალა”

"მამიკოს ბედნიერება"- ამ სათაურით გამოაქვეყნა ირაკლი კუტალაძემ ფოტო, რომელიც შვილთან - ელენე კუტალაძესთან ერთად აქვს გადაღებული... მამა-შვილი დუბაიში ერთად ივენებენ.

იმედა კახიანი:

- მე მეგონა, რომ ელენიკო ჩემზე გიჟდებოდა. უჩემოდ აქ ვერ ძლებდა, სულ - ბაბუ, ბაბუს იძახდა და ჩემთან უნდოდა. ახლა ძიძამ დამირეკა და მითხრა, როგორც კი ჩავედით, ერთი შავი კაცი ნახა, ჩაეხვია იმას და იძახის: ეს არის ჩემი ბაბუ, საერთოდ არ ახსოვხარო... ეს არის კაცო საქმე?! მეგონა, ბავშვს ისე ვუყვარდი, უჩემოდ გაგიჟდებოდა და ახლა ძალიანაც კარგად გრძნობს თავს იმ შავ კაცთან ერთად.

- ირაკლი კუტალაძე თბილისში იყო ჩამოსული, როგორი ურთიერთობა გაქვთ დღეს მასთან?

- ერთმანეთთან ნორმალური ურთიერთობა გვაქვს.. ირაკლი თბილისში არ ჩამოსულა, აქაურმა ძიძამ წაიყვანა ელენიკო დუბაიში. ძიძას ბავშვი ძალიან შეჩვეულია.

- რამდენ ხანს დარჩებიან დუბაიში?

- 31 ოქტომბერს მიდიან ეკა და ანასტასია და 4 ნოემბერს წამოიყვანენ. თითქმის ერთი თვე გამოუვა ბავშვს დუბაიში დასვენება, 7 ოქტომბერს წაიყვანეს.

- ნინისთვის რთული არ იყო ეს პერიოდი?

- რა ქნას ნინიმ, კი გაუჭირდა მაგრამ ”ცეკვავენ ვარსკვლავებში” მონაწილეობს, ყოველდღე რეპეტიცია აქვს, ცეკვავს, არ სცალია და ვერ წავიდა.. სულ მეცადინეობს და წვალობს რაღაცას...… ნინის კი არა, ყველას ძალიან გვიჭირს, ბავშვი ძალიან გვენატრება, მაგრამ საბედნიეროდ ისეთი ტექნიკაა, ყოველ წუთს ვხედავთ და ველაპარაკებით... ვუყურებთ წყალში როგორ ხტება თავით... ბაბუა, ბებია, მამა სულ მოცურავეები არიან, ბავშვსაც უყვარს წყალი, კარგად გრძნობს თავს და ჩვენ სულ დავავიწყდით.

მანანა გაბრიჭიძე (სპეციალურად საიტისთვის)