"ჩემმა ციცქნა შვილმა ამხელა ტკივილებს როგორ გაუძლო?!" - 3 წლის გოგონას ჩვენი დახმარება სჭირდება - კვირის პალიტრა

"ჩემმა ციცქნა შვილმა ამხელა ტკივილებს როგორ გაუძლო?!" - 3 წლის გოგონას ჩვენი დახმარება სჭირდება

"ოპერაციის შემდეგ როცა აპარატებზე იყო მიერთებული და ვერ ჭამდა, ხორხი დაუზიანდა. გვითხრეს, - როცა სუნთქვა აღდგება ძალიან მალე, 2 თვეში ტრაქიოსტომას მაშინვე ამოვიღებთო, მაგრამ..."

"არაფერი მინდა, გარდა იმისა, ჩემი შვილის ტანჯვა დასრულდეს, ამას კი სხვა არაფერი სჭირდება, გარდა ტრაქიოსტომის ამოღებისა, ოღონდ ისე, რომ შემდეგ ახალი უბედურება არ დაეწყოს"

"მაგრამ აქამდე გადატანილ ჩვენს წამებაზე რომ ვფიქრობ, ასე მგონია, რომ ეს ოპერაციაც უშედეგო იქნება... რა ვქნა, რა გავაკეთო როგორ დაველოდო მორიგი ექსპერიმენტი რა შედეგს გამოიღებს?!"

რამდენი დღეა ელენეზე ფიქრი არ მასვენებს, - ახლაც თვალწინ მიდგას, როგორ ვნახე იაშვილის საავადმყოფოში პაწია გოგო, რომელსაც მამიკოს კისერზე ხელები მაგრად ჰქონდა შემოხვეული და ჩემკენ ცოცხალი თავით არ იხედებოდა. "თქვენც ექიმი ჰგონიხართ, ისეა ექიმებთან სიარულით გაწამებული, რომ მათ დანახვაზე ისტერიკა ემართება; ახლაც მორიგი პროცედურისას იმდენი იტირა, მეც კინაღამ მოვკვდი." - პატარა პაციენტის 27 წლის მამამ რომან ჯიბლაძემ და თვალზე მომდგარი ცრემლი ვაჟკაცურად შეიკავა. მშობლებს 3 წლის ელენე 3 თვეში ერთხელ ჩამოჰყავს ჩოხატაურის რაიონის სოფელ შუაამაღლებიდან, რაღა ექიმებმა პატარას ყელიდან ძველ ტრაქიოსტომა ამოუღონ და ახალი ჩაუდგან. ამ აპარატის გარეშე, ელენე ვერ ისუნთქებს, მოკვდება... მოკვდება, მაშინაც თუ აპარატი სუნთქვისას დაგროვილი ნახველით ხშირად არ გაიწმინდა. თუ ბევრი ნახველი დაგროვდა, ამოწმენდაა საჭირო. ამასაც მამიკო აკეთებს - შვილის ყელში ჩადგმულ ტრაქიოსტომას პატარა ფილტრს აძრობს, შიგ მილს უშვებს და დენის წყაროს უერთებს, რათა დაგროვილი ნახველი ამოიღოს. თუ სოფელში დენი არ არის, მაშინ მამიკო გენერატორს რთავს; ელენეს განწირული ტირილი კი მის გუგუნშიც ისმის. ამ ტირილმა ჯიბლაძეების ოჯახი ლამისაა გაანადგუროს. და სოფელიც პატარა გოგოს წამებას ხალხი დაზაფრული შესცქერის. არადა, ეს არ უნდა მომხდარიყო...

ელენეს მამა შვილის ამბის მოყოლისას ყელში გაჩხერილ ბურთს ძლივს იკავებდა, ყრუდ, მძიმე-მძიმედ ლაპარაკობდა...

რომან ჯიბლაძე: - ელენიკო 2011 წელში დაიბადა. სიხარულით აღარ ვიცოდი რა მექნა - თავდაპირველად გვითხრეს, ბავშვი კაჟივით ჯანმრთელიაო! ჯანმრთელი შვილზე ბედნიერება რა არის! საავადმყოფოდან ბავშვის გამოსაყვანად ვემზადებოდი, გამთენიისას დამირეკეს, - ახალშობილს რთული მდგომარეობა აქვს, სასწრაფოდ მოდიო. ის სურათი რამდენიც არ უნდა ვიცოცხლო, თვალიდან არ მომსორდება, - ბავშვს გულს ზემოთ ადგილი ჩემ თვალწინ მკერდი ნელ-ნელა ებერებოდა... მაშინვე გადაგვიყვანეს ქუთაისში. იქ ექიმებმა, - ბავშვს გულის მანკი აქვს, თუ ოპერაცია დაუყოვნებლივ არ გაუკეთდა, მოკვდება, გირჩევთ, თბილისში გადაიყვანოთო... თბილისში კი ხელი იმაზე მოვაწერე, - თანახმა ვარ ოპერაციის გაკეთებაზე, იმ შემთხვევაშიც თუ შვილი მომიკვდება-მეთქი. ეს ტკივილიც მახსოვს, - აღწერა არ შეიძლება ასეთ დროს რას განიცდის ადამიანი. საავადმყოფოს დერეფანში 6 საათი ველოდი ოპერაციის დასასრულს, ცოლის ზარსაც ვერ ვპასუხობდი, - ბავშვი საკეისრო კვეთით გაჩნდა, ამიტომაც დედიკო ჩვენთან არ იყო. მერე ელენე 16 დღე აპარატებზე იყო მიერთებული, მერე კიდევ ერთი ოპერაცია დასჭირდა. ყველაფერ ამას იმიტომ აღვწერ ასე დაწვრილებით, რომ თვითონ მიკვირს, ჩემმა ციცქნა შვილმა ამ ტკივილებს როგორ გაუძლო და აჯობა და როცა გვითხრეს, - უკვე მართლაც კაჟივით არის და აღარაფერი შეაწუხებსო, მისი წამება ტრაქიოსტომით თავიდან დაიწყო...

- ტრაქიოსტომა რატომ დასჭირდა?

- იმიტომ რომ ოპერაციის შემდეგ როცა აპარატებზე იყო მიერთებული და ვერ ჭამდა, ხორხი დაუზიანდა. გვითხრეს, - როცა სუნთქვა აღდგება ძალიან მალე, 2 თვეში ტრაქიოსტომას მაშინვე ამოვიღებთო, მაგრამ...

- რატომ ვერ ამოიღეს 2 თვის შემდეგ?

- მაშინ გვითხრეს, ოპრეციიის გაკეთებას ნუ ვიჩქარებთ, ბავშვი ცოტა მოძლიერდეს და მერე ამოვიღოთ ტრაქიოსტომაო. მოგვიანებით მართლაც ამოუღეს. არც იმის აღწერა შემიძლია რას განვიცდიდით, მის გაჭრილ ყელს და შიგ ამ საშინელ აპარატს აღარ ვხედავდით. მაგრამ უცებ ბავშვს ჭრილობა დაუსივდა და დაუჩირქდა. ექიმებმა კი გვითხრეს, - ბოდიში, ოპერაციისას ინფექცია შეეჭრაო და ტრაქიოსტომა ისევ უნდა ჩავუდგათო! მერე ეს მეორე ტრაქიოსტომაც ამოუღეს და ისევ გაუსივდა ნაოპერაციები. ამჯერადაც - ბოდიში მოგვიხადეს, ეს ოპერაციისას ინფექციის შეჭრის ბრალიაო და თან ის დაამატეს თავიდანვე ტრაქიოსტომას ცუდი ფორმა იყო ჩადგმული - სხვა ფორმის ტრაქიოსტომა უნდა ჩაედგათო. ბოლოს მესამეჯერ, ბავშვს ნაოპერაციები ისევ გაურთულდა და ისევ ბოდიში მოგვიხადეს, მოკლედ, ისე მოხდა, რომ ბავშვი ამ აპარტის გარეშე ვეღარ სუნთქავდა...

- ადამიანი მხოლოდ ამის მოსმენაზეც შეიძლება ცუდად გახდე, ამ ოპერაციებს ნარკოზი სჭირდებოდა?

- რასაკვირველია. ყველა ოპერციის წინ და შემდეგ ბავშვი სრული ისტერიკაში გვივარდებოდა, ახლაც ამ პროცედურებისას საშინლეება ემართება. ხანდახან რომ ვუყურებ, მიკვირს, რა ძლიერი შვილი მყოლია, რომ არ გამიგიჟდა-მეთქი. ამის გარდა, ყოველ 3 თვეში ერთხელ ტრაქიოსტომის გამოცვლაა საჭირო, მერე კი ყოველდღიური გაწმენდები, ელენიკოს ეს ყევლაფერი იმხელა ტკივილად უჯდება.

- ტრაქიოსტომის გაწმენდა დღეში რამდენჯერ გჭირდებათ?

- ელენეს სუნთქვის სისტემა დაზიანებული რომ აქვს, ადვილად ცივდება, გაციებისას ნახველის ამოწმენდა ხშირად არის საჭირო. ოპერაციების შემდეგაც 24-30-ჯერ ვწმენდით დღეში, ისე კი ჩვეულებრივ, 3-4-ჯერ. ამასობაში იძულებული ვარ სოციალური დახმარების იმედზე ვიცხოვრო, რადგან საუშაოდ ვერსად გავდივარ, - ჩემი სახლიდან გასვლა არ შეიძლება, დენი რომ გამოირთოს გენერატორი ხომ უნდა ჩავრთო.

- შევამჩნიე რომ ელენე ვერ ლაპარაკობს?

- ყელში აპარატი მაქვს და როგორ ილაპარაკებს! ჩემი შვილის ხმა მხოლოდ მაშინ გავიგონე, როცა ოპერაცია გაუკეთეს და ერთი-ორი დღე ტრაქიოსტომა აღარ ედგა... სულ იმაზე ვოცნებობ, ერთხელ მაინც გამაგონა ჩემი შვილის კისკისი-მეთქი, - არც სიცილი შეუძლია... არადა, ისეთი ლამაზია, როცა იღიმება... როცა სოფლიდან თბილისში აპარატის გამოსაცვლელად მოგვყავს, გზაშიც ძალიან უჭირს, ყოველ წუთში ვაჩერებთ მანქანას.

- მანქანას ალბათ ქირაობთ...

- დიახ. როცა სოციალურ დახმარებას ვიღებთ, მაშინ. სოციალური დახმარების იმედზე ადამიანი არ უნდა იყოს, სოფელში ვცხოვრობ და რაც შემიძლია, ვშრომობ... არაფერი მინდა, გარდა იმისა, ჩემი შვილის ტანჯვა დასრულდეს, ამას კი სხვა არაფერი სჭირდება, გარდა ტრაქიოსტომის ამოღებისა, ოღონდ ისე, რომ შემდეგ ახალი უბედურება არ დაეწყოს. ჩვენთან ეს არ ხერხდება. არავის ვადანაშაულებ, მაგრამ ცხადია, რომ რადან ჩვენს ქვეყანაში ჩემი შვილის გამოჯანმრთელება არ გამოდის, უცხოეთში უნდა წავიყვანო, იაშვილის საავადმყოფოში თავად ექიმებმა გვითხრეს, ნამდვილად აჯობებს რომ უცხოეთში წაიყვანოთო.... მაგრამ როგორ წავიყვანო, რა უნდა მქონდეს იმდენი სოფელში, შუაამაღლებაში გავყიდო და ისრაელში ჩატარებული ოპერაციისთვის 20000 ევრო გადავიხადო!

- ასეთ შემთხვევაში ხომ არსებობს სახელმწიფო პროგრამა, რომლის მიხედვითაც ჯანმრთელობის სამინისტრო უცხოეთში ბავშვების ოპერაციებს ნაწილობრივ აფინანსებს?

- ელენესთვისა, - არა! რადგან ჩვენთან არიან ექიმები, რომლებიც ამ ოპერაციას აკეთებენ, სახელმწიფო ვერ გვაფინანსებს. მეც ვიცნობ ამ ექიმთგან ერთს და პატივსაც ვცემ, მაგრამ აქამდე გადატანილ ჩვენს წამებაზე რომ ვფიქრობ, ასე მგონია, რომ ეს ოპერაციაც უშედეგო იქნება... რა ვქნა, რა გავაკეთო როგორ დაველოდო მორიგი ექსპერიმენტი რა შედეგს გამოიღებს?! მაგრამ არც სხვა გზა მაქვს...

მითხრა რომან ჯიბლაძემ, შვილი ჩაიხუტა და მხრებში მოხრილი გამეცალა. მეც მისნაირად წამოვედი იქიდან...

ნამდვილად არ ვიცი, რამდენს გაიღებენ ადამიანები, ვისთვისაც ბავშვის ცრემლი მთელ დედამიწას გადასწონის, მაგრამ სამწუხაროდ, ჩვენი ბედი ისევ ერთმანეთის ხელშია. ელენსიც, - თუნდაც მცირე თანხა ჯიბლაძეების გაწამებულ ოჯახს დამწარებულ ოჯახს ნებისმიერ სიტუაციაში სჭირდება...

გათავაზობთ ანგარიშის ნომრებს, ჩვენ ყველას ერთად შეგვიძლია ელენიკოს ტანჯვის დასრულება

ანგარიშის მფლობელი (მიმღები):                                    რომანი ჯიბლაძე

ანგარიშის ნომერი:                                                         GE86LB0711197124900000

ანგარიშის ვალუტა:                                                         GEL /USD /EUR მულტისავალუტო ანგარიში

მფო:                                                                              220101441

მიმღები ბანკის დასახელება და მისამართი :             ს.ს. “ლიბერთი ბანკი“

ი. ჭავჭავაძის გამზირი 74

თბილისი,0162,საქართელო

მიმღები ბანკის SWIFT კოდი:                                        LBRTGE22

 

შუამავალი  ბანკები

აშშ დოლარში გადარიცხვებისთვის (ვარიანტი 1):

Intermediary Bank Name & Addres:                                  Deutsche Bank Trust Company Americas

New York, USA

Intermediary Bank SWIFT Code:                                        BKTRUS33

Correspondent Account Number:                                        04422999

 

აშშ დოლარში გადარიცხვებისთვის (ვარიანტი 2):

Intermediary Bank Name & Addres:                                    Commerzbank AG

Frankfurt, Germany

Intermediary Bank SWIFT Code:                                         COBADEFF

Correspondent Account Number:                                         400-8864068-00

 

ევროში გადარიცხვებისთვის (ვარიანტი 1):

Intermediary Bank Name & Addres:                                    Deutsche Bank AG

Frankfurt,Germany

Intermediary Bank SWIFT Code:                                         DEUTDEFF

Correspondent Account Number:                                        100-9477233-0000

 

ევროში გადარიცხვებისთვის (ვარიანტი 2)

Intermediary Bank Name & Addres:                                    Commerzbank AG

Frankfurt, Germany

Intermediary Bank SWIFT Code:                                         COBADEFF

Correspondent Account Number:                                         400-8864068-00

საკონტაქო ნომერი: 555 982433 ეთერ ერაძე (სპეციალურად საიტისთვის)