"გამორჩეული რუბრიკა? გაზეთია გამორჩეული!" - კვირის პალიტრა

"გამორჩეული რუბრიკა? გაზეთია გამორჩეული!"

როგორც შეგპირდით, 2015 წლის 5 იანვრიდან 18 აპრილამდე, ყოველ ორშაბათს, ვიდრე ყველაზე გემოვნებიანი მკითხველის გაზეთს - '"კვირის პალიტრას" 20 წლის იუბილე შეუსრულდება, სიურპრიზი გელით. გეძლევათ შანსი, ჯილდო მიიღოთ თქვენი საყვარელი გაზეთისგან. ყოველ ორშაბათს "კვირის პალიტრის" წარმომადგენელი გავა ქუჩაში და ვინც პირველი მოხვდება თვალში "კვირის პალიტრით" ხელში, საჩუქრებს გადასცემს.

ეს მცირედია იმ სიყვარულისა და ერთგულებისთვის, რასაც 20 წელია გვაგრძნობინებთ, ჩვენო მკითხველო. დასაჩუქრებულის ვინაობას და იმას, თუ რატომ არის "კვირის პალიტრა" მისი გაზეთი, ყოველ მომდევნო ნომერში შეიტყობთ. ნუ დაკარგავთ შანსს, მიიღოთ ჩვენი საჩუქარი...

12 იანვარს "კვირის პალიტრის" ჯილდო მის ერთ-ერთ ერთგულ მკითხველს თბილისელ ნინო ჟვანიას გადაეცა. მას ყაზბეგის გამზირზე შევხვდით, სამსახურში მიდიოდა.

"ყოველი ორშაბათის დილა ასე იწყება: ოფისის წინ, ჯიხურში ვყიდულობ "კვირის პალიტრას" და შემდეგ მივდივარ სამსახურში. ყველაზე გამორჩეული რუბრიკა? მთელი გაზეთია გამორჩეული!" - გვითხრა ღიმილით ნინომ, რომელსაც საჩუქრად "ჩვენი ეპოქის" პირველი ტომი გადავეცით...