"კაზინოები უნდა აკრძალოს… სანამ მამა ყანაში მუშაობდა, შვილმა ოთახიდან გამოუსვლელად სახლი წააგო" - კვირის პალიტრა

"კაზინოები უნდა აკრძალოს… სანამ მამა ყანაში მუშაობდა, შვილმა ოთახიდან გამოუსვლელად სახლი წააგო"

"ეს სექტორი მოსასპობია, არა მხოლოდ იმიტომ, რომ ამორალურია, არამედ იმიტომაც, რომ არ ქმნის დოვლათს და გაჭირვებულ ხალხს ძარცვავს."

"კაზინოები, ბეთინგი და გემბლინგი კი საქართველოში უნდა აიკრძალოს. ასევე, სახელმწიფომ უნდა განახორციელოს და დააფინანსოს მეგაპროექტები განათლების სფეროში." - აცხადებს ბიზნესმენი ლევან ვასაძე, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია "ეროვნულ-რელიგიური ინსტიტუტის" მიერ შარშან პარლამენტში შეიტანილ კანონპროექტზე, რომელიც აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვას ითვალისწინებდა, "კვირის პალიტრასთან" შემდეგს ჰყვება: " პირველი მოსმენით კანონპროექტს 77-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი და 12 წინააღმდეგი იყო, მეორე მოსმენით კი 45 დეპუტატი გამოვიდა წინააღმდეგი, 44 კი მომხე და ჩააგდეს კანონპროექტი. როგორც ჩანს, გარკვეულმა ძალებმა დეპუტატებზე გავლენა მოახდინეს. ვინ ვარ მე, რომელიმე დეპუტატი დავადანაშაულო იმაში, რომ ის პარლამენტში გამდიდრებისთვის არის, მაგრამ ფაქტია, ასე მოხდა... ასეთ დამოკიდებულებას აზარტული თამაშებისადმი 7000 სამუშაო ადგილითა და ბიუჯეტში შენატანებით ამართლებენ. ბევრჯერ მითქვამს - მთელი კახეთი ყმუის, რადგან არაერთხელ მოხდა - სანამ მამა ყანაში მუშაობდა, შვილმა ოთახიდან გამოუსვლელად სახლი წააგო. ამიტომაც ეს სექტორი მოსასპობია, არა მხოლოდ იმიტომ, რომ ამორალურია, არამედ იმიტომაც, რომ არ ქმნის დოვლათს და გაჭირვებულ ხალხს ძარცვავს. იმ ფულით ვინმე ერთ-ორ ლამაზ სასტუმროს რომ ააშენებს, ეს არ ნიშნავს, რომ ქვეყანა აშენდება."

იხ. ინტერვიუ სრულად