ოსკარის დაჯილდოება ქართველებთან ერთად და ჩაძინებული მიშა მესხი - კვირის პალიტრა

ოსკარის დაჯილდოება ქართველებთან ერთად და ჩაძინებული მიშა მესხი

წელს საქართველოში განსაკუთრებულად ელოდებოდნენ ოსკარის 87-ე დაჯილდოებას, მოგეხსენება, უცხოენოვან ფილმთა ნომინაციაში ესტონეთის სახელით ქართული ფილმი "მანდარინებიც" იყო წარდგენილი.

მართალია ამ ნომინაციაში გაიმარჯვა პოლონურმა ფილმმა "იდა", ეს მაინც ქართული კინოს უდიდესი წარმატებაა. დაჯილდოების ცერემონიას ფილმის შემოქმედებითი ჯგუფის წევრები ესწრებოდნენ, მათ შორის ფილმის რეჟისორი ზაზა ურუშაძე და მთავარი როლების შემრულებელები: გიორგი ნაკაშიძე და მიშა მესხი, რომელც პაპარაცებმა ცერემონიის მიმდინარეობისას ჩაძინებული იპოვეს...

წლის საუკეთესო ფილმად "ბერდმენი" დასახელდა, ქალის როლის საუკეთესო შემსრულებლად ჟულიანა მური აღიარეს, მამაკაცის როლის საუკეთესო შემსრულებლად კი - ედი რედმეინი. მეორეხარისხოვანი როლების საუკეთესოდ შესრულებისთვის ჯეი.ქეი. სიმონსი და პატრიცია არკეტი გამოარჩიეს.