რას ფიქრობენ ჩვენში პირველი ქალბატონებისა და პოლიტიკოსი ქალების ჩაცმულობაზე - კვირის პალიტრა

რას ფიქრობენ ჩვენში პირველი ქალბატონებისა და პოლიტიკოსი ქალების ჩაცმულობაზე

"გემოვნებიანი ჩაცმით გამოირჩევა სალომე ზურაბიშვილი, მაგრამ ხშირად მაინც და მაინც სწორად ვერ არჩევს სამკაულებს"

"ვის არ დაღუპვია მეუღლე, მაგრამ არავინ ჩაყოლია საფლავში. ცოტათი მარაზმი მგონია შავი სამოსის ასე გაუხდელად ტარება"

"პრემიერის მეუღლის ჩაცმულობა დიდად არ მომწონს. ცნობილია, რომ ის საკმაოდ ცნობილ და ძვირადრირებული დიზაინერების სამოსს ირჩევს..."

ჩვენშიც და უცხოეთშიც, ის, ვინც საზოგადოების ყურადღების ცენტრში ხშირადაა, როგორც წესი, მუდმივი განსჯის ობიექტიც არის. განიხილავენ მის საზოგადო თუ პირად ცხოვრებას, ჩაცმულობას, ვარცხნილობას და ა.შ. საქართველოში პუბლიკა კიდევ უფრო კრიტიკულია ხოლმე და ინტერესის ობიექტს მკაცრ შეფასებებსაც არ აკლებს. პოლიტიკოსი ქალბატონები თუ პოლიტიკოსთა ცოლები საზოგადოების ყურადღებას განსაკუთრებულად იქცევენ, ხშირად განხილვის თემა მათი ჩაცმულობა, ვარცხნილობა და მაკიაჟიც კია... ამჯერად ტელე-რადიო წამყვანი გიორგი ნაზღაიძე, რომელმაც დიზაინერობაც სცადა, მათი ჩაცმულობის სტილს შეაფასებს.

ჩვენი საუბარი საქართველოს პირველ ქალბატონების ჩაცმულობის მიმოხილვით დაიწყო. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი პირველი ლედი მანანა არჩვაძე-გამსახურდია გახლდათ, მან ეს სტატუსი 1991 წელს მიიღო, როდესაც ქვეყნის პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია გახდა. ქალბატონი მანანა, ნამდვილად გამორჩეული გარეგნობის ქალბატონია, როგორც ამბობენ, ახლაგაზრდობისას ის ისეთი მომხიბლავი იყო, რომ მოდელობაც კი შესთავაზეს. გიორგი ნაზღაიძე მის ჩაცმულობას ზედმეტად კონსერვატულად მიიჩნევს: "ვის არ დაღუპვია მეუღლე, მაგრამ არავინ ჩაყოლია საფლავში. ცოტათი მარაზმი მგონია შავი სამოსის ასე გაუხდელად ტარება. გარეგნობა ნამდვილად აქვს ისეთი, რომ ბევრი რამ შეიძლება მოუხდეს. ვერ ვიტყვი, რომ ცუდად აცვია, არც შავი ფერია ცუდი, მაგრამ შეეძლო ჩაეცვა სხვა ფერის სამოსიც. არ ვამბობ, რომ ჭრელი ფერებით მორთვა აუცილებელია, მაგრამ გარდირობის გამრავალფეროვნება ნამდვილად არ აწყენდა. შავი შეიძლება გეცვას, როგორც ქვრივ ქალს, მაგრამ უფრო დახვეწილადაც შეიძლება ჩაცმა."

შემდეგ პირველი ლედის სტატუსი უკვე ედუარდ შევარდნაძის მეუღლე ნანული შევარდნაძეს ერგო, თუმცა საბჭოთა კავშირის პირობებში ის ერთხელ უკვე სარგებლობდა საქართველოს პირველი ქალბატონის სტატუსით. ქალბატონი ნანული ახალგაზრდობისას ნამდვილად ლამაზი ქალბატონი იყო და სავარაუდოდ, საბჭოთა მოდის კრიტერიუმების გათვალისწინებით, გემოვნებითაც იცვამდა.

გიორგი ნაზღაიძე:

- ქალბატონი ნანულის ჩაცმულობა დიდად არ მახსოვს, თუმცა ვფიქრობ, რომ მას ეცვა ისე, როგორც შეეფერებოდა იმ დროში პრეზიდენტის მეუღლეს, ასაკისა და ვითარების შესაბამისად.

სანდრა-ელისაბედ რულოვსმა პირველი ლედის სტატუსი 2004 წელს მიიღო და 2013 წლამდე შეინარჩუნა. "სანდრას ჩაცმულობა ცოტა დასახვეწი იყო, მაგრამ ის ყოველთვის ცდილობდა ქართველი დიზაინერების პროდუქციისთვის მიენიჭებინა უპირატესობა, უნდოდა მათი წარმოჩენა და გაპიარება. გასაგებია, ეს კარგი საქციელი იყო, მაგრამ ხანდახან ვფიქრობდი, რომ ის საერთოდ არ აკვირდებოდა ეს სამოსი, როგორც პირველ ლედის, შეეფერებოდა ან უხდებოდა, თუ - არა. ძირითადად ეცვა ჭრელი ფერების სამოსი, რაც დიდ წილად ერთმანეთთან შეუხამებელი იყო. იმას ვერ ვიტყვი, რომ სანდრა კარგ ფორმაში საზოგადოებას საერთოდ არ უნახავს, მაგრამ უმეტესად მაინც ცუდად ეცვა. იმის თქმა, რომ ევროპულად თავისუფალი სტილით იცვამდა, მართალი არ არის, რადგან ბევრ ევროპელ პირველ ლედის ნახავთ, რომელსაც დახვეწილად აცვია." – ამბობს გიორგი ნაზღაიძე.

მაკა ჩიჩუა პირველი ქალბატონი, 2013 წლის საპრეზიდენტო არჩვენების შემდეგ, პრეზიდენტის მეგობარი ქალის სტატუსით გახდა, თუმცა ის დღეს უკვე პრეზიდეტის ოფიციალური ცოლია და ქვეყნის პირველი წყვილი შვილსაც ელოდება. "მაკას ჩაცმულობა ყველაზე მეტად მომწონს. სადად და გემოვნებით აცვია, მაგრამ ერთი შენიშვნა მაქვს, მისი გარდერობი ზედმეტად უბრალოა, ვფიქრობ, დროა იფიქროს ცნობილი დიზაინერების პროდუქციის შეძენაზე." ჩვენში ბევრი პირველ ქალბატონად პრემიერ-მინისტრის მეუღლეს ნანაუკა თამაზაშვილს მიიჩნევს. ქალბატონი ნანუკაც ფეხმძიმედ არის და ბოლო ხანს საზოგადოების თვალსაწიერში იშვიათად ჩნდება, თუმცა მისი გამოჩენა საკმარისია და პრემიერის მეუღლის ჩაცმულობა სოციალურ ქსელებში მაშინვე განხილვის თემა ხდება.

განსაკუთრებული კრიტიკა იმ კაბამ დაიმსახურა, რომელიც პრემიერის მუღლეს ამერიკის პრეზიდენტ ბარაქ ობამასა და მის მეუღლესთან შეხევდრისას ეცვა: "პირდაპირ გეტყვით, რომ პრემიერის მეუღლის ჩაცმულობა დიდად არ მომწონს. ცნობილია, რომ ის საკმაოდ ცნობილ და ძვირადღირებული დიზაინერების სამოსს ირჩევს, თუმცა მაინც და მაინც გემოვნებით ვერა. სასურველია თუ ის საქმეში ჩახდული ადამიანების აზრს გაითვალისწინებს და ჩაიცვამს ძვირფასადაც და გემოვნებითაც."

რაც შეეხება შეეხება პოლიტიკოს ქალთა ჩაცმულობას, მათგან გიორგიმ ნაწილი ვერ გაიხსენა, ნაწილზე კი თქვა, რომ კატასტროფულად აცვიათ: "ვინც გემოვნებით იცვამს პარლამენტში, ესაა მარიამ საჯაია. პოლიტიკოსი ქალბატონებიდან გემოვნებიანი ჩაცმით გამოირჩევა სალომე ზურაბიშვილი, მაგრამ ხშირად მაინც და მაინც სწორად ვერ არჩევს სამკაულებს. მომწონს, ნინო ბურჯანაძის სტილი, ის ნამდვილად თანამედროვე პოლიტიკოსი ქალის იმიჯით გამოირჩევა. როდესაც საქართველოში მოდასა და დახვეწილობაზე ლაპარაკობენ, ყოველთვის მახსენდება მაკა ასათიანი, თუმცა ის პოლიტიკოსი არ არის."

ეკა გადახაბაძე (სპეციალურად საიტისთვის)