"ბედნიერი ვარ, რომ უკვე არაერთი პედაგოგისა და მოსწავლის ბიბლიოთეკა განახლდა...." - კვირის პალიტრა

"ბედნიერი ვარ, რომ უკვე არაერთი პედაგოგისა და მოსწავლის ბიბლიოთეკა განახლდა...."

რამდენიმე დღის წინ საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისას გვერდით ახალგაზრდა ქალბატონი მომიჯდა. გმირთა მოედანზე საცობში მოხვედრილები დაახლოებით ნახევარი საათი ველოდებოდით გზის გაგრძელებას. ქალბატონს დრო უქმად არ დაუკარგავს, ჩანთიდან პატარა ბროშურა ამოიღო და გულმოდგინედ დაიწყო მისი ფურცვლა. მერე ტელეფონი მოიმარჯვა და ვიღაცას დაურეკა:

- იაკობ გოგებაშვილის, სულხან-საბა ორბელიანისა და ლევან გოთუას "ქართული პროზის საგანძური" სამ-სამი ლარი ღირს. ყველაფერი ისეთი ფასდაკლებით არის, აუცილებლად უნდა იყიდო, - ხმადაბლა უთხრა ვიღაცას და კატალოგის ფურცვლა განაგრძო.

ცოტა ხნის შემდეგ სხვას დაურეკა, მერე კიდევ სხვას... ქალბატონი იმდენ ვინმეს შეეხმიანა და ისე დამაჯერებლად ურჩია  წიგნების ყიდვა, რომ დამაინტერესა, რა ბროშურას კითხულობდა.

გვანცა გოგალაძე, 177-ე საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი აღმოჩნდა, ბროშურა კი - გამომცემლობა "პალიტრა  L“-ის წიგნების კატალოგი. უფრო დეტალური ინფორმაციის მისაღებად ქალბატონ გვანცას სამსახურში ვესტუმრე.

გვანცა გოგალაძე: - შინ წიგნები ყველას გვაქვს, მაგრამ უკვე დაძველდა, ზოგიერთი კი ისეთი  დაზიანებულია, მათი ახლით შეცვლაა აუცილებელი. გამოდის ახალი, ძალიან საინტერესო წიგნებიც. ამ კატალოგის წყალობით კი ისინი ძალიან იაფად შევიძინე. რა თქმა უნდა, მომავალში სხვა წიგნებსაც შევიძენ. ყველა ადამიანს, განსაკუთრებით კი პედაგოგს, სჭირდება მხატვრული ლიტერატურა, როგორც ქართული, ასევე უცხოური. მიხარია, რომ წიგნის კატალოგები გაჩნდა ჩვენს ქვეყანაში და ნებისმიერი ადამიანისა თუ ორგანიზაციისთვის სასურველი ლიტერატურა უფრო ხელმისაწვდომი გახდა. მინდა გითხრათ, რომ ამ ფასად წიგნის მაღაზიებში ასეთ ლიტერატურას ვერ ნახავთ.

- ამ კატალოგის შესახებ როდის გაიგეთ?

- ამ კატალოგის  შესახებ რამდენიმე თვის წინ ჩემი ერთ-ერთი კოლეგისგან შევიტყვე, რომელიც სხვა სკოლაში მუშაობს. გადავწყვიტე, კატალოგი სკოლაში  წამეღო და კოლეგებისა და მოსწავლეებისთვის მეჩვენებინა. ამ კატალოგების გამოყენება ძალიან მოსახერხებელია, რადგან გამოწერის შემთხვევაში წიგნები ადგილზე მოაქვთ. მე მხოლოდ მესამე თვეა, რაც კატალოგს ვიყენებ. ბედნიერი ვარ, რომ ამ ხნის განმავლობაში უკვე არაერთი პედაგოგისა და მოსწავლის ბიბლიოთეკა განახლდა. კატალოგში თანამედროვე ლიტერატურასთან ერთად შეტანილია ქართველი კლასიკოსების ის ნაწარმოებები, რომლებსაც მაღალი კლასის მოსწავლეები სწორედ ახლა სწავლობენ სასკოლო პროგრამით, ამიტომ მათთვის ეს წიგნები ძალიან საჭიროა. ამას წინათ უფროსკლასელებს დავალება მივეცი, წაეკითხათ ნოდარ დუმბაძის "მე ვხედავ მზეს". აღმოჩნდა, რომ რამდენიმე მათგანს ეს წიგნი შინ არ ჰქონდა და სწორედ ამ კატალოგის დახმარებით ძალიან იაფად შეიძინა.

ვფიქრობ, ჩემი კოლეგები როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში, აქტიურად უნდა ზრუნავდნენ მოსწავლეების წიგნიერებაზე. კარგი იქნება, თუ მომბაძავენ ჩემი კოლეგები და თავიანთ მოსწავლეებსა და კოლეგებს წიგნების იაფად შეძენაში დაეხმარებიან.

დაინტერესდით და გაქვთ სურვილი ჩაერთოთ ამ პროექტში?!

დაგვიკავშირდით:

e-mail: katalogi@palitra.ge;

ტელ: 599-08-62-99

თორნიკე ყაჯრიშვილი