"არ დაგავიწყდეთ, რომ ვიდეო "ნაციონალებმა" გირგვლიანის მკვლელობის დღეს გაავრცელეს" - კვირის პალიტრა

"არ დაგავიწყდეთ, რომ ვიდეო "ნაციონალებმა" გირგვლიანის მკვლელობის დღეს გაავრცელეს"

ეკა ყუშიტაშვილი - ჩვენი დროის გმირი "მიშამ დადგა კიევიდან თუ ვინ იყო რეჟისორი?!..

"გაიშნიკების" დროს იყო, როდესაც თუ ვინმე "ბობოლას" ნათესავს გააჩერებდნენ, ის ნათესავი ისე შეაგინებდა და წავიდოდა პასუხსაც არავინ სთხოვდა. ქართველ საზოგადოებას ახალი "გმირი" ჰყავს - ეკა ყუშიტაშვილი, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" მიერ გავრცელებულ ვიდეოკადრებში პატრულის თანამშრომლებს, რომლებაც ის საგზაო წესების დარღვევის გამო გააჩერეს, ეუზრდელება, მეტიც, უშვერად იგინება. "რა ვერ დაიმახსოვრეთ ჩემი ნომერი, რომ არ გამაჩეროთ." - მიმართავს ის სამართლადამცავებს, შემდეგ კი საპატრულო პოლიციის მაღალჩინოსნებს ახსენებს, ერთ-ერთ მათგანთან საპატრულო პოლიციის უფროს დავით ცინარიძესთან კი რეკავს, რათა ეს უკანასკნელი პატრულ-ინსპექტორებს დაელაპარაკოს და მისი გაჩერების გამო პასუხი მოსთხოვოს. ვიდეოკადრების გავრცელების შემდეგ კომენტარი ეკა ყუშიტაშვილმაც გააკეთა, რომელიც ამბობს, რომ პატრული ხშირად აჩერებდა და ტელეფონის ნომერს სთხოვდა, მისი აღშფოთება სწორედ ამან გამოიწვია. ასევე ამბობს, რომ არავისთან დაურეკავს, უბრალოდ, პატრული "დააგოიმა". ამ თემაზე კომენტარი ანალიტიკოს არჩილ გამზარდიას, საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილ დირექტორს  გია ჭანტურიას და მასხიობ ბესო ზანგურს ვთხოვეთ არჩილ გამზარდია:

- პატრულთან დაკავშირებულ გავრცელებულ ვიდეოში ერთი რაც დავინახე, იყო ის, რომ ზარის ადრესატს (ცინარიძეს) მოქალაქის მოთხოვნილი ძალისხმევისათვის არ მიუმართავს.იდევ ერთი საინტერესო გარემოებაა ის, რომ მოქალაქე ეკა ყუშიტაშვილი ამბობს, რომ მას ხშირად აჩერებდნენ და ტელეფონის ნომერს სთხოვდნენ. ამასთანავე ის ფაქტი, რომ ვიდეოს "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ავრცელებენ, ქმნის იმის ვარაუდს, რომ მოცემული შემთხვევა შეიძლება დაგეგმილი იყო. მაგალითად, შერჩეული იყო პროვოკაციული და არაეთიკური მოქალაქე, სახელწიფო უწყების სადისკრედიტაციო მოწყობილი ეპიზოდით. თავისთავად, მოქალაქის ქცევა კომენტარს არ ექვემდებარება, მაგრამ მსგავსი პერსონაჟების თავისდაუნებური გამოყენება კონკრეტული მიზნებისათვის პროპაგანდისტული კომუნიკაციური რგოლის ნაწილს შეიძლება წარმოადგენდეს. ეს გარემოებები, რა თქმა უნდა, ბადებს შეკითხვებს "ნაციონალურ მოძრაობასთან". კიდევ ერთი, არ დაგავიწყდეთ, რომ ეს ვიდეო "ნაციონალებმა" გირგვლიანის მკვლელობის დღეს გაავრცელეს და საინფორმაციო სივრცე ამ ვიდეოკადრებით შეავსეს. ესეც ბადებს კითხვის ნიშნებს. ასევე უნდა შევნიშნოთ, რომ მიუხედავად მოქალაქის აღმაშფოთებელი ქცევისა, "ნაციონალური მოძრაობა" პასუხისმგებელია იმაზეც, რომ ელემენტარული ეთიკური ნორმები არ გაითვალისწინეს, არ დაფარეს სახე, შესაბამისად, ოდენტიფიცირება ადვილად მოხდა. მომხდარში პროვოკაციის რეალური მახასიათებლები უკვე გამოკვეთილია, ასევე აშკარად იკვეთება დაინტერესებული მხარე კონკრეტული პარტიის სახით, ამიტომ შსს-მ ეს ფაქტი მინუმუმ უნდა შეისწავლოს, რათა დადგინდეს ერთი მხრივ, სრული საკომუნიკაციო ასპექტი, მეორე მხრივ, ინფორმაციის გავრცელების და გამავრცელებლის მიერ შესაძლო კანონდარღვევები და საერთო ჯამში, გაკეთდეს განმარტება საკითხზე.

გია ჭანტურია:

- ამ საქციელით ეკამ არა მარტო პატრულს, არამედ მთელ საქართველოს მიაყენა შეურაცხყოფა. ამაზრზენი იყო როდესაც ეს ეკა პატრულ-ინსპექტორის ზემდგომს ურეკავს და რაღაცებს ეუბნება. ბევრმა თქვა, რომ ადრეც ყოფილა მსგავსი შემთხვევები, მაგრამ მე ნამდვილად არ მახსენდება. სხვათა შორის, მე მქონია შემთხვევა როდესაც პატრულს გავუჩერებივარ, მქონია პატრულის მაღალჩინოსნების ნომერი, მაგრამ არასოდეს მიკადრია რომ დამერეკა. სიმართლე გითხრათ, ვერც ვიფიქრებდი რომ დამერეკა. ვინც წერს, რომ ეს დადგმულია, იმას ვითარებიდან გამოძრომა უნდა. შეთქმულების თეორია მარაზმია. მიშამ დადგა კიევიდან თუ ვინ იყო რეჟისორი?! ფრო ის მგონია, რომ პატრულის თანამშრომლებს პრობლემები ექმნებოდათ სამსახურში და სწორედ ამიტომ გავრცელდა ეს ვიდეო. სხვათა შორის, ჩემთვის მიუღებელია როდესაც ეს ქალბატონი ეუბნება, რომ მითხარით თქვენი ნომერიო და პატრულიც მორჩილად ეუბნება. საპატრულო პოლიციაში პრობლემები ნამდვილადაა. ხშირად ვხედავ ქუჩაში როდესაც ახალი კადრები თავს იკავებენ ძვირადღირებული მანქანების გაჩერებისაგან, მიუხედავად იმისა რომ ეს მანქანა უხეშად არღვევს მოძრაობის წესს. "გაიშნიკების" დროს იყო, როდესაც ვინმე "ბობოლას" ნათესავს გააჩერებდნენ, ის ნათესავი ისე შეაგინებდა და წავიდოდა პასუხსაც არავინ სთხოვდა. ეს ფაქტი ძალიან გავს იგივეს. პოლიციელის შეგინებისთვის ეს ქალბატონი აუცილებლად დასასჯელია, სხვათა შორის, ჩემი აზრით დასაჯელები არიან პატრულის ის თანამშრომლებიც, რომლებსაც არანაირი რეაქცია არ აქვთ, ბოდიში და "მიჩმორდნენ..." ხოლო ის, ვინც ამ პატრულს ურეკავს, ანუ ვიღაც მაღალჩინოსანი უმკაცრესადაა დასასჯელი.

- ციხის კადრების შემდეგ, ეს კადრები თუ ვინმეს გაუკვირდა, ძალიან გამიკვირდება. კარგი იქნება ჯერ ის კადრები მოვინელოთ რაც "ნაციონალებისგან" ვნახეთ და მერე ვილაპარაკოთ იმ გოგონას უზრდელობაზე, რომელიც მე პირადად დადგმული მგონია

ლადო გოგოლაძე (სპეციალურად საიტისთვის)