"შეყვარებული ყოფილა, ისე განიცდიდა საწყალი გოგონა, რომ ყველას ცოლი გვეგონა... ულამაზესი გოგოა""ძალიან მხიარული, პატიოსანი და წესიერი ბიჭი იყო. მის აზარტულ თამაშებზე არასდროს არაფერი გამიგია და ძალიან ცუდია, თუ საცოდავი ბავშვი ამას შეეწირა..."თბილისში, "აჭარაბეთის" მიმდებარე ტერიტორიაზე, 20 წლის რიგითი, დათო გელაშვილი ჩამომხრჩვალი იპოვეს. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, I კლასის რიგითი იმ დღეს სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილი იყო. 1994 წლის 11 აპრილს დაბადებული დათო გელაშვილი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2012 წლის 18 დეკემბრიდან ირიცხებოდა. გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურე საკონტრაქტო სამსახურს IV მექანიზირებული ბრიგადის 43-ე მექანიზირებულ ბატალიონში ასრულებდა. თვითმხილველის მონაყოლი: "ბიჭი ძალიან მთვრალი იყო. გამთენიისას, ღამის 5 საათზე ჩავიდა "აჭარაბეთში" სათამაშოდ, მაგრამ სიმთვრალის გამო დაცვამ არ შეუშვა, რასაც მოჰყვა შელაპარაკება დაცვასა და ბიჭს შორის. ამის შემდეგ ამოვიდა და კაზინოსთან საკუთარი ქამრით ჩამოიხრჩო თავი." ყოველივე ამის შემდეგ, გაჩნდა ეჭვი, რომ ბიჭი მოთმაშე იყო და სწორედ ამას ემსხვერპლა. როგორც დათო გელაშვილის ოჯახის ახლობელი, რმელმც ვინაობის გამხელა არ ისურვა, ამბობს, ის ოჯახთან ერთად თბილისში ცხოვრობდა. დათოს ორი ძმა და ახალგაზრდა მშობლები ჰყავს:- მთელი ოჯახი თბილისში ცხოვრობდა და ყაზბეგში, სოფელ აჩხოტში როგორც ახრეხებდნენ, ჩამოდიოდნენ. აქ დათოს დედულეთია. აქაურობა ძალიან უყვარდა. ძალიან მხიარული, პატიოსანი და წესიერი ბიჭი იყო. მის აზარტულ თამაშებზე არასდროს არაფერი გამიგია და ძალიან ცუდია, თუ საცოდავი ბავშვი ამას შეეწირა... როგორც გითხარით, აქაურობა ძალიან უყვარდა. ხშირად მინახავს აქ თავის მეგობრებთან ერთად. ალბათ ამიტომ ჩამოასვენეს აქეთ. სიტყვებით ვერ გადმოგცემთ, რა დღეში არიან მისი საცოდავი მშობლები და ძმები.მამამისი წლებია თბილისში მუშაობს. როგორც ვიცი, ბიჭებმა აქ სკოლაში მხოლოდ დაწყებითი კლასებში იარეს. წარმოშობით, სნოდან არიან, დათო ამბობდა თურმე ყაზბეგზე, " ეს ჩემი სამოთხეაო...- ვიცი, რომ საცოლე ჰყავდა... - შეყვარებული ყოფილა, ისე განიცდიდა საწყალი გოგონა, რომ ყველას ცოლი გვეგონა... ულამაზესი გოგოა. დათოც გარეგნულად ძალიან კარგი ბიჭი იყო. - თვითმხილველთა ინფორმაციით, ნასვამი მისულა "აჭარაბეთში"...- მისი მეგობრები ამბობდნენ, გაოგნებული ვართ, რადგან დათო ასე გონის დაკარგვამდე მთვრალი არასდროს გვინახავსო. სამხედრო ფორმა ეცვა თურმე. ანუ დასვენების დღე ჰქონდა და შეიძლება სადღაც დალია, მაგრამ ისეთი დათრობა, რომ დაცვას ეჩხუბებოდა, სათამაშოდ შემიშვითო, მართლაც გამაგონებელია. საერთოდ, ძალიან მორიდებული და მშვიდი ბიჭი იყო.ელბერდ პაპიაშვილი, ახლობელი:- ავჭალაში ცხოვრობდნენ... ერთ-ერთი ვერსიით, "აჭარაბეთში" არ შეუვეს და თავის ქამრით ჩამოუხრჩვია თავი. არ ვიცი ეს ვერსია რამდენად სწორია. მაგათ ოჯახსა და ჯიშს თამაშის არაფერი ეტყობოდათ და არც გამიგია, რომელიმეს სადმე მსგავსი გაეკეთებინა. ამ პატარა ბიჭს თუ აერია რამე, არ ვიცი... მშობლების საცოდაობით აღარ ვართ. მამა დიდუბეში ავეჯის სახლ "საბაში" მუშაობდა. საკუთარი მანქანა ჰყავდა და გადაზიდვის სერვისში იყო. მამამისმა აქ, აჩხოტში სახლი ააშენა, მისი შვილები აქაურობას რომ არ მოსწყვეტოდნენ. იმ სახლში ასვენია ახლა ეს საცოდავი. სნოში საგვარეულო სასაფლაოზე დაკრძალავენ... პ.ს. საქმეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ქვედანაყოფი იძიებს. შსს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით, სისხლის სამართლის საქმე 115-ე მუხლით აღიძრა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, საქმის სხვა დეტალებზე გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ვერ ისაუბრებენ.ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)