"დღეში სადღაც ლიტრამდე მირონს ვაგროვებთ" - მამა გაბრიელის 12 ხატს მირონი სდის - კვირის პალიტრა

"დღეში სადღაც ლიტრამდე მირონს ვაგროვებთ" - მამა გაბრიელის 12 ხატს მირონი სდის

ლოტკინის დასახლებაში, ახტალის ქუჩაზე, არსენიძეების ოჯახში მამა გაბრიელის 12 ხატს მირონი სდის.

ოჯახის დიასახლისი ambebi.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ მამა გაბრიელის ხატი, ლოტკინზე მდებარე მშენებარე ყოვლადწმინდა სამების სახელობის ტაძარში აღდგომის დღესასწაულზე შეიძინა. (ვიდეო)

"ხატმა მირონდენა ივნისის ბოლოს დაიწყო, ზაფხულში ქალაქიდან გავდიოდით და ხატი ტაძარში გვყავდა ჩაბრძანებული, ტაძარში მირონდენა შეწყვეტილი ჰქონდა. რომ ჩამოვედით, ხატი სახლში წამოვაბრძანეთ და მირონდენა ისევ დაიწყო. საკმაოდ ხშირად მოსდის მირონი, დღეში სადღაც ლიტრამდე მირონს ვაგროვებთ და ვაბარებთ ტაძარში", - აცხადებს მაკა ესაკია.

არსენიძეების ოჯახში ხატის მოსალოცად მისული საკმაოდ ბევრი ადამიანი დაგვხვდა. მაკა ესაკია ამბობს, რომ დღის განმავლობაში 100-200 ადამიანი მიდის, რის გამოც საღამოს მათ მისაღებად სპეციალური დრო გამოყვეს.

"მოდიან მომლოცველები, კითხულობენ დაუჯდომელს. ჩვენი ხატები სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორესთანაც იყო მიბრძანებული. თავიდან მირონდენა მამა გაბრიელის ერთ ხატს დაეწყო, ამის შემდეგ კიდევ შევიძინეთ წმინდანის რამდენიმე ხატი და მათაც დაიწყეს მირონდენა", - აცხადებს მაკა ესაკია... იხ. სტატია სრულად