"არიქა, რუსები შემოდიანო" - ინტერვიუ კაცთან, რომელმაც რუსული სამხედრო მანქანები ჩამოიყვანა - კვირის პალიტრა

"არიქა, რუსები შემოდიანო" - ინტერვიუ კაცთან, რომელმაც რუსული სამხედრო მანქანები ჩამოიყვანა

"რას წარმოვიდგენდი თუ ასეთი აჟიოტაჟი ატყდებოდა... დასამალად რომ შემომეყვანა, ქუჩაში კი არ დავაყენებდი"

"გაოცებული ვარ ატეხილი ამბების გამო. ნამდვილად არ ველოდი. სხვებიც კი აკეთებენ ასეთ რამეს, ანუ ყოფილი სამხედორ მანქანების ბიზნესი აქვთ, ზოგს კოლექციონერებისთვისაც ჩამოაქვს, მაგრამ ასეთი ამბები არასდროს ატეხილა, მე კიდევ, ისე გამომიყვანეს, თითქოს, დანაშაული ჩავიდინე."

წარმოებელი: ZIL

მოდელი: 131

გამოშვების წელი: 1992

კატეგორია: სატვირთო

საწვავის ტიპი: ბენზინი

ძრავის მოცულობა: 6000

გარბენი: 800 კმ.

ცილინდრები: 8

გადაცემათა კოლოფი: მექანიკური

წამყვანი თვლები:

კარები: 2/3

მანქანის ფერი: მწვანე

ამ განცხადებას ერთ-ერთ ინტერნტეგვერდზე წავაწყდით. ასე ვიპოვეთ კაცი, რომელმაც რუსული, სატრანზიტო ნომრებიანი მანქანები ჩამოიყვანა საქართველოში, რასაც ჩვენში დიდი ხმაური მოჰყვა.

შმაგი ტოხოშაშვილი:

- გაოცებული ვარ ატეხილი ამბების გამო. ნამდვილად არ ველოდი. სხვებიც კი აკეთებენ ასეთ რამეს, ანუ ყოფილი სამხედორ მანქანების ბიზნესი აქვთ, ზოგს კოლექციონერებისთვისაც ჩამოაქვს, მაგრამ ასეთი ამბები არასდროს ატეხილა, მე კიდევ, ისე გამომიყვანეს, თითქოს, დანაშაული ჩავიდინე. ეს ორი დღეა ვფიქრობ, რა ჩავიდინე ასეთი, ეტყობა, დაწყევლილი ვარ...

- პირველად ჩამოიყვანეთ?

- არა, მეორედ. ამ რამდენიმე ხნის წინაც იგივე მოდელის მანქანი ჩამოვიყვანე, ერთი ცალი, მაგრამ ყველაფერმა უხმაუროდ ჩაიარა, არაფერი პრობლემა შემქმნია და აახლა რა მოხდა ასეთი განსაკუთრებული, არ ვიცი.

- გაყიდეთ ის წინა მანქანა?

- კი, ის გავყიდე, წესით ესენი უკეთესად უნდა გაიყიდოს, ისეთი რეკლამა გაუკეთდა (იცინის). მოსახლეობა სხვადასხვა დანიშნულებისთვის იყენებს, ძირითადად, გადასაადგილებლად... სხვებიც აკეთებენ ამ საქმეს, მაგრამ არაფერი ამბები არ ატეხილა და ვიფიქრე, მეც გავაკეთებ-მეთქი, რას წარმოვიდგენდი, თუ ასეთ აჟიოტაჟი ატყდებოდა. არიქა, რუსები შემოდიანო. დასამალად რომ შემომეყვანა, ქუჩაში კი არ დავაყენებდი და არც ინტერნეტში დავდებდი ამის შესახებ ინფორმაციას, - ახალია და საუკეთესო მდგომარეობაში-მეთქი. თბილისში ვცხოვრობ და აქვე მეყენა მანქანებიც.

- მათი ჩამოყვანა, ალბათ რთულია, არა?

- რთულია, აბა რა, ადვილი რომ იყო, ყველა ჩამოიყვანდა.

- სამხედროებთან რაიმე კავშირი გაქვთ?

- არავითარი და არც არასდროს მქონია. ერთი ჩვეულებრივი ადამიანი ვარ. ეს მანქანები უვნებლად რომ ჩამოიყვანო, რამდენი წვალება უნდა. საუკეთესო მდგომარეობაშია ორივე, მთლიანად იზოლირებული, ავტოპილოტით აღჭურრვილი, "ლებიოდკა", "პოდკაჩკა" -ყველაფერი იდეალურად მუშაობს... ამას როგორც წესი, საყოფაცხოვრებოდ იყენებენ, ნაკვეთისთვის, ტვირთის სატარებლად და სხვ. სამხედრო მანქანას, მოქმედს, რომელი ნორმალური ადამიანი ჩამოიყვანს?!

ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)