ტრაგედიას 12 წლის გოგონა ემსხვერპლა - ”მთელი სოფელი უნდა ამოწყდეს, ხიდი რომ გააკეთონ?!” - კვირის პალიტრა

ტრაგედიას 12 წლის გოგონა ემსხვერპლა - ”მთელი სოფელი უნდა ამოწყდეს, ხიდი რომ გააკეთონ?!”

”გვანცა პირდაპირ ბორბლებში ჩაუვადა იმხელა "ტრაილერს"და ულამაზესი პატარა ადგილზე გარდაიცვალა”

"დედა ხაშურიდან ამოიყვანეს, საწყალ ქალს სახლის წინ გარდაცვლილი ბავშვი ჰყავდა და ვერ ეკარებოდა..."

გუშინ სურამში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 12 წლის გვანცა გელაშვილი დაიღუპა. მისი თანაკლასელი ასევე 12 წლის გოგონა კი მრავლობითი დაზიანებით თბილისშია გადმოყვანილი, მისი მდგომარეობა ძალიან მძიმეა. ჩვენ დავუაკვშირიდით გარდაცვლილი გოგონას ოჯახის მეზობელს, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა და მომხადრის შესახებ კომენტარი ვთხოვეთ:

- დიდი უბედურება დატრიალდა, გოგონები სკოლიდან ბრუდებოდნენ, როცა გზა უნდა გადაეჭრათ, სატვირთო ავტომობილი დაეჯახათ, გვანცა პირდაპირ ბორბლებში ჩაუვადა იმხელა "ტრაილერს"და ულამაზესი პატარა ადგილზე გარდაიცვალა, ნინო კი ძალიან მძიმედაა. ვლოცულობთ, რომ გოგონა გადარჩეს... ისეთი საშინელებაა, სამძიმარზე მისვლაც კი გვიჭირს... არანაკლებ საცოდავია მძღოლიც, რომელმაც საერთოდ ვერ დაინახა ეს პატარები და ამხელა ტრაგედია დაატრიალა. ის საცოდავი საკუთარი ფეხით ჩაბარდა პოლიციას, მაგრამ ეს ვის რას უშველის...

- როგორც ვიცი, ტრაგედია ცენტრალურ გზაზე მოხდა..

- რაც აქ ეს გზა გაიყვანეს, მას შემდეგ მუდამ პრობლემაა. სამწუხაროდ, ეს პირველი უბედური შემთხვევა არ არის, მანამდეც არაერთხელ მოხდა ავტოავარია. საშინელი გადასავლელია. წარმოიდგინეთ, სოფელ ურთხვადან გამომავალი მანქანა თითქმის ცენტრალურ გზაზე უნდა დადგეს, რომ დაინახოს, რომელიმე მხრიდან მანაქანა მოდის, თუ - არა. ერთხელ სოფლიდან მოდიოდნენ მანქანით და ტრაილერმა გადაურა, მაშინაც დიდი უბედურება დატრილადა... ახლოსაა სკოლაც, რთულია პატარა ბავშვებს, აუხსნა, რომ ძალიან ფრთხილად უნდა იყვნენ. რა გახდა ერთი გადასასვლელი ხიდის გაკეთება, ვერ ვხდები. მთელი სოფელი უნდა ამოწყდეს, ხიდი რომ გააკეთონ?! მესმის ცენტრალურ გზაზე შუქნიშნის გაკეთება რთული იქნება, მაგრამ რაღაც გამოსავლი ხომ უნდა არსებობდესს?! თანაც სისწარფე 110-მდეა დაშვებული, მაშინ როცა გზის ორივე მხარეს მოსახელობაა. ძალიან მიკვირის, რომ ამაზე არავინ ფიქრიბს, თუმცა სიჩქარის შემცირება გამოსავალი მაინც არ იქნება.

- ამ ამბის შემდეგ მოსახელობამ გზა რატომ გადაკეტა?

- ხომ ასეთი ტრაგედია დატრლადა, არანაკლები საშინელება ის იყო, მომხდარის შემდეგ გარდაცვლილი ბავშვი ლამის 2-3 საათით გზაზე რომ დატოვეს მანამ, ვიდრე გორიდან არ ჩამოვიდა ექსპერტიზა. საწყალი ბავშვი საშინელ მდგომარეობაში იყო, მაგრამ არავის აკარებდნენ და გორიდან ექსპერტიზას ელოდნენ. როგორ შეიძლება ამხელა რაიონს საკუთარი ექსპერტიზის სამსახური არ ჰქონდეს?! არავინაა დაზღვეული უბედურებისაგან და სულ გორიდან უნდა ელოდონ?! წარმოიდგინეთ, დედა ხაშურიდან ამოიყვანეს, საწყალ ქალს სახლის წინ გარდაცვლილი ბავშვი ჰყავდა და ვერ ეკარებოდა...

"კვირის პალიტრა" მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და უთანაგრძნობს გარადაცვლილის ოჯახს.

ლადო გოგოლაძე (სპეციალურად საიტისთვის)