ვაჟა-ფშაველაზე შეყვარებული ალენ დელონი პაატა ბურჭულაძის საიუბილეო კონცერტს გაუძღვება - კვირის პალიტრა

ვაჟა-ფშაველაზე შეყვარებული ალენ დელონი პაატა ბურჭულაძის საიუბილეო კონცერტს გაუძღვება

"ბევრ ფრანგ ვარსკვლავს შევხვედრივარ, მათ შორის სოფი მარსოსაც, მაგრამ ალენს არასოდეს. ალბათ საქართველოში უნდა შევხვედრილიყავით."

როგორც აღმოჩნდა ფრანგი მსახიობი საკმაოდ კარაგდ იცნოდა პაატა ბურჭულაძის შემოქმედებასაც და ქართულ კულტურასაც.

"ჩემს ცხოვრებაში იყო ისეთი მძიმე დეპრესიის პერიოდი, რომ ხშირად თავის მოკვლაზეც კი მიფიქრია, მაგრამ ამ მომენტში აბსოლუტურად შემთხვევით ჩემს ხელში მოხვდა პატარა წიგნი, მოთხრობების კრებული, რომელმაც ამქვეყნიური ცხოვრებისკენ მომაბრუნა და სიცოცხლის ხალისი კვლავ დამიბრუნა. რომ არა ეს წიგნი, ალბათ ძალიან გამიჭირდებოდა კრიტიკული სიტუაციიდან გამოსვლა. სწორედ იმ დიდსულოვნებამ, რომელიც მოთხრობებში იყო ჩადებული, სიკვდილისგან მიხსნა. სამწუხაროა, რომ ამ დიდებულ მწერალს კარგად არ იცნობენ ევროპაში. ეს გახლავთ ქართველი მწერალი და ქართული საზოგადოების ღირსეული წინაპარი - ვაჟა ფშაველა. მე მომხიბლა მისი ნაწარმოების სიღრმემ და თვითმყოფადობამ.სწორედ ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ დავინტერესდი ქართული ლიტერატურით." - წერდა მე-20 საუკუნის მსოფლიო კინოს ლეგენდა ალენ დელონი, რომელიც 12 თებერვალს ასევე ლეგენდარული საოპერო მომღერლის პაატა ბურჭულაძის 60 წლის იუბილესსადმი მიძღვნილ კონცრტს გაუძღვება. ორგანიზატორები ამბობენ, რომ კონცერტი გრანდიოზული იქნება, შესაბამისად უნდოდათ წამყავნიც მსოფლიო მასშტაბის პიროვნება ყოფილიყო. ამბობენ, რომ ალენ დელონის დაყოლიება არ გაჭირვებიათ. როგორც აღმოჩნდა ფრანგი მსახიობი საკმაოდ კარაგდ იცნობდა პაატა ბურჭულაძის შემოქმედებასაც და ქართულ კულტურასაც.

გარდა ალენ დელონისა, კონცერტში მონაწილეობის მისაღებად კომპანია "არტპალასის" მოწვევით საქართველოს 15-მდე ქართველი და უცხოელი მსოფლიო ვარსკვლავი ესტუმრება. საგანგებოდ იუბილესადმი სპორტის სასახლეში შენდება უპრეცედენტო მასშტაბი სცენა და ორიგინალური დეკორაცია ეკრანებით, ორიგინალური განათებითა და გახმოვანებით. კონცერტის კონცეფცია შემდეგია: - ქართველი და უცხოელი პრიმადონები მსოფლიო ბანს 60 წლის იუბილეს ულოცავენ.

კონცერტს ალენ დელონი, ახალგაზრდა ქართველ პიანისტ დავით ალადაშვილთან ერთად წარუძღვება. სპეციალურად ამ დღისათვის ერთიანდება ორი სიმფონიური ორკესტრი, ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სიმფონიური ორკესტრი და ე. მიქელაძის სახელობის სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრი. გაერთიანებულ ორკესტრს ორი მაესტრო - ჯანლუკა მარჩანო და ნიკოლოზ რაჭველი უდირიჟორებს.

კონცერტში მონაწილეობას მიიღებს მსოფლიოში აღიარებული ქართველი მევიოლინე ლიანა ისაკაძე:

- ჩემთვის დიდი ბედნიერებაა ჩემი მუსიკით გამოვხატო პაატასადმი უდიდესი პატივისცემა. სიყვარულსა და აღრფთოვანებას არა მარტო მისი ნიჭი, არამედ მისი საქველმოქმედო საქმიანობაც იმსახურებს. ის მთელი თავისი ცხოვრებით აჩვენებს ხალხისადმი დიდ სიყვარულს, რაც ღმერთით ბოძებული ნიჭია! მე მთელი გულით ვუსურვებ მას კიდევ დიდ ხანს დაატკბოს მსოფლიო და საქართველო თავისი განუმეორებელი ზეციური ხმით და ნიჭით!

კონცერტში ასევე მონაწილეობს ცნობილი ქართველი მომღერალი ნინო სურგულაძე:

- მნიშვნელოვანია დავაფასოთ ის ადამიანები, რომლებსაც დიდი წვლილი შეაქვთ როგორც საქართველოს, ასევე მსოფლიო კულტურაში. პაატა ბურჭულაძე დიდი საზოგადო მოღვაწეა. ვულოცავ მას და ვუსურვებ ჯანმრთელობასა და ენერგიულობას! მიხარია, რომ 12 თებერვალს სცენიდანაც მექნება საშუალება მივულოცო...  ალენ დელონი საოცრად გაალამაზებს საღამოს და სულ სხვა ელფერს მისცემს. ბევრ ფრანგ ვარსკვლავს შევხვედრივარ, მათ შორის სოფი მარსოსაც, მაგრამ ალენს არასოდეს. ალბათ საქართველოში უნდა შევხვედრილიყავით.

მანანა გაბრიჭიძე (სპეციალურად საიტისთვის)