ენგურმა 2 წლის წინ დაკარგული გოგონას ცხედარი გამორიყა - ბაბუის საბედისწერო ანდერძი - კვირის პალიტრა

ენგურმა 2 წლის წინ დაკარგული გოგონას ცხედარი გამორიყა - ბაბუის საბედისწერო ანდერძი

ტრაგედიის შემდეგ უბედურმა ბებიამ თავის მოკვლა სცადა.

რუსეთში გადახვეწილი ქართველები მიწამ სამშობლოში სამუდამოდ დააბრუნა... - "ამ ხიდიდან გადავარდნა ხორცის საკეპ მანქანაში ჩავარდნას ნიშნავს"

ჭუბერთან, მდინარე ენგურმა ავარიის დროს, 2 წლის წინ დაკარგული ტყუპისცალი გოგონას ცხედარი გამორიყა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დადასტურებულია, რომ ცხედარი დნამდვილად დაკარგული გოგონასია. ავარია სვანეთში, კერძოდ სოფელ ჭუბერში 2013 წლის ივლისში მოხდა. რუსეთიდან დაბრუნებული ოჯახი ავტომობილით მგზავრობდა, რა დროსაც ავტომანქანა მდინარე

ენგურში გადავარდა.

გთავაზობთ ამ თემაზე მომზადებულ სტატიას "კვირის პალიტრის" არქივიდან:

სასიკვდილო მონაკვეთი - ბაბუის საბედისწერო ანდერძი

14 ივლისი იყო. სვანეთი სტუმრებს ელოდებოდა. ლოგინად ჩავარდნილ ბაბუას 6 წლის უნახავი ქალიშვილი უნდა ენახა. უკვე საათებს ითვლიდა. იცოდა, გზაში იყვნენ და მონატრებულ შვილიშვილებსაც მალე ნახავდა. ფიქრობდა, რომ ბედნიერი დღე გაუთენდა. არადა, რა იცოდა, რომ მათ ვეღარასოდეს შეხვდებოდა...

საღამოს 6 საათი იყო. რუსეთიდან ჩამოსულები უკვე სვანეთში იყვნენ. მანქანა ჭუბერს უახლოვდებოდა. ტრაგედიაც ამ დროს მოხდა, - მანქანა ხიდიდან მდინარეში გადავარდა. ენგურმა მორიგი მსხვერპლი მიიღო. დინებამ ოთხი კაცი წაიღო - 24 წლის ტყუპი და, თათია და ნათია სახოკიები, მათი დედა, 45 წლის ირმა კვანჭიანი და ბიძა გოჩა მიქავა.

სახოკიების ოჯახი მოსკოვში 1984 წლიდან ცხოვრობდა. ნათია და თათიაც მოსკოვში დაიბადნენ. გოგონები ქართულად წერდნენ და მშობლიურ ენაზე თავისუფლად ლაპარაკობდნენ. მოსკოვში სამედიცინო ფაკულტეტზე სწავლობდნენ... საქართველოში ბოლოს 6 წლის წინ იყვნენ. ახლა კი გოგონები ბაბუის, რომელიც მოსკოვში ცხოვრობდა, ანდერძის აღსასრულებლად ჩამოვიდნენ. მოხუცმა სიკვდილის წინ სამშობლოში წაყვანა ითხოვა, ჩემს მიწაზე უნდა დავიკრძალოო... უკანასკნელი სურვილი აუსრულეს, საქართველოში ჩამოასვენეს და სენაკში ქართული ტრადიციებით დაკრძალეს... დაკრძალვიდან მესამე დღეს გოგონები დედასთან ერთად სვანეთში მეორე ბაბუის სანახავად მიდიოდნენ...

ზაალ სახოკია, გოგონების ბიძა: "თვითმხილველები გვიყვებოდნენ, მანქანა როგორ ჩაიტანა მდინარემ, მერე სამჯერ ამობრუნდა, შემდეგ ლოდს დაასკდა, შუაზე გაიპო და მგზავრები გადმოცვივდნენო. მათი მანქანის უკან სამარშრუტო ტაქსი მიდიოდა და იქიდანაც დაუნახავთ, რა მოხდა.

ის ადგილი, საიდანაც მანქანა ხიდიდან გადავარდა, დაცული არ არის. ორი ჯებირი აკლია. რამდენიმე დღის წინაც გადავარდნილა იქ მანქანა. არავინ აქცევს ყურადღებას. ჯებირები რომ ყოფილიყო, ეს უბედურება არ დატრიალდებოდა და ჩემი ძმისშვილებიც არ დაიღუპებოდნენ. ოთხი დღეა ამ გზაზე დავდივართ და იმდენი ჯვარია აღმართული, გული გაგისკდება, ჩანს, ამ საბედისწერო ადგილმა ბევრი იმსხვერპლა".

"გოგონებმა დაიჩემეს, ბაბუს ანდერძი უნდა აღვასრულოთ, ისე არ ცხონდება, თუ ქართული მიწა არ დავაყარეთო. ფიქრობდნენ, მოხუცის სამშობლოში დასაფლავების შემდეგ მეტი კავშირი ექნებოდათ საქართველოსთან და ხშირად ჩამოვიდოდნენ. წყნარი და მშვიდი გოგონები იყვნენ. გამზრდელი ბაბუა გარდაეცვალათ, და გოგონებიც თან ჩაჰყვნენ, ბიძა და დედაც გაიყოლეს... მოუნელებელი ტკივილია. საშინელი ტრაგედია დაგვატყდა თავს...

ამ ტრაგედიამ რუსეთიც შეძრა. დაღუპული ბავშვების მეგობრები საქართველოში ჩამოსასვლელად ემზადებიან. რუსეთიდან გვიკავშირდებიან, აქ აქციასაც მოვაწყობთ და ყველანაირად დაგეხმარებით, ოღონდ ჩვენი მეგობრები იპოვეთო. რომ ნახოთ, რას წერენ სოციალურ ქსელში, გული მოგიკვდებათ", - იხსენებს ოჯახის ახლობელი.

ტრაგედიის შემდეგ უბედურმა ბებიამ თავის მოკვლა სცადა.

გაგრძელება იხილეთ