ლევან ვასაძე: რა ქნას ამ ერთმა ენერგიულმა ირაკლი ღარიბაშვილმა? - კვირის პალიტრა

ლევან ვასაძე: რა ქნას ამ ერთმა ენერგიულმა ირაკლი ღარიბაშვილმა?

"კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში ბიზნესმენი ლევან ვასაძე აცხდებს: "ამას წინად გუდაურში ვიყავი, რომელიც ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი ტურისტული ობიექტია, და ეს მაგალითი მომყავს, როგორც ბიზნესმენსა და ინვესტორს, რომელსაც აინტერესებს, რა ხდება ეკონომიკისათვის ასეთ საკვანძო პროექტებში. მოგახსენებთ, რომ ასეთი ცუდად დატკეპნილ–დამუშავებული სათხილამურო ტრასები საბჭოთა კავშირის დროსაც არ მახსოვს. ეს კი პირდაპირი მავნებლობაა ეკონომიკისათვის, ჩვენ გლობალურ კონკურენციაში ვართ ყველა მსგავს კურორტთან და ასეთი რამის მნახველი ტურისტიც აღარ ჩამოვა და კიდევ ბევრს ეტყვის, იქ არ წახვიდეთო. როდესაც ასეთი ცუდი მენეჯმენტის მიზეზებით დავინტერესდით, იქაურმა ბიუროკრატებმა გვიპასუხეს, ტრაქტორისტების გვეშინია, ბუნტს მოგვიწყობენ, ამიტომაც ვერ ვაძალებთ მუშაობასო. ეს ხომ, როგორც მინიმუმ საბოტაჟია, რომელიც ქვეყანას ათასობით ტურისტსა და მილიონობით ლარს აკარგვინებს?! რა ქნას ამ ერთმა ენერგიულმა ირაკლი ღარიბაშვილმა? ყველას სდიოს? ჩემი აზრით, უპრიანი იქნება, თუ სახელმწიფო ცალკე ადმინისტრაციულ სასჯელს შემოიღებს მოხელეებისთვის "დანაშაულებრივი უმოქმედობისთვის" და დააწყვილებს მას ასე პოპულარულ პრემიებთან. იმაზე აღარაფერს ვიტყვი, რომ გუდაურში ნარჩუნდება სააკაშვილის შემოღებული მარაზმატიკული სტრუქტურული გადაწყვეტილება: ეს სამთო კურორტი რატომღაც თბილისის მერიას ექვემდებარება. რამდენი წელი უნდა გავიდეს კიდევ, რომ ასეთი რაღაცეები გამოსწორდეს ბოლოს?"

იხ. ინტერვიუ სრულად